სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე  1872-1939  გენერალი მცხეთა ქართლი

1872-1939 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გედევანიშვილი სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

423       ბეჭდვა

გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე 1872-1939 გენერალი მცხეთა ქართლი

იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (დ. იანვარი1872მცხეთარუსეთის იმპერია — გ. 24 დეკემბერი1939მცხეთასაქართველოს სსრ)


— ქართველი პოლიტიკოსი, დრამატურგი, მწერალი, პუბლიცისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, გენერალი. იყო გენერალ ალექსანდრე გედევანიშვილისა და პოლკოვნიკ ნიკოლოზ გედევანიშვილის ძმა.დაიბადა 1872 წლის იანვარში, ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის სოფელ მცხეთაში. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და პავლოვსკის სამხედრო სასწავლებელი. შემდგომ სწავლობდა რუსეთის იმპერიის გენშტაბის აკადემიაში. 1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი. 1905-07 წლების რევოლუციაში მონაწილეობისთვის კაპიტნის წოდებით დათხოვნილ იქნა არმიიდან. ამის შემდეგ ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და რევოლუციურ საქმიანობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ამიერკავკასიის დფრ-სა და საქართველოს დრ-ის არმიების შექმნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის დასაწყისიდან იყო ფედერალისტთა ბათუმის პარტიზანული რაზმის მეთაური. 1918 წლის აგვისტოდან დაინიშნა საქართველოს სამხედრო სამინისტროს სარეთო განყოფილების უფროსად. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით. 1919 წლის დასაწყისიდან იყო აფხაზეთის და შავი ზღვისპირეთის ქართული გარნიზონის სარდალი. 1920 წლის ბოლოდან ინიშნება ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდლად. 1920 წლის 4 დეკემბრიდან დაინიშნა სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად.


ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. 1924 წლიდან გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1926-1928 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი; 1928-1929 წლებში ამიერკავკასიის რადიოგადაცემათა რწმუნებული; 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ არქივში; 1910 წლიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო სარბიელზე. იოსებ გედევანიშვილი გარდაიცვალა 1939 წლის 24 დეკემბერს, მცხეთაში. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში.


https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91_%E1%83%92%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0%B5%D0%B4%D0%B5%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%88%D0%B2%D0%B8%D0%BB%D0%B8,_%D0%98%D0%BE%D1%81%D0%B8%D1%84_%D0%9A%D0%BE%D0%BD%D1%81%D1%82%D0%B0%D0%BD%D1%82%D0%B8%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.02.2023
სულ რედაქტირებულია 2



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0