ღლონტი მიხეილ ალექსანდრეს ძე (25 მარტი 1858-1924), გენერალ-მაიორი (1917);
დაბადების ადგილი: ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია.
დაამთავრა ელისავეტგრადის (უკრაინა) კავალერიის იუნკერთა სასწავლებელი.
ჯარში მსახურობდა 1879 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) წლების ომში, დაიჭრა და მიიღო ძლიერი კონტუზია. 1909-1914 წლებში მსახურობდა ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკში. 1910-1914 წლებში მეთაურობდა კავკასიის მე-7 სათადარიგო კავალერიის პოლკს. 1914-1917 წლებში იყო კავალერიის სათადარიგო ბრიგადის უფროსის თანაშემწე. 1917 წლის 27 სექტემბერს დაინიშნა კავალერიის სათადარიგო ბრიგადის უფროსად. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. მეთაურობდა პოლკს. დაიღუპა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს. მიუხედავად წამებისა, არ გასცა არავინ. რეპრესირებული. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ოქროს იარაღით (1907). პოლკოვნიკი (1907), ქართველი გენერალ-მაიორი (1917).
წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.92
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1906 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
- 1905 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (მახვილებით)
- 1902 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
- http://events.mematiane.ge/product-details.php?id=3973
მამუკა გოგიტიძე
მიხეილ ალექსანდრეს-ძე ღლონტი დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ დვაბზუში, აზნაურის ოჯახში.
საერთო განათლება მიიღო სახლში. ჯარში მსახურობდა 1879 წლიდან.
დაამთავრა ელისავეტგრადის კავალერიის იუნკერთა სასწავლებელი.
მეთაურობდა ესკადრონს.
რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. ომში დაიჭრა და მიიღო ძლიერი კონტუზია.
1910 წლამდე მსახურობდა ნიჟეგოროდის ნიჟეგოროდის მე-17 დრგუნთა პოლკში. 1910 წლის 31 მაისს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.
1910-1914 წლებში მსახურობდა კავკასიის სათადარიგო საკავალერიო დივიზიონის მეთაურად.
1914-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის მე-7 სათადარიგო პოლკის მეთაურად.
1917 წლის 27 სექტემბრამდე მსახურობდა კავალერიის სათადარიგო ბრიგადის უფროსის თანაშემწედ.
1917 წლის 27 სექტემბერს დაინიშნა იმავე ბრიგადის მეთაურად.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო:
ოქროს იარაღით (1907 წლის 9 ივნისს);
„წმ. ანას“ III ხარისხით (1902);
„წმ. სტანისლავის“ II ხარისხით (მახვილებით – 1905);
„წმ. ვლადიმერის“ IV (მახვილებით და ბაფთით – 1906).
რუსეთში მომხდარი 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა თავის მამულში, სოფელ დვაბზუში.
1918 წლიდან ქართულ ჯარში მსახურობდა. მეთაურობდა პოლკს.
1921 წელს ემიგრაციაში არ წავიდა. მონაწილეობდა
1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. იყო „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სამხედრო კომისიის წევრი. აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს. დაიღუპა პატიმრობისას.