გოთუა გიორგი სიმონის ძე(14 იანვარი 1871- 13 იანვარი 1936) გენერალ-მაიორი (1918), „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1915); დაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ოზურგეთის რაიონი.
1902 წლიდან მსახურობდა 256-ე ღუნიბის და მე–8 კრასნოვოდსკის სარეზერვო ბატალიონებში; 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში; 1914-1918წწ. I მსოფლიო ომში; თავდაპირველად მეთაურობდა ბატალიონს, შემდეგ კი რუსეთის საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში მყოფ "ღირსების საგანგებო ლეგიონს" საფრანგეთში; მისმა ლეგიონმა მოკავშირე არმიებს შორის პირველმა გაარღვია სახელგანთქმული "ჰინდენბურგის ხაზი", რისთვისაც მიიღო "საპატიო ლეგიონის" ორდენი; 1918 წელს წავიდა ემიგრაციაში (იუგოსლავია); რუსეთის არმიის გენერალ–მაიორი (1918). მიღებული ქონდა უმაღლესი სამხედრო ჯილდოები, მათ შორის: საფრანგეთის სამხედრო ჯილდოები – საპატიო ლეგიონის ორდენი და ფრანგული სამხედრო ჯვარი (პალმით ლენტზე).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.78