სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ოთარ ამილახვარი რევაზის ძე 1756-1827წწ  გენერალ მაიორი  ქართლი

1756-1827 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ამილახვარი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

481       ბეჭდვა

ოთარ ამილახვარი რევაზის ძე 1756-1827წწ გენერალ მაიორი ქართლი

ამილახვარი ოთარ რევაზის ძე (1756-1827) 


თავადი, გენერალ-მაიორი (1803), 1801 წლამდე ზემო ქართლის სადროშოს სარდალი. ოთარ რევაზის ძე ამილახვარი (გარდაიცვალა დაახლოებით 1827/1828 წლებში) იყო აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე  XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი, გორის მოურავი. 1789 წელს ამილახვარის წინააღმდეგ გამოვიდნენ მისი სიმკაცრით უკმაყოფილო გორელები. ერეკლე II–მ დასაჯა უკმაყოფილონი, მაგრამ ამილახვარს უბრძანა დაეცვა ბატონყმობის კანონით დადგენილი ნორმები("ბატონყმობის რიგი"). ამილახვარმა გააშენა სოფელი ორჭობი, გაიყვანა ახალი სარწყავი არხები და აღორძინებულ ადგილებში დაასახლა ტყვეობიდან გამოსყიდული გლეხები. 1785 წელს იბრძოდა საქართველოში შემოჭრილი ომარ–ხანის წინააღმდეგ. 1795 წელს მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში. ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ამილახვარის ძალაუფლება შეიზღუდა. ბატონიშვილებს შორის ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში ემხრობოდა დარეჯან დედოფლის ჯგუფს, მხარს უჭერდა თავის სიძეს იულონ ბატონიშვილს. ამის გამო 1801 წლის თებერვალს დაკარგა ამილახორობა. ჰქონდა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის წოდება.

https://www.kvirispalitra.ge/istoriani/39641-oragulis-da-lobios-qargumentebiq-qarthlis-didgvarovantha-dapirispirebashi.html

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005258/


http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/22130



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.05.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0