სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ამილახვარი (ამილახორი) ივანე გივის ძე 1829-1905წწ გენერალ ადიუდანტი, წარმ.სოფ. ჭალა კასპი ქართლი ამილახვარი (ამილახორი) ივანე გივის ძე 1829-1905წწ გენერალ ადიუდანტი, წარმ.სოფ. ჭალა კასპი ქართლი ამილახვარი (ამილახორი) ივანე გივის ძე 1829-1905წწ გენერალ ადიუდანტი, წარმ.სოფ. ჭალა კასპი ქართლი

1829-1905 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ამილახვარი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

307       ბეჭდვა

ამილახვარი (ამილახორი) ივანე გივის ძე 1829-1905წწ გენერალ ადიუდანტი, წარმ.სოფ. ჭალა კასპი ქართლი

ამილახვარი (ამილახორი) ივანე გივის ძე (6 იანვარი1829-29 აგვისტო 1905) თავადი, კავალერიის გენერალი (1896), გენერალ-ადიუტანტი (1901),


1893-97 კავკასიის I საარმიო კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1877) და „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები (1899); მეფის ერთგული გენერალი და ქართულ სიძველეთა რესტავრატორი ივანე ამილახვარი (Амилахори, Амилахвари, Амилохваров) დაიბადა 1829 წლის 6 იანვარს ქვემო ჭალაში (კასპის რაიონი). მშობლები: გივი (ეგორ) ბარძიმის ძე ამილახვარი (1810–1877) და ანასტასია ლუარსაბის ასული ქსნის ერისთავი (1809–1886).



ივანე ამილახვარი იყო სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, 1879 წლიდან „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი და წევრი (1879-1905), არაერთი ბრძოლის მონაწილე, გამორჩეული არაჩვეულებრივი სამხედრო ნიჭითა და სიმამაცით, რუსეთის იმპერატორებთან დაახლოებული პირი.

ივანე ამილახვარმა ზოგადი განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში, სადაც დაამთავრა ექვსი კლასი, ხოლო სამხედრო სამსახური დაიწყო 1850 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში პრინც ვირტენბერგელის ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. იგი განუწყვეტლივ იღებდა მონაწილეობას იმ ომებში, რომელთაც მეფის რუსეთი აწარმოებდა კავკასიაში.


1852 წელს ივანე ამილახვარმა მიიღო პრაპორშჩიკის ჩინი. 1853 წლიდან იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. 1854 წელს მონაწილეობდა აჭარაში მოქმედ ანდრონიკაშვილის რაზმში და განსაკუთრებით ისახელა თავი ჩოლოქთან, სადაც განადგურებულ იქნა სელიმ–ფაშას ჯარები. მან შეადგინა და გაწვრთნა ქართველ ცხენოსან მოხალისეთა რაზმი, რომელმაც მთლიანად ამოჟლიტა ოსმალთა ბატალიონი. ასეთი ერთგული სამსახურისთვის დაიმსახურა შტაბს–კაპიტნის წოდება და ჯილდოს ჯილდოზე იღებდა მეფის მთავრობისგან.

1853–1856 წლებში, ყირიმის ომის დროს კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა სოფელ ბაინდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბაშკადიკლართან ბრძოლაში, სადაც ფეხქვეშ ცხენი მოუკლეს, მაგრამ მან ხმლით გაიკაფა გზა თავისი ესკადრონისკენ.


ბრძოლებში გამოჩენილი თავდადებისა და მამაცობისთვის ივანე ამილახვარს 1857 წელს მიენიჭა კაპიტნის, 1859 წელს მაიორის, 1861 წელს პოდპოლკოვნიკის, ხოლო, 1864 წელს პოლკოვნიკის ჩინი და დაინიშნა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის მეთაურად.

1871 წელს რუსეთის იმპერატორმა ივანე ამილახვარი გაგზავნა გერმანიაში ვირტემბერგის მეფისათვის ნიჟეგოროდის პოლკის შეფობის 25 წლის იუბილეს მისალოცად. აქ ყოფნისას მან მოინახულა პარიზის ამღები გერმანიის ჯარი და თავისი ახოვანებით გერმანიის იმპერატორის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.


კავკასიაში დაბრუნების შემდეგ რუსეთის იმპერატორმა ივანე ამილახვარი აირჩია თავის ფლიგელ–ადიუტანტად, პოლკის 200 წლისთავზე. განსაკუთრებულ ჯილდოთა გარდა, აღუდგინეს მისი გვარის ძველი სახელწოდება – ამილახორი. 1873 წლის 30 აგვისტოს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. ერთი წლის შემდეგ ჩაირიცხა მეფის ამალაში.


ივანე ამილახვარმა თავი გამოიჩინა 1877–1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში. მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვა.

1883 წელს ივანე ამილახვარმა  მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი, 1896 წელს კავალერიის გენერლის, ხოლო 1901 წელს გენერალ-ადიუტანტის საპატიო წოდება. 


1886 წელს მეფის მთავრობამ განიზრახა ჩეჩნეთში კომლობრივი აღწერა და ამ ნიადაგზე ხალხში მოხდა მღელვარება. ივანე ამილახვარს დაევალა მდგომარეობის ჩაწყნარება და მან თავისი ტაქტით შეძლო ხალხის დამშვიდება და აღწერაც შეუფერხებლად ჩაატარა.

1893–1897 წლებში ივანე იყო კავკასიის არმიის კორპუსის მეთაური, ხშირად ასრულებდა კავკასიის არმიის მთავარსარდლის მოვალეობას.

ივანე ამილახვარს გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები ჟურნალ „Кавказский сборник“–ში (1908-1909, т.26-29. ავტორიზებული თარგმანი ქართულიდან). ეს მონათხრობი შეიცავს საინტერესო ცნობებს ეპოქისა და იმ ბრძოლების ირგვლივ, რომლებშიც ამილახვარს მიუღია მონაწილეობა. მასში უხვადაა საგულისხმო მასალა ამილახვარის თანამებრძოლების - კ. მამაცაშვილის, გრიგოლ, ზაქარია და ილია ორბელიანების, მალაქია გურიელის და სხვათა, აგრეთვე შამილის შესახებ. მოცემულია მისი კლასობრივი წრის ყოფისთვის დამახასიათებელი უაღრესად საგულისხმო ცნობები და დეტალები.

ივანე ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“ (1859) და მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლით: წმინდა სტანისლავის ორდენი – მე–3 ხარისხის ხმლებით (1856), მე–2 ხარისხის ხმლებით (1864), პირველი ხარისხის ხმლებით (1878); წმინდა ანას ორდენი – მე–3 ხარისხის ბაფთითა და ხმლებით (1861), მე–2 ხარისხის იმპერატორის გვირგვინით (1870), პირველი ხარისხის ხმლებით (1878); თეთრი არწივის ორდენი (1886); წმინდა ვლადიმერის ორდენი – მე–4 ხარისხი (1873), მესამე ხარისხის ხმლებით (1878), მე–2 ხარისხის ( 1882), პირველი ხარისხის (1902); წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი (1893); ლომისა და მზის პირველი ხარისხის სპარსული ორდენი (1879) და სხვ.

ივანე ამილახვარი იყო დიდი ქველმოქმედი, მრავალი სიკეთის გამკეთებელი თანამემამულეებისთვის, მათ შორის, მშობლიური გორის მაზრის გლეხობისთვის. როგორც შეძლებულმა და მსხვილმა მემამულემ თავის და მეზობელ სოფლებში გაიყვანა გზები, გახსნა სკოლა სასოფლო–სამეურნეო განხრით, მოაწყო თავის სახლში აფთიაქი და პატარა ამბულატორია, მოიწვია გამოცდილი ფერშალი, რაც იმდროინდელ სოფელში იშვიათობა იყო.

ამასთანავე, ივანე ამილახვარი ზრუნავდა ქართული სიძველეების განახლება-რესტავრაციაზე და ამ საქმეზე არ ზოგავდა არც დროს და ენერგიას, არც ფულსა და შეძლებას. მისი განახლებულია სამთავისის ტაძარი, გორისჯვრის ციხე და ეკლესია, მშობლიურ სოფელ ქვემო ჭალაში ააგო წმ. მარინეს სახელობის ეკლესია, მხურვალე მონაწილეობას იღებდა გორის ხიდის აგებაში და ა.შ. 

ივანე ამილახვარი დაქორწინებული იყო ანა (ანეტა) ალექსანდრეს ასულ ერისთავზე (1848–1934). მათ რვა შვილი შეეძინათ – ოთხი ვაჟი (მიხეილი, გივი, ალექსანდრე და კონსტანტინე) და ოთხი ქალი (ნინო, მართა, ელენე, ანასტასია).

1904–1905 წლების რევოლუციური მღელვარების დროს ცარიზმმა, ივანე ამილახვარს, როგორც ტახტის ერთგულებაში არაერთგზის ნაცადს, მიანდო ბაქოს გენერალ–გუბერნატორობა, მერე კი დაავალა გორისა და დუშეთის მაზრების შემოვლა და აგრარულ ნიადაგზე მემამულეთა წინააღმდეგ აჯანყებული გლეხობის დაშოშმინება. ამ მისიის შესრულების დროს იგი გაცივდა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა გორში, 1905 წლის 29 აგვისტოს. დაკრძალულია ქაშვეთის ტაძარში, რომლის მშენებლობაშიც ორგანიზაციულად თუ მატერიალურად მას არსებითი მონაწილეობა ჰქონდა მიღებული.

Амилахори (Амилахвари, Амилохваров) Иван Гивич (Егорович), князь  (26.01.1829 – 29.08.1905)
            генерал-майор с 30.08.1873
            генерал-майор свиты Е.И.В. с 30.08.1874
            генерал-лейтенант с 15.05.1883
            генерал-адъютант с 1891
            генерал от кавалерии с 1896

http://www.nplg.gov.ge/emigrants/en/00000514/

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%BC%D0%B8%D0%BB%D0%B0%D1%85%D0%BE%D1%80%D0%B8,_%D0%98%D0%B2%D0%B0%D0%BD_%D0%93%D0%B8%D0%B2%D0%B8%D1%87




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.02.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0