სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ალექსანდრე დადეშქელიანი 1828-87 გენერალ მაიორი დაბ. ფარი მესტია სვანეთი ალექსანდრე დადეშქელიანი 1828-87 გენერალ მაიორი დაბ. ფარი მესტია სვანეთი ალექსანდრე დადეშქელიანი 1828-87 გენერალ მაიორი დაბ. ფარი მესტია სვანეთი

1828-1887 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი დადეშქელიანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

408       ბეჭდვა

ალექსანდრე დადეშქელიანი 1828-87 გენერალ მაიორი დაბ. ფარი მესტია სვანეთი

დადეშქელიანი (დადიშკილიანოვი) ალექსანდრე მიხეილის ძე (1828-87), თავადი, გენერალ-მაიორი


(1874);ალექსანდრე (ბექირბი) დადეშქელიანი - გენერალ-მაიორი, პირველი სვანი გენერალი, აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორის ადიუტანტი, ცნობილი ტოპოგრაფი და გეოგრაფი, 1880-1884 წელს იყო კორეაში და აღწერა ამურის მხარე და კორეის ნახევარკუნძული; ძმის გამო, რომელმაც 1857 წელს მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ა. გაგარინი, გადასახლებულ იქნა ციმბირში


Дадишкилиани (Дадешкалиан) Александр Михайлович, князь  (? – ?)
            генерал-майор с 24.08.1874



http://irkipedia.ru/content/dadeshkeliani_aleksandr_mihaylovich

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/108202

ალექსანდრე (ბექირბი) დადეშქელიანი

ალექსანდრე იგივე ბექირბი დადეშქელიანი რუსეთის იმპერიაში პირველი მოგზაური იყო, რომელმაც კორეა მეცნიერულად შეისწავლა და აღწერა.

ქართველი მწერალი იოსებ იმედაშვილი:

"დადეშქელიანი იყო გეოგრაფი, კორეის გეოგრაფიულ-ისტორიული, პოლიტიკური და ეთნოგრაფიულ-ეკონომიური პირველაღმწერი და მისი პირველი ვრცელი რუკის შემდგენელი, სვანეთის უკანასკნელი მთავრის, კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანის ძმა. 1843 წელს ოჯახის მუხანათურად ამოწყვეტის გამო ობლად დარჩენილი, მცირეწლოვანი ალექსანდრე დადეშქელიანი პეტერბურგში გაიგზავნა, სადაც დაამთავრა თავადაზნაურთა სამხედრო სასწავლებელი ოფიცრის ჩინით და ნიჟგოროდის დრაგუნთა პოლკში გამწესდა. 1853 წელს სამშობლოში დაბრუნდა, 1855 წელს რუსეთს გაითხოვეს, მაგრამ არ წავიდა, 1857 წელს მეორედ გაითხოვეს, ქუთაისში ჩასულს ხმალი ჩამოართვეს და თბილისს გაგზავნეს მეფის ნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკისთან, რომელმაც ალექსანდრე დადეშქელიანი სამხედრო ურჩობისათვის სასჯელის მოსახდელად ციმბირის საჯარიმო ათასეულში გაგზავნა. 1880-1884 წლები ალექსანდრე დადეშქელიანმა კორეაში დაჰყო, მოიარა და შეისწავლა მთელი კორეის შორეული სოფლები, პირველმა აღწერა კორეა, პირველმავე შეადგინა მისი ვრცელი რუკა".

დადეშქელიანის მიერ კორეის შესახებ შექმნილი შრომა 1886 გამოქვეყნდა. აღწერილობაში შესულია: კორეის ისტორიის მოკლე მონახაზი, საზღვრები, საზღვაო გზა ნაგასაკიდან ჩემულპოში და კორეის ნახევარკუნძულის შუა სარტყლის აღწერა, სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი, კლიმატი, ფაუნა, ფლორა და სასარგებლო წიაღისეული, მოსახლეობა და საზოგადოებრივი ცხოვრება, სახელმწიფო მოწყობა, ფინანსები და ვაჭრობა, პოლიტიკური გადატრიალებების აღწერა საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით. ეს ჩამონათვალიც კი ცხადყოფს რამდენად სერიზოული შრომა აქვს ჩატარებული დადეშქელიანს და რამდენად კარგად იცნობდა იგი კორეას. თამამად შეიძლება ითქვას რომ ქართველი მეცნიერი იმ დიდ მოგზაურთა და პირველაღმომჩენთა შორისაა, რომელთაც საფუძველი დაუდეს აღმოსავლეთის შორეული ქვეყნების შესწავლას.

დადეშქელიანს წერის მიმზიდველი და ხატოვანი სტილი აქვს. გაეცანით ფრაგმენტს ქალაქ სეულის აღწერილობიდან:

"სეული მდინარე ხანის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული, სამი მხრიდან გრანიტის მაღალი მთებითაა შემოზღუდული, მთები ქალაქისაკენ ციცაბოდ ეშვებიან, ჩრდილოეთი 3500 ფუტი სიმაღლისაა, დასავლეთი და სამხრეთი კი 1700. მიუხედავად იმისა რომ ეს ბუნებრივი სიმაღლენი ქალაქს მიუდგომელ ციხესიმაგრედ აქცევენ, სეული მაინც 20 ფუტის სიმაღლის ქვის გალავნითაა შემოზღუდული. კედელი აშენებულია თლილი ქვისაგან და შეხედვისთანავე ცხადია რომ კარგადაა ნაგები, ის ქალაქს ზღუდავს 20 ვერსტის მანძილზე. უზარმაზარ გალავანს მხოლოდ ოთხი დიდი და ორი მცირე კარიბჭე გააჩნია. ეს ჭიშკრები რკინისაა, რკინისვე ურდულებით და მათ მუდმივად მეფის ჯარისკაცები იცავენ. ჩრდილოეთის კარიბჭიდან სამხრეთისაკენ და აღმოსავლეთის ჭიშკრიდან დასავლეთისაკენ გაწოლილია დიდი, ურთიერთგადამკვეთი ლარივით სწორი გზები. ისინი ქალაქს ოთხი ერთი ზომის ნაწილად ყოფენ. პირველის სიგანე 100, მეორესი კი 50 ფუტია. გზების გადაკვეთა ქალაქის ცენტრსა და სავაჭრო ადგილს წარმოადგენს. აქვე კიდია უზარმაზარი ძველებური ზარი, რომლის ხმაზე იღება და იკეტება ქალაქის ჭიშკრები. ეს უკანასკნელნი დღისით ღიაა და აქედან შესვლა გასვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა საღამოს შვიდიან დილის შვიდამდე ისინი დაკეტილია და მეფის წერილობითი ნებართვის გარეშე ქალაქში შესვლა და გასვლა არავის ძალუძს. ყარაულის მეთაური ვინც თვითნებურად გახსნის ქალაქის რომელიმე ჭიშკარს უთუოდ სიკვდილით დაისჯება".


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.07.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 03.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0