დადიანი ოტია ელიზბარის ძე(15 მარტი 1836-7 ივნისი 1915) თავადი, გენერალ-მაიორი (1891); დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.
ახალგაზრდობიდან იყო სამხედრო სამსახურში; 1877-1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის ომში; მსახურობდა ალექსანდროპოლის (სომხეთი) და ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრების უფროსად; 1881 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება; რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორი (1900).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.254
Дадиани Отия Элизбарович, князь (15.03.1836 – ?)
генерал-майор с 1892