წერეთელი როსტომ გრიგოლის ძე (15 იანვარი 1848-1921), თავადი, გენერალ-მაიორი (1908), 1921 წლის თებერვალში სარდლობდა ვლადიკავკაზ-დარიალის მიმართულების ჯარებს;
სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.
მსახურობდა მე-16 მინგრელსკის გრენადერთა პოლკში. 1905 წელს დროებით მეთაურობდა 44-ე ნიჟეგოროდის (რუსეთი) დრაგუნთა პოლკს. 1905-1908 წლებში მეთაურობდა მე-10 ნოვო-ინგერმანლანდიის ქვეითთა პოლკს. 1908 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან პოლკოვნიკის წოდებით, მუნდირით და პენსიონით. ცხოვრობდა ქ. ქუთაისში. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს, დაბრუნდა ჯარში და დაინიშნა დიდი მთავრინას ოლღა ნიკოლოზის ასულის სანიტარული მატარებლის უფროსად. შედიოდა ნიკოლოზ II-ის უახლოეს გარემოცვაში. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. რუსეთთან ომის დროს 1921 წლის თებერვალში სარდლობდა ვლადიკავკაზ-დარიალის მიმართულების ჯარებს. დაიღუპა ქართული არისტოკრატიის წინააღმდეგ წარმოებულ მასობრივი რეპრესიების დროს. სპარსეთის "ლომისა და მზის" II ხარისხის ორდენი. პოლკოვნიკი (1905), ქართველი გენერალ-მაიორი (1914).
წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.97
როსტომ წერეთელი ვაჟიშვილებთან ერთად, პეტრე როსტომის ძე წერეთელი, იოსებ (ბუკა) როსტომის ძე, წერეთელი, დავით როსტომის ძე წერეთელი, ლევან როსტომის ძე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1903 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
- 1903 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
- 1898 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი