სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
დავით ნიჟარაძე (ნიჟერაძე) ოტიას ძე 1853-1922წწ გენერალ მაიორი დაბ. სოფ. ოფშვიკეთი წყალტუბო დავით ნიჟარაძე (ნიჟერაძე) ოტიას ძე 1853-1922წწ გენერალ მაიორი დაბ. სოფ. ოფშვიკეთი წყალტუბო დავით ნიჟარაძე (ნიჟერაძე) ოტიას ძე 1853-1922წწ გენერალ მაიორი დაბ. სოფ. ოფშვიკეთი წყალტუბო დავით ნიჟარაძე (ნიჟერაძე) ოტიას ძე 1853-1922წწ გენერალ მაიორი დაბ. სოფ. ოფშვიკეთი წყალტუბო

1853-1922 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ნიჟარაძე სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

410       ბეჭდვა

დავით ნიჟარაძე (ნიჟერაძე) ოტიას ძე 1853-1922წწ გენერალ მაიორი დაბ. სოფ. ოფშვიკეთი წყალტუბო

ღირსეული ნიჟარაძეები

ნიჟარაძე (ნიჟერაძე) დავით ოტიას ძე (18.09.1853-1922), თავადი, გენერალ-მაიორი (1916);


დავით (დათა) ოტიას ძე ნიჟარაძე (დ. 18 სექტემბერი1856, სოფ. ოფშკვითი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, — გ. 27 დეკემბერი1922) — თავადი, ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1914). წლების მანძილზე იყო დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი (მარშალი).



ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა უკანასკნელი წინამძღოლი(1910-1919), რომელსაც დათა ნიჟარაძის სახელით მოიხსენიებდნენ. იბრძოდა მენშევიკური მთავრობისა და გერმანელი ინტერვენტების წინააღმდეგ. უნიჭიერესი და გონებამახვილი პიროვნება, დიდი ეროვნული მოღვაწე, მამულიშვილი, კარგი ორატორი. მის საზოგადოებრივ მოღვაწეობის ნუსხაში შედის ქუთისის ქართული გიმნაზიის ორსართულიანი შენობის აგება;


მისი დამსახურებაა ასევე საქართველოდან რუსეთის სამხერო სამსახურში ახალგაზრდობის გასაწვევთა რიცხვის შემცირება. 1905 წელს სამაზრო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. იყო ასევე, იმერეთის თავად-აზნაურთა ბანკის ხელმძღვანელი, რომელიც არაერთ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული; ქართული გალობის მოყვარულთა წრისა და ქართული გალობის აღმადგენელი საზოგადოების გამგეობების თავმჯდომარე; გენერალ კოტე აფხაზთან ერთად გადასცა ქართველ ერს თავადაზნაურთა ქონება: 42 მლნ მანეთი. 1916 წელს დაინიშნა მეფისნაცვლის საგანგებო მინდობილებათა გენერლად.

https://nobility.pro/ru/statya/632-nizharadze-david-otievich.html


განათლება შინ მიიღო. მოხალისედ მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878) სამურზაყანოს ირეგულარული ცხენოსანი პოლკის რიგებში. 1883-1890 წლებში მსახურობდა ქუთაისის გუბერნიის მე-4 სამხედრო-საცხენოსნო უბნის უფროსად. 1888-1891 წლებში არჩეული იყო ქუთაისის მაზრის თავადაზნაურობის დეპუტატად. 1891-1894 წლებში იყო ქუთაისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლის (მარშლის) მოვალეობის შემსრულებელი, 1894-1914 წლებში — ქუთაისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი (არჩეული იყო შვიდგზის).


ამავდროულად, 1894-1911 წლებში იყო ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის (მარშლის) მოვალეობის შემსრულებელი, 1914-1917 წლებში — ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. თავადაზნაურობის წინამძღოლის თანამდებობაზე ყოფნისას ნიჟარაძის თაოსნობით და ხელშეწყობით ააგეს ქუთაისის ქართული გიმნაზიის ორსართულიანი შენობა, შემცირდა საქართველოდან რუსეთის სამხედრო სამსახურში გასაწვევი ახალგაზრდების რიცხვი. როგორც იმერეთის თავადაზნაურთა ბანკის თავმჯდომარე, არაერთ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული. ასვე თავმჯდომარეობდა ქართული გალობის მოყვარულთა წრისა და ქართული გალობის აღმდგენელი საზოგადოების გამგეობებს. იდგა ეროვნულ პოზიციებზე, რის გამოც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ ალექ­სეი სმაგინთანაც იყო დაპირისპირებული.


I მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს მილიციის პოლკოვნიკის ჩინით ნიჟარაძე სათავეში ედგა ქუთაისის ქართულ დრუჟინას და „ჭოროხის რაზმის“ შემადგებლობაში მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ოსმალეთის ფრონტზე. 1916 წლიდან ასრულებდა კავკასიის მეფისნაცვლის საგანგებო მინდობილობათა გენერლის მოვალეობას. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ნიჟარაძის თავმჯდომარეობით დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულომ 1917 წლის 8 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ქართველ ერს გადასცა საკრებულოს ქონება (ქუთაისის ქართული გიმნაზია თავისი შენობებით, სენაკის სკოლა თავისი შენობებით და თავადაზნაურობის ბანკი). ამავე დროს მსგავსი ნაბიჯი გადადგა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ კოტე აფხაზის ხელმძღვანელობით. ნიჟარაძე დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა სახელით სიტყვით მიესალმა 1917 წლის 19-24 ნოემბერს მოწვეულ პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობას. დაჯილდოებული იყო IV ხარისხის სამხედრო ორდენის წარჩინების ნიშნით (1877), წმ. ანას II (1899), წმ. სტანისლავის II (1895), წმ. ვლადიმერის IV (1915) და III (1916) ხარისხის ორდენებით, მედლებით.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97_%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 04.08.2023
სულ რედაქტირებულია 7





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0