ნინო ნიჟარაძე 1945
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის კინომხატვრობის განყოფილება 1971 წელს.
1974-1880წწ. იყო ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის სპეცსაგნების მასწავლებელი; 1981-1986წწ. ბათუმის თოჯინების თეატრის მთავარი მხატვარი და მხატვრის სახლის მთავარი მეთოდისტი; 1986 წლიდან ბავშვთა ხელოვნების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1995 წლიდან აჭარის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი. შექმნილი აქვს გრაფიკული სერია "ძველი თბილისი"(1972), "თეატრი", ფერწერული ტილო "1942 წელი". ჰქონდა გამოფენები ჩეხეთში, პოლონეთში, რუსეთში, თურქეთში.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 257
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- აჭარის კულტურის ფონდი, წევრი
- თეატრალური საზოგადოების აჭარის განყოფილების გამგეობა, წევრი
- საერთაშორისო საზოგადოება"საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" აჭარის რეგიონული განყოფილება , გამგეობის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1995 - აჭარის კულტურის სამინისტროს სიგელი
- 1995 - აჭარის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი
- 1994 - საქართველოს თეატრალური საზოგადოების ჯილდო, საუკეთესო სცენოგრაფიისათვის
- 1982 - რუმინული დრამატურგიის ფესტივალის I ხარისხის დიპლომი, სპექტაკლისათვის "მზის სხივი"