სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11451

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ნიჟარაძე ები მონოგრაფია დაამუშავა თეკო ნიჟარაძემ ნიჟარაძე ები მონოგრაფია დაამუშავა თეკო ნიჟარაძემ
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი ნიჟარაძე სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

ნიჟარაძე ები მონოგრაფია დაამუშავა თეკო ნიჟარაძემ

         ისე,როგორც  არავინ  იცის  ზუსტად  როდის  დაიწყო  ცხოვრება  უშგულში,არც  ისაა  ცნობილი  თუ  რა  სახის  სწვლა-განათლების  კერები  იყო იქ,თუმცა  ერთი  ცხადია  გაუნათლებელი  და  უცოდინარი  ადამიანები  უშგულის  საყდრებსა  და  სახლ-კოშკებს  ნამდვილად ,ვერ  ააშენებდა,ვერც  საყდრებს  მოხატავდნენ,ვერც  წარწერებს  გააკეთებდნენ და  ვერც  ცხოვრების  დიქტატორულ  და  დემოკრატიულ  წესებს  შექმნიდნენ.ფაქტია,რომ  არსებობდა  რელიგიური  და  ხალხური  პროფესიული  განათლების  და  აღზრდის  ფორმები.ჩვენამდე  არ  არის  მოღწეული  ბევრი  რელიგიური  თუ  საერთო  სახის  დოკუმენტი,რომელნიც  იქმნებოდა  საუკუნეების  განმავლობაში.ზოგი  დრო-ჟამის  მსხვერპლი  გახდა,ზოგი  სარწმუნოებრივი  ბრძოლისა,ზოგიც  გაიტაცეს თუ  მოიპარეს  და  რაც  ომის დროს  გადაურჩა    რუსულმა  მმართველობამ,თვითმპყრობელურმა  რეჟიმმა  გაანადგურა  ბოლო  200  წლის  განმავლობაში.და  მაინც  უშგულელთა  მტკიცე  ნებისყოფითა  და  ბრძოლისუნარიანობით  გადარჩა  საკმაოდ  ღირებული  საეკლესიო  ხატ-ჯვარი,რომლის  რაოდენობა  100-ს  სცილდება.

          ისტორიული წყაროები  ქრისტიანობის  სვანეთში  გავრცელების  შესახებ  არაა აღმოჩენილი.ვარაუდობით  ქრისტიანობა  სვანეთში  გაცრცელდა  პირველ  საუკუნეშივე  ანდრის  პირველწოდებულის  მეშვეობით.მაგრამ  როგორც  შემდგომ  საუკუნეებში  სჩანს  ეს  სარწმუნოება  მყარად  არ  იყო  ფეხმოკიდებული  მთელ  საქართველოში  წმინდა  ნინოს  შემობრძანებამდე.სვანეთში,რომ  ქრისტიანული  მოძღვრება  განსაკუთრებით  განმტკიცდა  მე-12,მე-13  საუკუნეებში  დავით  აღმაშენებლისა  და  თამარ  მეფის  დროს  ამის  დასტურია  დავით  აღმაშენებლის  მხატვრის  თეოდორეს  მიერ  საყდრების  მოხატვა  უშგულიდან  7  კილომეტრში-იფარში  და  უშგულში.სამწუხაროდ  ბევრი  რამ  განადგურდა,მაგრამ  ჩვენამდე  შემოგვრჩა  მუყმერის  მაცხოვარი  მე-11  საუკუნეში  მეორედ  მოხატული,ჩაჟაშის  მაცხოვარი  მე-12  საუკუნეში  მოხატული  და  „ლამარია“.გადმოცემით  დანარჩენი  საყდრებიც  მოხატული  ყოფილა,მაგრამ   ამჟამად  წაშლილია.

               რუსების  საქართველოში  გაბატონების  დროს  1840-იან  წლებში  სვანეთი  და  რა თქმა  უნდა  მათ  შორის  უშგულიც  მთლიანად  მოწყდა  დანარჩენ  საქართველოს.თუ  არ  გავითვალისწინებთ  ცალკეულ  ბარის  ქართველ  პატრიოტთა  გმირულ-ეროვნულ  მოქმედებას.ასეთი  პატრიოტი  და  განმანათლებელი  იყო   იმერეთის  ეპისკოპოსი  გაბრიელი(გერასიმე  ქიქოძე)

               ეპისკოპოსი  მიხვდა  მთის  გასაჭირს  და  სამჯერ  იმოგზაურა  სვანეთის რთულ  და  მიუვალ  გზებზე,ავიდა  უშგულამდე  და  იქიდან  წამოიყვანა  სასწავლად  სამი  პერსპექტიული და  იმედის  მომცემი  ახალგაზრდა:  ბესარიონ(გუა), გაბრიელ(ზაურბეგ)  და   გიორგი  ნიჟარაძეები.1876  წელს  ჩარიცხა  ქუთაისის  სასულიერო  სემინარიაში  და  ქრისტიანობის  გამავრცელებელ  საზოგადოებას   სტიპენდია  დაანიშნინა.

       ოთხწლიანი  სწავლის  შემდეგ  ეპისკოპოსის  დახმარებით  ბესარიონმა  თბილისში  განაგრძო  სწავლა  სასულიერო  სემინარიაში,გაბრიელმა  ყუბანის  სამასწავლებო  სასწავლებელში,  ხოლო  გიორგიმ  დაამთავრა  თუ  არა  ქუთაისის  სემინარია  დაუბრუნდა  მშობლიურ  უშგულს  და  მღვდლად  ეკურთხა.

      ბესარიონის,გიორგისა  და  გაბრიელის  გავლენით  უშგულში  გაჩნდა  მიდრეკილება  სწავლა-განათლებისადმი-აი  რას  წერს  გაზეთი  ცნობის  ფურცელი,1904  წელი:“სვანი  ისეთი  მოწადინებულია  სწავლას,რომ  თავის  ქონების  ნახევარს  მოგცემთ  ოღონდ  შვილი  სადმე  მიაღებინეთ  სასწვლად.“

 ბესარიონ  ნიჟარაძე.

          ბესარიონი   დაახლოებით  ხუთი  წელი  სწავლობდა  და  შემდეგ  დიდი  ქართველი  მოღვაწის  ილია  ჭავჭავაძის  რჩევით  სვანეთში  წამოვიდა.“ბესარიონ  თუ  საქართველო  ოდნავ  მაინც  გიყვარს  სვანეთში  უნდა  წახვიდე და  იქიდან  ამოგვიდექი  უღელში.-ო  ‘’  -სწერდა  ილია.და  ბესარიონმაც  ბრწყინვალედ  შეასრულა  დიდი  მოძღვრის  დარიგება-თხოვნა.ის  მუშაობას  იწყებს  სვანეთის  საბოქაულოში.ერთი  წლის  შემდეგ  მღვდლად  აკურთხა  გურია -სამეგრელოს  ეპისკოპოსმა  გრიგოლმა.მთელი  ამ  ხნის  განმავლობაში    და   შემდგომაც  ის  ეწეოდა  სამწერლო  მოღვაწეობას,სხვადასხვა  სახის  წერილებს  უგზავნიდა  მაშინდელ  ჟურნალ-გაზეთებს   ,რედაქციებს  დასაბეჭდად  .ამასთან  ერთად  ბესარიონი  მასპინძლობას  უწევდა  სვანეთში  ჩამოსულ  ქართველ  და  უცხოელ  მეცნიერ-მკვლევარებს   და  თვითონაც  

მათთან  ერთად  მოგზაურობდა  სამხრეთ  და  ჩრდილო  კავკასიაში,ფეხით  შემოუვლია  თითქმის  მთელი  კავკასია,რაც  თავის  წერილებში  აღწერა  და  ძვირფასი  მასალა  დაუტოვა  შემდგომ  თაობებს.


ბესარიონ  ნიჟარაძე(თავისუფალი  სვანი)


          ბესარიონ  ნიჟარაძის  აღმოჩენილია  ცნობილი    „ჰადიშის  ოთხთავი“  1895  წელს,ხოლო  1904  წელს  გამოაქვეყნა  მისი  აღწერილობა,მრავალი  ხელნაწერი  თუ  წარწერა.მან  განადგურებას  და უცხოელთა  ხელში  მოხვედრას  გადაარჩინა  მრავალი  წერილობითი  ძეგლი  თუ  საყურადღებო  ნივთი.გამოცემულია  წიგნად  ბესარიონ  ნიჟარაძის  მიერ  ჩატარებული  ეთნოგრაფიული  კვლევები სადაც  ზედმიწევნითაა  შესწავლილი  და  გაანალიზებული  სვანების  წეს-ჩვეულებები  და  ადათ-წესები.სვანური   ადათობრივი  სამართლის  გამოჩენილმა  მკვლევარმა  მიხეილ  კეკელიამ  ბესარიონ  ნიჟარაძეს  -„სვანეთის  სულხან-საბა „  უწოდა.

„ბესარიონ  ნიჟარაძე  ბურჯი  იყო  სვანეთისა-ბრძანებს  აკაკი  შანიძე-მისი  ამაგი  უდავოდ  დიდია  ამ  მშვენიერი  კუთხის  წარსულისა  და  მისი  თანამედროვე  აწმყოს  შესწავლაში“. 

       მიუხედავად  იმისა,რომ  ბესარიონი  უშგულელი  იყო  მას  უშგულში  მასწავლებლად  არ  უმუშავია  და  არც  სკოლა არ  გაუხსნია  ,როგორც  სჩანს  გარემოება  არ  იძლეოდა  ამის  საშუალებას,მაგრამ  მისი  ურთიერთობა  მშობლიურ  სოფელთან  მაინც  საგანმანათლებლო  გავლენას  ახდენდა,ამასთან  მან  სასწავლად  წაიყვანა  თავისი  ძმისშვილი  ივანე  ნიჟარაძე,რომელსაც  საყურადღებო  მუშაობა  აქვს  ჩატარებული,როგორც  ლექსიკოგრაფიაში  ასევე  პედაგოგიურ  სფეროში.

              1910  წელს ლეჩხუმსა  და  სვანეთში  წმინდა  ექვთიმე  თაყაიშვილი  მოგზაურობდა  მას  მესტიაში  მამა  ბესარიონი  დახვდა.მის  მიერ  სვანეთის  სხვადსახვა  კუთხეში  ნაპოვნი  ხელნაწერი  წმინდა  ექვთიმე  თაყაიშვილს  უჩვენა.წმინდა  ექვთიმემ  მამა  ბესარიონის  სახლში 15  ხელნაწერი  აღწერა. მათ შორის  „დიდი  კანონი  იერუსალიმის  ეკლესიისა“,რომლის  11  მინაწერი   წმინდა  ექვთიმე  თაყაიშვილს  ამოუკითხავს ასევე  ადიშის  სახარების  მე-9  საუკუნის  ხელნაწერი.მესტიის  ერთი  ხატის  აღწერასთან  დაკავშირებით  წმინდა  ექვთიმე  აღნიშნავს: "ეს  ხატი ჩვენ  იქ  არ  გვინახავს, მაგრამ  შემდეგ  მამა  ბესარიონ  ნიჟარაძემ  ტფილისში  მოგვიტანა პატარა  ვერცხლის  მოოქროვილი  ფირფიტა,რომელიც  ეჭვს  გარეშე  შეადგენდა  ზედაპირს  პატარა  სახარების  ყდისა.“


     მამა  ბესარიონ  ნიჟარაძე  „თავისუფალი  სვანის“  ფსევდონიმით  წერდა  იმდროინდელი  პრესის  ფურცლებზე.

       ბესარიონ   ნიჟარაძეს  ჰყავდა სამი  შვილი:ციცინო,რაფიელი  და  ბიძინა.ბიძინა  ადრე  გარდაიცვალა,რაფო  აკაკი  შანიძესა  და  კონსტანტინე  გამსახურდიასთან  ერთად   გერმანიაში  სწავლობდა.მეგობრები  იყვნენ  ბოლომდე.მეუღლეც  გერმანელი ჰყავდა. როდესაც  რაფიელმა უცხოური  განათლების  რეალიზაცია  დაიწყო  თბილისში  30-იან  წლებში  მას  და  მის  გერმანელ  მეუღლეს  ხალხის  მოღალატის  იარლიყით  ციმბირში  ამოუკრეს  თავი,სადაც  მეუღლე  დაეღუპა ,თვითონ  კი  20  წლის  შემდეგ 1957 წელს ნაწამები  და  გაუბედურებული  დაბრუნდა.ერთი  ეპიზოდი  მისი  ნაამბობიდან :“ჩამოვედი  თბილისში,ჩემს  სახლში  ალბათ  სხვას  შეასახლებდნენ,არ  ვიცოდი  სად  წავსულიყავი,გავედი  რუსთაველზე ,მოულოდნელად  შემომხვდა  მამაკაცი  და   თვალი-  თვალს  მოხვდა,მან  გაიარა,უცებ  შემობრუნდა  და  ისევ  შემომხედა,კარგად ,რომ  დამაკვირდა  აფორიაქდა,გაოცებული  მეუბნება-რაფო  შენა  ხარ?გადამეხვია  და  მეუბნება-პირველი  კაცი  შენა  ხარ  ვისთანაც  ბოდიშს  ვიხდიო,რომ  როცა  დაგაპატიმრეს  ვერ  გინახულე და  ვალიც  ვერ  დაგიბრუნეო,რადგან  რომ  მოვსულიყავი  მეც  დამაპატიმრებდნენო.ეს  კაცი  იყო  კოწია  გამსახურდია.წამიყვანა  სახლში,ცოტა  ხანში  პავლოვის  ქუჩაზე  ერთოთახიან  ბინაში  შემასახლა“.

  მოგონება....

     (    *****  მინდა  გავიხსენო  ბებიას  მონათხრობი,  ტკბილად  იხსენიებდა  კუკური  ბიძიას(ასე  ეძახდნენ შინაურები)თბილი,მოსიყვარულე ,განათლებული პიროვნება იყოო. ერთ  დღეს  ბაზრიდან  მოვედი  დატვირთულიო - ყვება  ბებია,სახლში  კუკური  ბიძია  დამხვდა.თბილად  მომიკითხა,შემიქო  დიასახლისობა  და  ასე  დასძინაო.ქართველი  ქალი  ყოველთვის  პირველია  ოჯახის  საქმეში,ძლიერი,ერთგული  და  ამტანი თუმცა ერთი  შენიშვნა  მომცაო.გერმანელი  ქალი  ბაზრიდან  ძალიან  დატვირთულიც ,რომ  მოვიდეს    წარმოუდგენელია   პატარა  კონა  თაიგული  ,რომ  არ  წამოიყოლოს ინტერიერის  გასალამაზებლადო.(მას  ხომ  მეუღლე  გერმანელი  ჰყავდა)(დღემდე  მახსოვს  ეს  სიტყვები  ,რაოდენ  მნიშვნელოვანია  ქალბატონმა  ყველაფერთან  ერთად  ყოველთვის  პატარა  ნიშა  ესთეტიკასაც,რომ  დაუთმოს.)

   მეორე  სემინარიელი  ეს  იყო  გაბრიელ  ნიჟარაძე.1873  წელს  უფროს  ძმას  გორვაშს  უღელტეხილზე  გაუცილებია  13  წლის  ყმაწვილი  ზაურ-ბეგი(შემდგომში  გაბრიელი),მას  სამი  წლის  განმავლობაში  წერა-კითხვა  შეუსწავლია  იფარის  თემის  „ფეხის  მონასტერში“  ბერ  თეოფანე  კორძაიასთან.9  დღის  განმავლობაში  უმოგზაურია  მას  ქუთაისამდე ,დიდი  წვალებითა  და  გაჭირვებით  ჩაუღწევია  ქუთაისში.მას  უკითხია  გაბრიელ  ეპისკოპოსი  და  მისულა  არქიელის  გორაზე.გაბრიელ  ეპისკოპოსის  განკარგულებით  ის  ჩაურიცხავთ  სასულიერო  სასწავლებელში,მოუნათლავთ  და  დაურქმევიათ  ზაურბეგის  ნაცვლად  გაბრიელი.ეპისკოპოსმავე  დაანიშნინა  მისთვის  გადიდებული  სტიპენდია.სასწავლებლის  დამთავრების  შემდეგ  ეპისკოპოსმა  აღძრა  შუამდგომლობა  ყუბანის  სამასწავლებლო  სემინარიის  წინაშე  გაბრიელ  ნიჟარაძის  ჩარიცხვის  შესახებ,რაც  დაკმაყოფილდა,1879  წელს  გაბრიელმა  ეს  სემინარია  დაამთავრა.ყუბანში  ის  სწავლობდა  ,როგორც  კავკასიაში ქრისტიანობის  აღდგენის  საზოგადოების  სტიპენდიანტი  და  შესაბამისად  გაბრიელი  სამუშაოდ  უნდა  გაეგზავნათ  ამავე  საზოგადოების  სვანეთის  სკოლაში,მაგრამ  იმ  დროს  იქ  არავითარი  სკოლა  არ  არსებობდა.ამიტომ  ის  გაიგზავნა  1879  წელს  სოხუმის  განყოფილების  ოქუმის  სკოლაში მასწავლებლად,შემდეგ  სოხუმის  მთიელთა  სკოლაში  მასწავლებლობდა.სადაც  წაიყვანა  სასწავლებლად  ახლობელი  ივანე  თედორეს  ძე  ნიჟარაძე,შემდგომში  ცნობილი  ლინგვისტი,ივანე  ჯავახიშვილის  პეტერბურგის  სტუდენტობის  მეგობარი.

       1891  წელს  მისი  მეცადინეობით  გაიხსნა  სვანეთში  სკოლები:მესტიის,მულახისა  და იფარის  თემებში.გაბრიელ  ნიჟარაძე  მასპინძლობას  და  მეგზურობას  უწევდა უცხოელებს.1886  წელს  ის  ახლდა  ინგლისელ  დუგლას  ფრეშფილდს  და  ცნობილ  იტალიელ  ფოტოგრაფს  ვიტორიო  სელას.ფრეშფილდმა  ორი  წიგნი  გამოაქვეყნა,რომელიც  მადლობის  წერილით  გამოუგზავნია  1899   წელს  გაბრიელისათვის.

            გაბრიელმა  წაიყვანა  სასწავლებლად  ნათესავი   ივანე  თედორეს  ძე  ნიჟარაძე,რომელმაც  1903  წელს  ივანე  ჯავახიშვილთან  ერთად  დაამთავრა  პეტერბურგის  უნივერსიტეტი,მოღვაწეობდა  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში  ლექტორად.არის  ძველი  ბერძნული  ენის  სახელმძღვანელოს  ავტორი.ივანე  ნიჟარაძე  იყო  წმინდა  ექვთიმე  თაყაიშვილის  ქვისლი,მისი  მეუღლე  იყო  ნინო  პოლტორაცკაიას  და  ანა.

            ფრიად  საინტერესოა  ივანე  ნიჟარაძისა  და  დიდი  ქართველი  ისტორიკოსის  ივანე  ჯავახიშვილის  მიმოწერა:

       1902  წლის  22  ივნისს  ივ.ჯავახიშვილი  წერილს  უგზავნის  მის  მეგობარს  ივანე  ნიჟარაძეს.ეს  წერილი  მაღალი  მეგობრობის  დადასტურებაა.ის  ამხნევებს  მეგობარს,რომ  სადიპლომო  გამოცდის  ჩაბარებაში  სიძნელეს  დაძლევდა  და  „მე  და  ნიკო  მარიც  მალე  ჩამოვალთ  სინას  მთიდან და  რაიმეს  გავაწყობთო.თან  ურჩევს  ,რომ  ამ  ზამთარს  დარჩეს   პეტერბურგში,რომ  მეცადინეობის  საშუალება  ჰქონდეს

,ვინაიდან  თუ  გიმნაზიის  მასწავლებლად  იმუშავებს  გაუჭირდება  გამოცდისათვის  მზადება.ასევე  ურჩევს  უარი  თქვას  ხაზინადარობასა  და  საღამოების  გამართვის  კომისიის  წევრობაზე,რადგან  მეცადინეობისათვის  დრო  არ  ექნება.

             1903  წლის  4  თებერვალს  ივ.ჯავახიშვილი  პეტერბურგიდან  ივანე  ნიჟარაძეს  სწერს   „ჩემო  ძვირფასო  ვანო“,მცხვენია,როცა  ვკითხულობ  შენს  წერილს  და  თარიღს  ვუკვირდები.შენ  უეჭველია  იმედი  გადაიწყვიტე  და  გგონია  ,რომ  პასუხს  არ  მიიღებ  ჩემგან.დამნაშავე  ვარ,ბოდიშის  მოხდა ჩვენში,როგორც  გახსოვს,აკრძალული  გვაქვს,მაგრამ  ბოდიშობითაც  ვერ  ვიმართლებდი  თავს...-ეხლა  ჩემო  ძვირფასო  ვანო  -სვანეთის  შესწავლა  ორმხრივ  შეგიძლიან:ეთნოგრაფიულად  და  ენათმეცნიერების  მხრივ.შენ  იცი  მეგრული,სვანური,ქართული.ამიტომ  ადვილად  შეგეძლო  ქართული  ენაკილოკავების  მეცნიერულად  შედარებითი  შესწავლა  დაგეწყო.ეს  დიდი  ნაკლია  ჩვენთვის.აქამომდისინ  შესწავლილი  არ  გვაქვს  საზოგადო  ბგერათმეცნიერება,სიტყვათა  აგებულება და  სხვა.ვიდრე  ამნაირად  გამოკვლევები  არ  იქნება და  შესწავლილი  ენაკილოკავები,ქართველი  ერის  უძველეს  საზოგადოებრივ  წყობილებაზე  გამოკვლევის  დაწერა  ძნელია.შეიძლება  აგრეთვე  ეთნოგრაფიის  მხრივ  დააკვირდე  სვანეთის  ცხოვრებას  და  შეადარო  დანარჩენ  საქართველოს  ტომთა  მოდგმის  ყოფა-წყობილებას,აგრეთვე,იმ  ცნობებს,რომელნიც  სტრაბონს  აქვს  სვანეთსა,ქართლსა  და  კოლხიდას  შესახებ. 

            

            

            მესამე  სემინარიელი   გიორგი  ნიჟარაძე  ქუთაისის  სასულიერო  სემინარიის  დამთავრების  შემდეგ (1872წელს)   დაუბრუნდა  უშგულს  და  მღვდლად  ეკურთხა.მამა  გიორგიმ  შვილს,მიხეილს  თბილისში  მიაღებინა  განათლება ,მიხას

სემინარიაში  იოსებ  ჯუღაშვილთან(სტალინთან  )ერთად  უსწავლია(დაამთავრა 1900 წელს).  არის  შემორჩრნილი  მოგონება,მონაყოლის  სახით  .  მიდიოდა  ახალგაზრდა მიხეილი  ხიდზე  და  დაინახა,როგორ ესევა  ხალხი    ვიღაცას  და ხიდიდან  გადაგდებას  უპირებენ.ვერ  გაუძლო  ქართველ  ვაჟკაცს  გულმა,რომ  არ  დახმარებოდა  გაჭირვებულ  ადამიანს,გასწი-გამოსწია ხალხი  და  რას  ხედავს  ხიდიდან  მის  თანაკურსელს,სოსოიას(სტალინს)  არ  უპირებენ  გადაგდებას.მიხეილის  ჩარევით  ჯუღაშვილი  გადაურჩა  ხიდიდან  გადავარდნას.გავიდა  წლები,როგორც  ვიცით  დადგა ის  ავადსახსენებელი  რეპრესიების  ეპოქა,ხალხიც  და  სისტემაც რომ  დაუნდობლად  ერჩოდა  პატიოსან   და  ნიჭიერ პიროვნებებს.დაიწყო  დასმენები  და  მიხეილის  ულამაზესი  ვაჟი,გერმანე  მორიგი  სისტემის  მსხვერპლი  აღმოჩნდა.ისე  გადაასახლეს  და  დახვრიტეს  შვილებს  საფლავი რა საკითხავია და  სურათიც კი  არ  შერჩენიათ.და  აი  მაშინ  ჩაილაპარაკებდა  ხოლმეო  დადარდიანებული  უკვე  ხანდაზმული და  ტკივილიანი  მამა  მიხეილი,მიდი  და  გააკეთე  სიკეთე,რითი  დამიფასა,არ  გადამერჩინა  არ  მერჩიაო? მახსენდება  „დათა  თუთაშხიაში“  დათა,რომ  იტყვის.

 მღვდელი  მიხეილ(მიხა)ნიჟარაძე.



        მიხა  ერთ-ერთი  პირველი  მასწავლებელი  იყო  უშგულში,განათლებული  კაცი  იყო  ,მღვდლად  ეკურთხა  და  კარგა  ხანს  მუშაობდა  უშგულში.მისი  შვილიშვილი  იხსენიებს,როგორ  მასპინძლობდა  უშგულში  მწერალ  შალვა  დადიანს.  შალვა  და  მიხეილი  ერთმანეთს  ლათინურ  ენაზე თავისუფლად  ესაუბრობდენენო.დიახ განათლებული  კაცი  იყო  მიხეილი  და  როგორც  სჩანს  მის  სიტყვას  წონაც  და  ფასიც ჰქონდა.რუსების  შემოსვლის,შემოსევის  დროს  1924  წელს  უშგულს  ზაებაზნები  დაუშინეს  ლატფარიდან.რამდენიმე  კოშკს  მოახვედრეს.კოშკებს  ვერაფერი  დააკლო,თუმცა  ამჩნევია.სოფელში  ყრილობა  მოუწვევიათ,თუ  რა  ექნათ,რა  გადაეწყვიტათ.  ხალხს  უთქვამს,ამ  ჯარს  კი  ამოვწყვეტთ,მაგრამ  შემდგომში  ჩვენც  ისე  გვიზამენ  ,როგორც  მეზობელ  ხალდეს  უქნეს,ააფეთქეს  და  მიწასთან  გაასწორესო.სოფელმა მშვიდობიანი  გზა  აირჩია და  გადაუწყვეტიათ  მშვიდობიანი  მოლაპარაკებისათვის  გაეგზავნათ  სამი  კაცი  თეთრი  ბაირაღით ლატფარის  მთაზე,ჯართან  მოსალაპარაკებლად .მოლაპარაკება  შედგა  და  ისინიც  მშვიდობიანად  მოსულან  სოფელში.ამ  დროს  სოფლის  მღვდელი  ყოფილა  მიხა  გიორგის  ძე  ნიჟარაძე . მიხას  წვერი  გაუპარსავს,ანაფორა  გაუხდია.ეს  იყო  ბოლო  მღვდელი ,თუმცა  არაოფიციალურად მას  მერეც  განაგრძო  მღვდლობა.მიხას  მეუღლე  იყო  რაჭის  აზნაურ  ნიკო  ყიფიანის  ასული  ოლღა  ყიფიანი. ჰყავდათ  შვილები  :გერმანე,გალინა,აკაკი,ეკატერინე,ალექსანდრე   და   შურა. 


 ოლღა  ყიფიანი(მარცხნივ)ნიჟარაძისა   დასთან  ერთად.


      მოგონება......

              მესტიის  ცენტრში  დგას  ანაფორიანი  მღვდელი  და  ჩუმად  რაღაცას  ბუტბუტებს,შენობა  იწვის ,კიდევ კარგი  ხალხმა  თავს  უშველა,მღვდელი  კი  დგას  და  ბუტბუტებს.   მამა  მიხაა , ნიჟარაძე  .  იქვე  მდგომებმა  იფიქრეს  ალბათ  ლოცულობსო.მამაო  კი  იმეორებს  :“ღუზალა,ღუზალაო’.  სვანურად  ღუზალა  თურმე  დაიწვას,დაინაცროს  ნიშნავს. იმ  შენობას კი,  რომელსაც  მამაო  დაწვას  და  ჩანაცვრას  უსურვებს  ჰქვია  ყველასათვის  ნაცნობი  სახელი:“შინსახკომი“.ეს  ის  შენობაა   სადაც  უამრავი  ადამიანის  და  ოჯახის  ბედი უკუღმა  დატრიალდა,სადაც   ადამიანებს  ისე  იმეტებენ , როგორც  უსულო  საგნებს  .დიახ  ეს  ის  გარემოა  სადაც  ათასი  ბუნძური  საქმე  იწერება,იფუთება   და  იკერება    სულმოკლე  ადამიანების ხელით    და იმ  საშინელი   რეპრესიული  სისტემის  იდეოლოგიით,რომელსაც  თითქოს  ბოლო  არ  უჩანს.

დიახ  ავადსახსენებელი  1937...........

მერე  რა  ყველა  დიქტატურას  ბოლო  აქვს,დაუსრულებელი  არაფერია.....

დრონი  მეფობენ  და  არა  მეფენიო----ასეც  მოხდა..........


 „უფალი  მეფობს“. ნიჟარაძეების  საგვარეულო  ხატი   .

ნიჟარაძე - გვარის 16 ღვთისმსახური

ნიჟარაძე გიორგი შიოს ძე მღვდელი დაკრძ. უშგული ლამარია

1876-1882წ. მღვდელი სკრა (გორი) წმიდა გიორგის ეკლესია, ღვთიმშობლის ეკლესია

1882წ. მღვდელი სასაში (ჟახუნდერის თემი, ლენტეხი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია

1882-1889წ. მღვდელი ლექსური (ლენტეხი) ღმრთისმშობლის ეკლესია

1889-1912წ. მღვდელი უშგული (მესტია) ღვთიმშობლის ეკლესია

ნიჟარაძე მიხეილ გიორგის ძე მღვდელი დაკრძალულია უშგული (მესტია) ლამარია

1912-1917წ. მღვდელი უშგული (მესტია) ღვთიმშობლის ეკლესია

ნიჟარაძე ნესტორ (მღვდელი) საყულია 1908წ.

ნიჟარაძე  სპირიდონ სიმონის ძე 1848 -1852 წელს სოფ. გუმბრის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი, 1849-82 წლებში ოფშკვითის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი, 1882 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა.

ნიჟარაძე ბასილი მღვდელი, ალამბარი 16 საუკუნე


ნიჟარაძე ბესარიონ  შიოს ძე, 1892-1900 ;იფარის წმ. გიორგის ეკლესია; 1900-1917 მესტიის წმ. გიორგის ეკლესია; 1852-1919წწ  მართლმ მღვდელი ეთნოლოგი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი, ფოლკლორისტი. დაკრძალეს უშგულის ლამარიას ეკლესიის გალავანში.

ნიჟარაძე იროდიონ მოსეს ძე, 1861-1864წწ. საყულიის (ზედა) მაცხოვრის ეკლესია. 1857-1888წწ საყულიის (ქვედა) მთავარანგელოზთა ეკლესია, გარდ. 30 მარტი 1888წ.

ნიჟარაძე კონსტანტინე (კოზმა) სიმონის ძე  1843-55 წლებში   პატრიკეთის წმ. გიორგის ეკლესიის, 1844-81 წლებში  ოფშკვითის წმ. გიორგის ეკლესიის, 1855-62 წლებში ოფშკვითის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი.

ნიჟარაძე ლეონტი ვახტანგის ძე 1851-69 წლებში ოფშკვითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი 1869 წელს გარდაიცვალა.

ნიჟარაძე ნიკოლოზ მაღალ ღირსი მამა 1856-1859წ.წ. ჯრუჭის (საჩხერე) მონასტრის წინამძვარი.

ნიჟარაძე სამსონ კოზმანის ძე  1881-1908 წლებში ოფშკვითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი.

ნიჟარაძე სიმონ 1836 წლის 27 თებერვალს ოფშკვითის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი გარდაიცვალა

ნიჟარაძე ნიკოლოზი არქიმანდრიტი, 1852-1856 წწ. ჭელიშის მონასტრი, ამბროლაური, გელათის მონასტერის წინამძღვრი 1844 წწ. 1859-1860წწ

ნიჟარაძე გენადი მღვდელი

ნიჟარაძე იოსტოსი ბერდიაკონი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.05.2025
ბოლო რედაქტირება 22.05.2025
სულ რედაქტირებულია 6





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0