მამაცაშვილი (მამაცევი) კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე (25 ნოემბერი 1814-3 სექტე,ბერი 90),
გენერალ-მაიორი (1869), 1869 წელს კავკასიის არმიის არტილერიის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1854) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1860);
თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის შემდეგ 1837 წელს დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა კორპუსი ოფიცრის ჩინით და გაამწესეს კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. აქედან მოყოლებული მონაწილეობდა კავკასიაში წარმოებულ ყველა ომში.
1840 წელს მიიღო პირველი საბრძოლო ნათლობა ჩეჩნეთში. იმ ხანებში იგი გაეცნო და დაუახლოვდა მიხეილ ლერმონტოვს. მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა სისხლისმღვრელ ბრძლოლაში გეხონის ტყეში. ყირიმის ომის დროს კ. მამაცაშვილი იბრძვის კავკასიის ფრონტზე. კერძოდ მან თავი ისახელა 1854 წლის 4 ივნისს მდინარე ჩოლოქთან გამართულ ბრძოლაში. ოთხიათასიანმა რუსეთის არმიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა 34-ათასიანი თურქთა მომხდური ძალები. გენერალ ანდრონიკაშვილის ცნობით, ეს ბრძოლა უმთავრესად კ. მამაცაშვილის წყალობით იქნა მოგებული, რისთვისაც იგი დააჯილდოვეს წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით. ამის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერი დაინიშნა კავკასიის გრენადერთა არტილერიის უფროსად, მონაწილეობა მიიღო კავკასიის დაპყრობისათვის წარმოებულ ომების დამაგვირგვინებელ ფაზაში, რისთვისაც ებოძა ოქროს ხმალი, წმ. ანას II ხარისხის ორდენი, საიმპერატორო გვირგვინი და წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი.
1898 წლიდან კ. მამაცაშვილი კავკასიის სამხედრო ოლქის არტილერიის უფროსის მოადგილეა, 1869 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტობა, ხოლო 1877 წლიდან კი განჯის გუბერნატორი და განჯა-ნუხის მიდამოებში განლაგებული ჯარების უფროსი. იმავე წელს დაიწყო ომი თურქეთთან. აქ მას მოუხდა ერთი მოულოდნელი თავდასხმის მოგერიება და მოხერხებულმა სარდალმა შესძლო დაემარცხებინა მომხდური. ამისათვის იგი წმ. ვლადიმერის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. ნუხელებმა კი მიართვეს ვერცხლის თასი და ადრესი, სადაც ეწერა: „გენერალ ლეიტენენტ კ. ქ. მამაცაშვილს მადლიერ მოქალაქეთაგან 1877 წელს ნუხის გადარჩენისათვის“.
1884 წელს კ. მამაცაშვილმა ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და აქტიურად ჩაება ქვეყნის კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი მეგობრები იყვნენ გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები, დიმიტრი ყიფიანი, მიხეილ თუმანიშვილი და სხვები. დიმიტრი ყიფიანთან ერთად დიდი ღვაწლი დასდო სათავადაზნაურო ბანკს, ის დიდხანს იყო მისი ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე და ყოველი ღონით ცდილობდა ბანკის საქმეების მყარ ნიადაგზე დაყენებას. კ. მამაცააშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საქმიანობაში. იყო მისი დამფუძნებელი წევრი, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი დამაარსებელი, აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული ყურადღება მაჰმადიან ქართველებზე. ზოგი მათგანი მან თბილისში ჩამოიყვანა და ასწავლა, დაამთავრებინა გიმნაზია, შემდეგ უმაღლესშიც ჩააბარებინა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
გენერალ ლეიტენანტი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან (დროება, ივერია და სხვ.). კონსტანტინე მამაცაშვილი ავტორია მოგონებების ნიკოლოზ ბარათაშვილზე, რომელიც ძვირფასი მასალაა პოეტის ბიოგრაფიის შესასწავლად. აგრეთვე კ. მამაცაშვილს გამოუქვეყნებელი დარჩა ვრცელი მოგონებები (14 რვეული, 1025 გვერდი), რომელიც დიდად საინტერესო და მნიშვნელოვან მასალას შეიცავს საქართველოს საზოგადოებრივი და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცხოვრების შესახებ 1837 წლიდან ვიდრე 1860-იან წლებამდე. მოგონებების ხელნაწერი ინახება სანქტ-პეტერბურგში "პუშკინის სახლში". კ. მამაცაშვილი გარდაიცვალა 1900 წლის 3 სექტემბერს. დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის ეკლესიის გალავანში (ამჟამად დიდუბის პანთეონი).
Мамацев Константин Хойхосрович (Христофорович) (? – 1900)
генерал-майор с 1860
генерал-лейтенант с 1869