ნიკოლოზ ჭავჭავაძე ზურაბის ძე 1830-97წწ გარდ. 67 წლის, რუსეთის გენერალი, 1880 წელს დანიშნეს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. 1881 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება; დაკრძ. ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დაბ. ყვარელი, კახეთი
ჭავჭავაძე ნიკოლოზ ზურაბის ძე დიდი ნიკო 22 ოქტომბერი, 1830-9 მარტი, 1897 ,
თავადი, გენერალ-ადიუტანტი (1892), კავალერიის გენერალი (1896), 1880-93 დაღესტნის ოლქის ჯარების სარდალი და სამხედრო გუბერნატორი, ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1877); დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.
სამხედრო სამსახური დაიწყო 1846 წელს ქართულ მილიციაში, რომელიც იცავდა კახეთს შამილის რაზმების თავდასხმებისაგან. 1850 წელს პირველი ოფიცრის ჩინი მიანიჭეს; 1853-1856წწ. ყირიმის ომში მონაწილეობდა; იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ჩოლოქის ბრძოლებში; 1859 წელს დაღესტნის დამორჩილების შემდეგ, დანიშნეს დარგუს ოლქის მმართველად; 1865 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება და ჯერ დაღესტნის ოლქის უფროსად, შემგეგ კი განჯის სამხედრო გუბერნატორად გაამწესეს. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დასაწყისში მოქმედ არმიაში იყო, მაგრამ შემდეგ დაღესტანსა და ჩეჩნეთში აჯანყებამ იფეთქა და იგი კავკასიის მთიანეთში მიავლინეს. მოლაპარაკებებისა და სამხედრო მეთოდების გამოყენებით მოახერხა აჯანყების ჩაქრობა; 1880 წელს დანიშნეს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. 1881 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება; 1892 წელს დანიშნეს გენერალ-ადიუტანტად; 1896 წელს მიანიჭეს კავალერიის გენერლის წოდება. თავადი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.379
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1891 - ალექსანდრე ნეველის ორდენი
1887 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
1887 - თეთრი არწივის ორდენი
1875 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
1871 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
1867 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
1864 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
1863 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
დაკრძალვის ადგილი:ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია