დავით ჭავჭავაძე (1924-2014) დაიბადა ლონდონში, ემიგრანტების ოჯახში.
მამის, პავლეს, მხრიდან დავით ჭავჭავაძე პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირი შთამომავალი; დედამისი ნინა კი რუსეთის მეფეთა დინასტიის, რომანოვების წარმომადგენელი იყო. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და ნიუ-იორკში დასახლდა; მეორე მსოფლიო ომის დროს იგი აშშ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 1945 წელს უფროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭა; 1950 წელს CIA-ის საბჭოთა კავშირის განყოფილების სამსახურში ჩადგა; 1974 წელს გადადგა და მას შემდეგ რამდენიმე ნაშრომი დაწერა ისტორიისა და პოლიტიკის თემაზე, მათ შორის; "დიდი მთავრები", "ვლასოვის მოძრაობა: გერმანელების მხარეზე მებრძოლი საბჭოთა მოქალაქეები - 1941-1945" და მოგონებები "გვირგვინები და შინელები სანგრებში: რუსი ბატონიშვილი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში". კითხულობდა ლექციებს ამერიკის უნივერსიტეტებში, კერძო კომპანიების შეკვეთით დავითი გამოკვლევებს ატარებდა ტერორიზმის შესახებ და ინგლისურ ენაზე რამდენიმე რუსული ნაწარმოებიც გადათარგმნა.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009786/