შადიმან ჭავჭავაძე 25 თებერვალი 1943-2014 დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1974 წელს.
1974 წლიდან მუშაობდა "ქართული ფილმის" მულტგაერთიანებაში მხატვრად მ. ჭიაურელისა და ბ. სტარიკოვსკის ფილმებზე. როგორც დამდგმელმა მხატვარმა მონაწილეობა მიიღო ნახატი ("ჭა", ბ. სტარიკოვსკი, 1974) და თოჯინური ("საზამთრო", კ. სულაკაური, 1974) ფილმების შექმნაში. 1975 წლიდან გადავიდა რეჟისურაში, გადაიღო პირველი ქართული აპლიკაციური ფილმი "მებაღე" (ბექა ოპიზარის ორნამენტების მიხედვით, 1975), "ილუზიონისტი და ბიჭი", "ჯადოსნური ცრემლები" (1978), "ველურები" (1979), "ნიუტონის ვაშლი" (1980), "ჭრელი ხე" (1981), "ურჩხულები"(1983),
"გზა მოდის და კაცი მისდევს" (ქართული ანდაზების ინტერპრეტაცია, 1984), "სახლი ყველასთვის" (1985), "ვაშლის ხე" (1987), "ზამთრის ეტიუდი", "კაპრიჩიო კომბლესა და სალამურასათვის" (1988), "ლიცენზია" (1989), საავტორო ფილმები: "ციკლი" (1990-1991) და "აღსრულდეს ესე" (ბრედბერის მოთხრობის მიხედვით, 1990), "წუთისოფელი" (1992), "საზღვრები" (1997), პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი "წმინდა მელა" (გოეთეს "რაინეკე მელას"მიხედვით, 2008), "რატომ არა აქვს მთვარეს კაბა" (2009). როგორც დამდგმელმა მხატვარმა მონაწილეობა მიიღო ი. მახარაძის დოკუმენტური ფილმების: "უაილდ ვესტის მხედრები" (1997), "გურული ფირალები", "დიმიტრი შევარდნაძე" (2000) და ანიმაციური ფილმის "სახლი ლხინისა" (1998) გადაღებაში.
წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 212; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირი, წევრი