სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10500

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ალექსანდრე ჭავჭავაძე ზაქარიას ძე 1870-1930წწ გენერალ მაიორი წარმ. სოფ. წინანდალი თელავი

1870-1930 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჭავჭავაძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

ალექსანდრე ჭავჭავაძე ზაქარიას ძე 1870-1930წწ გენერალ მაიორი წარმ. სოფ. წინანდალი თელავი

ჭავჭავაძე ალექსანდრე ზაქარიას ძე (4 ივლისი, 1870-1930), თავადი, გენერალ-მაიორი (1917);დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის პაჟთა კორპუსი. 1890 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში.


1989-1905წწ. მსახურობდა მთავარ შტაბში. 1905-1914 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდლის ადიუტანტად. 1905 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტად. პირველ მსოფლიო ომს პოდპოლკოვნიკის ჩინით შეხვდა. 1914 წლის აგვისტოში ჩააბარეს ჩერქეზული პოლკი, რომელიც "ველურ დივიზიად" წოდებულ კავკასიის მკვიდრთა ცხენოსან დივიზიაში შედიოდა. თავი გამოიჩინა საბრძოლო მოქმედებების დროს და მიენიჭა იმპერიის არაერთი ორდენი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რუსეთის დროებითმა მთავრობამ გენერალ-მაიორის წოდება უბოძა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918 წლის მაისი) შემდეგ, ჭავჭავაძე ეროვნულ არმიაში მსახურობდა. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ სამხედო სამსახურიდან გადადგა. ცხოვრობდა ტფილისში. არაერთხელ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკური რეჟიმის მიერ. 1930 წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს "კონტრრევოლუციური მიზნებით შეიარაღებული აჯანყების" ბრალდებით და მალე დახვრიტეს. პოლკოვნიკი (1915), რუსეთისა და საქართველოს არმიების გენერალ-მაიორი (1917). 

წყარო: burusi.wordpress.com; სამხედრო ფიცის ერთგულნიქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.100; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ka.wikipedia.org


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1914 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1912 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1910 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)



მამა ზაქარია ჭავჭავაძე გულბაათის ძე 1825-1905წწ გარდ. 80 წლის რუსეთის გენერალი, თავი გამოიჩინა 1853 წლის, ბაშკადიკლარისა და 1854 წლის, ქურუქ-დარის ბრძოლებში; დაბ. სოფ.წინანდალი თელავი კახეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.03.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0