მუსხელიშვილი (მუსხელოვი) იაკობ ლევანის ძე (9 სექტემბერი 1865-1936),
გენერალ-მაიორი (1918), 1917 წელს ბათუმის ციხესიმაგრის არტილერიის და მიხეილის საციხოვნო არტილერიის სარდალი;
ცხოვრობენ მუსხელიშვილი – ბოლნისი, დიდი დმანისი, დმანისი, კაზრეთი
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. პოდპორუჩიკი (1885). პორუჩიკი (1889). შტაბსკაპიტანი (1895). კაპიტანი (1899). დაამთავრა ოფიცერთა სკოლა. რუსეთ- იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. პოდპოლკოვნიკი (1907). პოლკოვნიკი (1911, წარჩინებისთვის). 1913 წელს ყარსის ციხესიმაგრის არტილერიის I-III ბატარეების უფროსი.
პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმინდა ანას III ხარისხის, წმინდა ანას II ხარისხის ხმლებით, წმინდა სტანისლავის II ხარისხის, წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის, წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხმლებით. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1918 ბათუმის ციხესიმაგრის არტილერიის უფროსი. გენერალი (1918). მსახურობდა ქართულ ჯარში. საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული საბჭოთა სპეცამსახურების მიერ. აკრძალული ჰქონდა თბილისში ცხოვრება.