დავით მუსხელიშვილი (დ. 19 ოქტომბერი, 1928, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.
1956-1960 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1960 წლიდან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1967 წლიდან იმავე ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1999-2006 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
2001 წლიდან არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წლიდან - ისტორიის, ეთნოლოგიისა და რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.
2007 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის თავმჯდომარეა.
- ციხე-ქალაქი უჯარმა, "მეცნიერება", თბილისი, 1966.
 - საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ტ. I, "მეცნიერება", თბილისი, 1977.
 - ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა, "მეცნიერება", თბილისი, 1978.
 - საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხი, ტ. II, "მეცნიერება", თბილისი, 1980.
 - Из исторической географии Восточной Грузии, "Мецниереба", Тбилиси, 1982.
 - ქიზიყის ძველი ისტორია, თბილისი, 1982.
 - საქართველოს ისტორიის ატლასი (რედაქტორი და თანაავტორი), თბ., 2003
 - საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბილისი, 2003.
 - საქართველოს ისტორიის ნარკვევი, თბილისი, 2008.
 - A short Essay on the History of Georgia, Tbilisi, 2008.
 - Zur ethnische Herkunft der Bevölkerung des Landes Daiaeni/Diaoxi. “Georgica”, 27, Aachen