სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12283

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ვახტანგ ორბელიანი ვახტანგის ძე (1812-90) რუსეთის გენერალი კახეთი ვახტანგ ორბელიანი ვახტანგის ძე (1812-90) რუსეთის გენერალი კახეთი

1812-1890 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ორბელიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

75       ბეჭდვა

ვახტანგ ორბელიანი ვახტანგის ძე (1812-90) რუსეთის გენერალი კახეთი

ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (5 აპრილი 1812-29 სექტემბერი 90) 


თავადი, გენერალ-მაიორი (1860), ოქროს იარაღი (1854); ოფიციალური სახელი ვახტანგ ჯამბაკურ–ორბელიანი.  რუსეთ-თურქეთის, რუსეთ-ირანის და ყირიმის ომის მონაწილე; ირიცხებოდა კავკასიის ცალკეულ კორპუსში, აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მესამე მარშალი (1839-1854)


ერეკლე II ასულის თეკლე ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელსა და პეტერბურგის პაჟთა კორპუსში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1830 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, რის გამოც კალუგაში გადაასახლეს. მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში. 1855 წელს ქართველ გრენადერთა პოლკის უფროსია. 1860 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ვ. ორბელიანი ქართული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის პოეტურ შემოქმედებას სათავე დაუდო სამშობლოდან გადასახლებით გამოწვეულმა ღრმა განცდებმა ("გამოსალმება” - 1834). ვ. ორბელიანი ინტენსიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა 80-იანი წლებიდან. მისი პოეზიის ძირითადი თემა საქართველოს წარსულია.


დიდ ყურადღებას ამახვილებს ქრისტიანობაზე ("ჯვარი ვაზისა" - 1880), რამაც, მისი აზრით, საქართველო იხსნა; უკვდავი სული, რაც ქვეყნისა და ხალხის გადარჩენის საწინდარია ("იმედი" - 1888); სამშობლოს წარსული სიდიადე, მისი ულამაზესი ბუნება, ქართველი ხალხის შემოქმედების მაღალი ნიჭი გამოვლინდა ვ. ორბელიანის ლექსებში "კახეთს" - 1880;  "სამშობლო ქვეყნის პასუხი", 1883 და სხვ. საქართველოს აღდგენისა და გაძლიერების პერსპექტივას იგი ქრისტიანულ მოთმინებაში ეძიებდა, იმედი ჰქონდა წარსულის აღორძინებისა. მისი პოეტური მრწამსის გასათვალისწინებლად გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება პოეტის დაუმთავრებელ ლექსს "პოეტი" (1884), აშუღურ-ყარაჩოხულ პოეზიას - "მუხამბაზის კილოს". ვახტანგ ორბელიანის ლექსთა ნაწილი გამოიცა 1879 და 1881 წლებში. პირველი მნიშვნელოვანი კრებული - 1894 წელს.

ბიბლიოგრაფია

Орбелиани (Орбелиан, Орбельян) Вахтанг (Вахтан) Вахтангович, князь  (? – ?)
            генерал-майор с 30.08.1860


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.02.2023
სულ რედაქტირებულია 4




ორბელიანი - გვარის 5 ღვთისმსახური

1 0

ნიკოლოზი ვახტანგის ძე ორბელიანი 1672-1732წწ. თბილელ-მროველი მიტროპოლიტი. დაბ. სოფ. ტანძია (ბოლნისი)

2 0

მამუკა ორბელიანი თომას ძე 1800-71წწ გენერალ მაიორი დაბ. თბილისი

2 0


ორბელიანი ილია დიმიტრის ძე 1818-53წწ რუსეთის გენერალი წარმ. ქარელი

3 0


გიორგი ორბელიანი ილიას ძე 1863-1924წწ გენერალ ლეიტენანტი დაბ. დმანისი

4 0


ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის ძე 1804-83წწ რუსეთის გენერალი დაბ. თბილისი

2 0


თომა (თამაზ) ორბელიანი დიმიტრის ძე (1769-1815) რუსეთის გენერალი კახეთი, Орбелиани (Орбелиан, Орбелианов) Томас (Фома) Матвеевич

1 0


ივანე ორბელიანი დავითის ძე 1822-93წწ გენერალ მაიორი ქართლი

1 0


ივანე ორბელიანი კონსტანტინეს ძე 1833- 1892წწ გენერალ მაიორი, ქართლი

2 0


ივანე ორბელიანი მაკარის ძე წწ1845-1919 გენერალ ლეიტენატი წარმ. სოფ. ლამისყანა, კასპი

3 0


იოანე ორბელიანი დავითის ძე (1765-1808) რუსეთის გენერალი კახეთი Йован (Иван) Давидович Орбелиани

1 0


ნიკოლოზ ორბელიანი 1672-1732წწ მწერალი, სასულიერო პირი, სოფელი ტანძია, ბოლნისი, ქვემო ქართლი

1 0


სულხან-საბა ორბელიანი 1658- 1725წწ დიპლომატი, მეცნიერი, მწერალი. დაბ. ტანძია, ბოლნისი, ქართლი

1 0


ნინო ორბელიანი 1838-1919წწ მსახიობი,პოეტი დაბ. ახალქალაქი,სამცხე ჯავახეთი.

2 0