ნინო ორბელიანი (1838-1919) მსახიობი,პოეტი.
დაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი.
45 წელი იღვაწა ქართულ პოეზიაში; ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა XIX საუკუნის 60-იან წლებში; მრავალი ლექსის ავტორია, გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ ერთი მცირე მოცულობის კრებული; თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან("ცისკარი", "მნათობი", "დროება", "ივერია", "კვალი", "ცნობის ფურცელი"); მისი პოეზია ვითარდებოდა ქართველ რომანტიკოსთა და "სამოციანელთა", განსაკუთრებით ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის გავლენით; მისი ლირიკის ძირითადი თემაა საქართველოს წარსული "განათებული თამარის სხივით", სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობა, საკუთარი ცხოვრების მოუწყობლობის განცდა, თანაგრძნობა ჩაგრულთა მიმართ, რაც სევდიან ელფერს ანიჭებს მის ლექსებს; მისი სატრფიალო ლექსები: "ნეტავ ეხლა სადა ხარ", "ვინც მიყვარდა", "ხონაბაჯის ხმაზედ", სიმღერებად იქცა(მუსიკის ავტორი უცნობია); გარდაიცვალა ღარიბთა თავშესაფარში.