ნიკოლოზ ორბელიანი (1672-1732) დაიბადა ქართლის მდივანბეგის ვახტანგ ორბელიანის ოჯახში.
მალე ჩაება პოლიტიკუ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ქართლის სამეფო ტახტისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში მხარს უჭერდა გიორგი XI-ს. XVII საუკუნის დამლევიდან მოღვაწეობდა სასულიერო ასპარეზზე, მიიღო რუისის ეპარქია (1715). 1724-წლიდან რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. მოსკოვში მიიღო თბილისის მიტროპოლიტობა (1726). ეწეოდა მრავალმხრივ (დოგმატიკა, ლიტურგიკა, პოეზია, ასტრონომია და სხვა) კულტურულ-ლიტერატურულ და სამეცნიერო საქმიანობას. მისი რედაქტირებულია არჩილ II-ის მიერ რუსულიდან თარგმნილი პეტრე მოგილას თხზულება ''აღსარება მართლისა სარწმუნოებისა''. ნ. თბილელს ეკუთვნის საგალობლები, იამბიკოები და სხვა. იღვწოდა ძველი ხელნაწერების აღდგენა-გამრავლებისათვის. აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის სტამბაში. მისი უშუალო მონაწილეობით გამოქვეყნდა სახარება (1706), სამოციქულო (1706), ლოცვანი (1710) და სხვა. ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.433
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008540/