დიმიტრი როსტომის ძე აბაშიძე (დ. 8 სექტემბერი 1856 — გ. წელი უცნობია) — თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1913), გენერალ როსტომ აბაშიძის შვილი.
განათლება მიიღო ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, ტფილისის ქვეით იუნკერთა სკოლაში და კავალერიის ოფიცერთა სკოლაში. სამხედრო სამსახურში იყო 1873 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878). 1907-1912 წწ. მეთაურობდა დრაგუნთა პოლკს. 1915 წლიდან იყო რეზერვის დაქვემდებარებაში. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს მსახურობდა რუსეთის სამხრეთის შეიარაღებულ ძალებში (1919 წ.).
Абашидзе Дмитрий Ростомович, князь (08.09.1856 – ?)
генерал-майор с 03.02.1913