სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბ ვლადიმერის ძე აბაშიძე  1968-92წწ გარდ. ოჩამჩირე  აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭალა საჩხერე ზურაბ ვლადიმერის ძე აბაშიძე  1968-92წწ გარდ. ოჩამჩირე  აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭალა საჩხერე ზურაბ ვლადიმერის ძე აბაშიძე  1968-92წწ გარდ. ოჩამჩირე  აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭალა საჩხერე
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი აბაშიძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ზურაბ ვლადიმერის ძე აბაშიძე 1968-92წწ გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭალა საჩხერე

ზურაბ აბაშიძე 1968-1992 დაიბადა 1968 წლის 5 მაისს საჩსერის რაიონის სოფელ ჭალაში.


1985 წელს დაამთავრა ჭიათურის #9 საშუალო სკოლა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჭიათურის ფილიალში, პარალელურად მუშაობდა მოსწავლე-ასალგაზრდობის სასახლეში ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში ავიასამოდელო წრის სელმძღვანელად. გატაცებული იყო ტექნიკით. თავის მეგობარ მირიან ხიდაშელთან ერთად დაამუშავა და შექმნა ნახაზი ქართული ავტომატურად მსროლელი იარაღისთვის.


ზურაბი 1991 წლიდან შევიდა ეროვნულ გვარდიაში, რომლის ერთ-ერთი ბატალიონი (ამჟამად ბესიკ ქუთათელაძის სახელობის) დისლოცირებული იყო საჩხერეში. აფხაზი სეპარატისტების მიერ კონფლიქტის დაწყებისთანავე აქტიურად ჩაება სამშობლოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში, იყო ტანკისტი, გმირულად იბრძოდა მოწინავე პოზიციებზე.

დაიღუპა 1992 წლის 18 ოქტომბერს საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს, დასაფლავებულია სოფელ ჭალის სასაფლაოზე. მოგონება ძმაო ზურაბ! მნელია, ძნელია წარსულ დროში შენზე საუბარი, მაგრამ სინამდვილე მკაცრია და დაუნდობელი. არადა, როგორ გიევარდა სიცოცხლე, შეპხაროდი მეგობრებს, ახლობლებს,

დედმამიშვილებს, მშობლებს. საოცარი სითბოთი გიყვარდა შენი საყვარელი დედიკო, უაღრესად სათნო და კეთილშობილი ქალბატონი, რომლის მიმართ ჩვენც, შენი მეგობრები, განსაკუთრებულ მოკრძალებას ვგრძნობდით. ნეტა გენახა, ძმაო ზურაბ, შენი დაღუპვით გამწარებული დედის შეშლილი სახე, გაგეგონა მისი ხმამაღალი მოთქმა–გოდება. ვინ იცის, ბიჯო, იქნებ შეგცოდებოდა და... არადა, შენს დაღუპვას რა მოგვაფიქრებდა ზურაბ, შენ ხომ შენი მეგობრის, შენი საევარელი მირიანის მაგიერი ჭაპანიც უნდა გაგეწია ცხოვრებაში. შურიც გემია და მირიანის დატანჯული დედისათვის ცრემლი მოგეწმინდა, დარდი შეგემსუბუქებინა.

რა დაგვავიწეებს როგორ მწარედ განიცადე საყვარელი მეგობრის დაღუპვა. მის ცხედარსაც შენ უმატრონე და ჯიათურაშიც შენ ჩამოასვენე.

ამ მზეჭაბუკის ფოტოსურათს რომ დახედავთ, ძნელია დაიჯეროთ, რომ იგი აღარ არის ამ ქვეყნად. გმირულად დაიღუპა აფხაზეთში სამშობლოს მთლიანობისათვის ბრძოლაში.

     ზურაბ აბაშიძე ჭიათურელია, იქ ცხოვრობენ მისი დამწუხრებული დედ–მამა, და-ძმა. ზამთრის დიდთოვლობისას ვერაფრით მოვახერხე იქ ჩასვლა, მაგრამ ხმა მაინც მივაწვდინე, ზურაბზე წერილის დაწერას ვაპირებ მეთქი და იმათაც მიპასუხეს. ზურაბის დედის ქალბატონ ლია ბაქრაძისა და თანამებრძოლების ბატალიონის მეთაურის ს. ქუთათელაძისა და გვარდიის ოფიცრის ი. კაპანაძის ბარათები მივიღე.

     ჭიათურის მეცხრე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახური მოიხადა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჭიათურის ფილიალში ჩაირიცხა, თან ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში ავიასამოდელო წრეს ხელმძღვანელობდა

    -ჩემი ზურიკო უაღრესად გულთბილი, კეთილი, ყველას მოყვარული იყო,– გვწერს ქალბატონი ლია, – მას ყველასთან შეეძლო მეგობრობა, როგორც თავისზე უმცროს, ასევე ასაკით გაცილებით უფროსებთანაც. უქმად გაჩერებულს ვერ ნახავდით, სულ სადღაც მიეჩქარებოდა, საქმიანობდა. ძალიან ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით ტექნიკური ლიტერატურით იყო გატაცებული, უყვარდა ფიქრი, სიახლის ძიება.


      იგი ჯერ კიდევ პატარა იყო, თორმეტი წლისა, ბაბუამ გაუქმებული „დამბჩა“ რომ აჩუქა, ბიჭი დაინტერესდა, არაერთხელ დაშალა, ააწყო. უკვე მოზრდილმა კი, როცა სამხედრო განათლება მიიღო, ცეცხლსასროლი იარაღის შექმნით დაინტერესდა. დამოუკიდებელი საქართველო მხოლოდ შეძენილი იარაღის ხარჯზე ვერ იარსებებს, საჭიროა შეიქმნას თანამედროვე ქართული იარაღის წარმოებაო, იტყოდა ხოლმე და თავის უახლეს მეგობართან მირიან ხიდაშელთან ერთად ავტომატური იარაღის დამზადებას შეუდგნენ. შექმნეს ამ. იარაღის რამედენიმე ნიმუში, რომლებიც ავიაწრის გაქურდვისას დაიკარგა ნახაზებითი სამუშაო იარაღებთან და გამოჩარხულ დეტალებთან ერთად. მათ რამდენჯერმე სცადეს თავიანთი მუშაობის განახლება, მაგრამ ამაოდ. ბოლოს დახმარება ბესიკ ქუთათელაძემ აღუთქვა, მოუწონა ზურას ჩანაფიქრი, მაგრამ მოხდა გორის ტრაგედია. დაიღუპნენ უბადლო ვაჟკაცები და მათ შორის ბესიკიც.

       ზურა და მირიანი საჩხერის გვარდიაში ბესიკ ქუთათელაძის სახელობის ბა-ტალიონში შევიდნენ და სამაჩაბლოში დაზიანებული ტექნიკის აღდგენაში ეხმარებოდნენ გვარდიელებს. პარალელურად ისევ თავიანთი საქმის განხორციელებისათვის იღვწოდნენ. მათ ნება დართეს ემუშავათ, მაგრამ დაიწყო ომი. აფხაზეთში და ახალგაზრდები პირველივე დღიდანვე იქითკენ გაემართნენ.

      თანამებრძოლები ზურაბს ასე ახასიათებენ: იგი იყო მეტად დაკვირვებული და მეგობრების მიმართ ერთგული. როგორც კი ვინმეს სამხედრო, ტექნიკა გაუფუჭდებოდა, მაშინვე აღადგენდა და ამიტომაც ამხანაგები სიყვარულით ზედმეტ სახელად „ჩხიკინას“ ეძახდნენ.

     ზურას მეტად გამჭრიახი გონება ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ოჩამჩირის რაიონში სოფელ ცაგერასთან თავდაცვითი ზოლი, სადაც მათი ბატალიონი იყო დისლოცირებული, ზურაბის მონაწილეობითა და მითითებით განხორციელდა,

     ზურაბზე დიდად იმოქმედა საყვარელი მეგობრის მირიან ხიდაშელის დაკარგვამ, რომელიც 15 სექტემბერს გმირულად დაიღუპა...

17 ოქტომბერს დაგეგმილი იყო გზის აღდგენა ოჩამჩირიდან - სოხუმამდე.ოპერაციაში მონაწილეობდნენ ერთის მხრივ ბესიკ ქუთათელაძის ბატალიონი,გვარდიელები ზურაბ აბაშიძის მეთაურობით და მხედრიონის ასკაციანი ჯგუფი,მეორეს მხრივ – ავღანელთა ჯგუფი. ორივე მხარე სოფელ ტამიშთან უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.


     ოპერაცია დილით დაიწყო. სოფელ ცაგერადან დანაღმული გზის, გასაწმენდად დაიძრა საჩხერის ბატალიონი. წინასწარი მონაცემებით, გზა, ტამიშის გავლით, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით იყო გადატვირთული. აბაშიძის ბატალიონმა თავის თავზე აიღო ეს მძიმე სამუშაო. ბატალიონის პირადი შემადგენლობა ქვეითად გაუდგა ნაღმებისაგან გზის გაწმენდას. მათ კვალდაკვალ ქვეითთა საბრძოლო მანქანა – ჯავშანტრანსპორტიორი (ბმპ) მოყვებოდა, რომელსაც ზურა აბაშიძე მართავდა. დამმიზნებლად მანქანაზე ვეფხია მოდებაძე იყო. სოფელ ტამიშამდე მათ ამოიღეს რამდენიმე ტანკსაწინააღმდეო ნაღმი და ნახევარ. ტონამდე ჟანგბადის ბალონებში ჩატენილი ასაფეთქებლად გამზადებული ამონალი თავისი.ელექტროდეტონატორებით. მთელი ამ გზის გავლისას ქართველ მებრძოლებს ცეცხლის ქვეშ უხდებოდათ მუშაობა, მაგრამ, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა.სოფელ კინდღის მისადგომებთან კი ისინი სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ავტოინსპექციის პოსტთან მათ აფხაზმა სეპარატისტებმა სულ ახლოდან გაუხსნეს ცეცხლი. მოწინააღმდეგე ცდილობდა ქართველთა წინსვლა შეეჩერებინა,ერთმანეთისთვის ჩამოეცილებინათ ჩამოეცილებინათ გვარდიისა ღა მხედრიონის მეომრები.


      ამ სამი საათის განმავლობაში ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ბმპ) განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ იმყოფებოდა. მოწინააღმდეგემ გარკვეული დროით შეძლო მეომრების განცალკევება, ამ დროს სრულად ამუშავდა ბმპ-ის ეკიპაჟი. ის მასიური ცეცხლით უჭერდა მხარს  ქვეითებს და, ამასთანავე, დაცალკევებულ ნაწილებს შორის ერთგვარად მეკავშირის მოვალეობას ასრულებდა. რის გამოც ბრძოლის მთელმა სიმძაფრემ მათ ზურგზე გადაიარა.

     ზურაბ აბაშიძემ და მისმა ეკიპაჟმა თავიანთი თავგანწირული მოქმედებით დასახული ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულეს,კინდღასთან შეუერთდნენ ავღანელებს,მაგრამ უკვე ბრძოლის დასასრულს ხიდთან ჯავშანტრანსპორტიორი ნაღმზე წამოედო და აფეთქდა,დაიღუპა ზურაბ აბაშიძე, დაიჭრნენ ვეფხია მოდებაძე და გია წერეთელი. 

     ზურაბ ვლადიმერის ძე აბაშიძის ცხედარი თანამებრძოლებმა ჭიათურაში ჩამოასვენეს და დიდის პატივით საჩხერის რაიონის სოფელ ჭალაში დაკრძალეს.ოცდაექვსი წლის ულამაზესი და უკეთილშობილესი ჭაბუკი წავიდა ამ ქვეყნიდან გაუხარელი, უცოლშვილოდ. მაგრამ დატო«ა გმირის სახელი. მის ნათელ.ხსოვნას დავიწყება არ უწერია.

    ზურაბ აბაშიძე სიკვდილის შემდეგ  დაჯალდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

                                                                                                           ლარისა ხუბულური.


                      „ კავკასიის მაღალ ქედზე

                        მიჯაჭვული ამირანი

                        არის მთელი საქართველო

                        და მტრები კი ყვავ-ყორანი.

                       მოვა ღრო და თავს აიშვებს,

                       იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!.

                        სიხარულად შეეცვლება.

                       ამდენი ხნის გასაჭირი!

                                     აკაკი

   

 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.06.2021
ბოლო რედაქტირება 13.06.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0