აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე არქიმანდრიტი. დაიბადა 1959 წლის 23 ივლისს გაგრაში. 1984 წლიდან ცხოვრობდა ბეთანიის მონასტერში. 1959-2018წ. 1986-97წლებში ბეთანიის მონასტრის, ხოლო 1998-2018 წლებში კარმელის მთის მონასტრის წინამძღვარი. მიიცვალა 2018 წლის 17 აგვისტოს.
1997 წლის მაისში მან პატრიარქის კურთხევით დააარსა ჯერ ტაბარუკის ღმრთისმშობლის შობის სკიტე სოფელ ტაბარუკში, ხოლო 1998 წლის სექტემბერში დაიწყო (ბერი არსენი (ამჟამად იღუმენი) გალდავაძე. ბერი ბარსანუფი მხეიძე და მორჩილი ნიკოლოზი (ამჟამად მღვდელმონაზონი იოვანე) გალდავაძე. მე (მ. არსენი) და მამა ბარსანუფი ბეთანიიდან მოვყვებით მამა ლაზარეს, ხოლო მამა იოვანე ტაბარუკში მოვიდა მორჩილად 13 წლის ასაკში- მის სულიერ შვილებთან ერთად) დაიწყო აღდგომის მამათა მონასტრის შენება კარმელის მთაზე (ზღვის დონიდან 1280 მეტრ.), ტაბარუკის მიდამოებში. ტაბარუკი მცხეთის რაიონია.
მიიცვალა კარმელის მთაზე და აქვეა დაკრძალული
ერში მიხაილ პეტრეს ძე აბაშიძე დე-სიმონ (დესიმონი დედამისის გვარია, ფრანგული) ორივე გვარი უწერია პირადობაში.
იღუმენი არსენ გალდავაძე, მამა ლაზარეს სულიერი შვილი, მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის