მწერალი მერაბ აბაშიძე დაიბადა 1950 წლის 1 ივლისს ქალაქ თბილისში.
საშუალო განათლება მიიღო 29-ე სკოლაში და სწავლა განაგრძო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც 1975 წელს დაამთავრა. მერაბ აბაშიძე წერდა ლექსებს, მოთხრობების წერა 19 წლის ასაკში დაიწყო. პირველი მოთხრობაა „აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!“, მას მოჰყვა „პოეზიის ხანძრის ქალიშვილი“, „წყალში გადაყრილი მიხაკები“. მწერლის მოთხრობები პირველად ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია, შემდგომ ჟურნალ „მნათობში“, „მერანში“. სხვადასხვა დროს გამოცემულია მწერლის ნაწარმოებები – „აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!“, „ცეროდენა ანგელოზი“, „ჯვარი“. მოთხრობები თარგმნილია რუსულ ენაზე. მწერლის შემოქმედების მიხედვით გადაღებულია სამი ფილმი – „აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!“, „სერაფიტა“, „მეთევზე“; დადგმულია სპექტაკლები და რადიო-სპექტაკლები. 2001 წელს გამოიცა ორტომეული, რომელშიც მერაბ აბაშიძის სრული შემოქმედებაა თავმოყრილი. მერაბ აბაშიძე გარდაიცვალა 2000 წლის 8 იანვარს.
ბიბლიოგრაფია
- ჯვარი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1997. - 135გვ.
- ცეროდენა ანგელოზი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 139გვ.
- ზარის ხმა შუაღამისას (ავტორი). - თბილისი, 1988. - 38გვ.
წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა