სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლევან აბაშიძე 1963-92წწ გარდ. 29 წლის ეშერა, სოხუმი. მსახიობი დაბ. თბილისი ლევან აბაშიძე 1963-92წწ გარდ. 29 წლის ეშერა, სოხუმი. მსახიობი დაბ. თბილისი ლევან აბაშიძე 1963-92წწ გარდ. 29 წლის ეშერა, სოხუმი. მსახიობი დაბ. თბილისი

1963-1992 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი აბაშიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

87       ბეჭდვა

ლევან აბაშიძე 1963-92წწ გარდ. 29 წლის ეშერა, სოხუმი. მსახიობი დაბ. თბილისი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.(22 მაისი, 1963-7 სექტემბერი, 1992) შთამომავლობით ლევანი, ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო-თეკლა ბატონიშვილის შტოდან.



დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1985 წელს.

ფოტოზე მარცხნივ ლევან აბაშიძე, მარჯვნივ გიორგი (გია) ნადირაშვილი გარდაიცვალნენ ერთ დღეს

1992 წლის 6 სექტემბერს, დღის 3 საათზე ლევან აბაშიძე სოხუმში ჩადის, 4 საათისთვის შტაბში მიდის და ხვდება მეგობრებს, სულხან სულხანიშვილს, გიორგი გაჩეჩილაძეს და გია ნადირაშვილს. ძმაკაცებმა ერთად მხოლოდ 1 დღე გაატარეს.7 სექტემბერს, ბრძოლის ველზე, ზემო ეშერასთან ყუმბარას, რომლესაც მტრის თავდასხმა მოჰყვა მხოლოდ ერთი ადამიანი გიორგი გაჩეჩილაძე გადაურჩა.

ლევან აბაშიძის უკანასკნელი ფოტო, გადაღებულია აფხაზეთის ომში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ფოტოს ავტორი გურამ წიბახაშვილი

მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში. ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლ. ღოღობერიძის ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განახორციელა, ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984 წელს გ. შენგელიას ფილმში "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი –"ვერცხლის დათვი" დაიმსახურა.


მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ა. რეხვიაშვილის "საფეხური"(1975), ტ. კოტეტიშვილის "ანემია" (1988), კიევის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ლევან აბაშიძე საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით) და "ქალაქის ცხოვრება"(1990), ლ. ღოღობერიძის "ორომტრიალი" (1986), გ. მგელაძის "ფესვები"(1987), ტ. კალატოზიშვილის "სკაპენის ოინები"(1985), კაიდანოვსკის "სტუმარი"(ლენფილმი, 1987) და სხვ. 1988 წელს მიღებული აქვს კიევის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის ფილმ "ანემია"-ში. დაიღუპა ქართულ–აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს(1992–1993) დროს, ზემო ეშერასთან. 



თამაზ გოგიბედაშვილის მოგონება 

სოხუმის მორგში ჩავიყვანეთ მე და გიორგი ახობაძემ ჩვენი სნაიპერი "ტუკლია" ნოდარი, ექიმებმა გვითხრეს მათი ამბავი, უკვე მორჩენილი ჰქონდათ თავიანთი საქმე და შევედი სადაც ესვენენ სამივე რკინის ალუმინის, საწოლებზე, დედისშობილა((.. დეტალებს აღარ განვავრცობ, სიტყვას ვერ ვპოულობ ძალიან "ჟუტკი" სანახაობა იყო მიუხედავად ომისა. ლევანს სახე არ ჰქონდა დაზიაებული, ტანზე ერთი დიდი ორმო ქონდა "ასკოლკისგან" გატრუსული და რამოდენიმე შედარებით პატარა ორმოებიც ემჩნეოდა შავი, სისხლისფერში, ეჰ, ნაცხონებია უფლისგან! სამშობლოსათვის თავდადებული გმირი!!!!! 


ლევან გიორგის ძე აბაშიძე დაიბადა 1963 წლის 22 მაისს, თბილისში,მეცნიერ მუშაკთა ოჯახში. იგი იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ზოგად ადამინურ კულტურულ ფასეულობებს არასოდეს დაჰკარგვიათ თავიანთი მნიშვნელობა და მათი გულისათვის თავგანწირვაც კი ჩვეულებრივ ზნეობრივ ნორმად ითვლებოდა. 



      ლევანმა 1980 წელს, თბილისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. სამსახიობო ფაკულტეტზე, გამოჩენილი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში. იგი ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მიანდეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ლევანის მიერ განსახიერებული მთავარი გმირის როლი ტ. უაილდერის პიესაში „ჩვენი პატარა ქალაქი.

       ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლ. ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, სადაც 14 წლის ლევანმა მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი ითამაშა. ხოლო პირველი მთავარი როლი ეკრანზე ლევან აბაშიძემ განახორციელა 1984 წელს გ. შენგელაიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა.


     მას შემდეგ ლევან აბაშიძემ ოცამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავი მხატვრული სახე შექმნა,მათ შორის აღსანიშნავია მის მიერ განსახიერებული როლები ა. რეხვიაშვილის ფილმში „საფეხური“ (1975 წ.), ტ. კოტეტიშვილის ფილმებში „ანემია“ (1988 წ. კიევის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ლევან აბაშიძე საუკეთესო აქტიორული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით) და „ქალაქის ცხოვრება“ (1990 წ. ლ. ღოღობერიძის ფილმში „ორომტრიალი“ (1986 წ)გ.მგელაძის  ფილმში „ფესვები“ (1987 წ.), ტ. კალატოზიშვილის ფილმში „სკაპენის ოინები“ (1985 წ.), კაიდანოვსკის ფილმში „სტუმარი“ (დენფილმი, 1987) გ. ჩირაძის ჩირაძის ფილმში „ზვარაკი“ (1991 წ.), გ. ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმში "ბედიანი" 1992) და სხვა..

       სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ლევან აბაშიძე უაღრესად ინტენსიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობდა. 1992 წლის დამდეგიდან მას ერთდროულად სამ მხატვრულ ფილმში იღებდნენ მთავარ როლებში. დღითიდღე კიდევ უფრო მეტად იხვეწებოდა მისი ჭეშმარიტი ხელოვნება. უდროოდ შეწყვეტილი კადრები, დაუმთავრებელი კინომასალა ამის ნათელ დადასტურებას წარმოადნს.

     ლევან აბაშიძე თავის ნიჭით, ტემპერამენტით, სიყვარულის უნარითა და კაცური სინდისით ნათელი ცხოვრების განსახიერებას წარმოადგენდა. როდესაც აფხაზეთის ავბეფითი ტრაგეღია დატრიალდა, იგი მისთვის დამახასიათებელი დაუოკებლობით მოხალისედ გაიჭრა ბრძოლის ველზე საქართველოს ერთიანობისა ღა თავისუფლების დასაცავად.



   ლევან აბაშიძე თავის მეგობარ თანამებრძოლებთან ერთად გმირულად შეეწირა სამშობლოს 1992 წლის 7 სექტემბერს სოფელ ეშერის მისადგომებთან.ქართველმა საზოგადოებრიობამ დიდი გულისტკივილით გამოიგლოვა თავისი საყვარელი მსახიობი, რომელსაც, ახალგაზრდობის მიუხედავად, უკვე ჰქონდა მოხვეჭილი საყოველთაო პოპულარობა თავისი მაღალი პროფესიონალიზმის,დახვეწილი ოსტატობის და, ამასთანავე, უაღრესად ვაჟკაცური ბუნებისა და გარეგნობის წყალობით.

   ლევან აბაშიძე დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


ურდოც შეიძრა... ხმაურობს... დაჰკრეს ნაღარა ცისკრისა...

განემზადება საომრად რაზმი და რაზმი ჯარისა!

 აი თოფიცა გავარდა... აი რბის

ცხენი მხედრისა!

ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად

ჰსურს სისხლი კაცისა?

გრიგოლ ოთბელიანი

მანანა ხიდაშელი - ლევან აბაშიძის დედა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 25.05.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.09.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0