სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გრიგოლ აბაშიძე 1914-1994წწ მწერალი, პოეტი , დაბ.სოფ. რგანი ჭიათურა იმერეთი გრიგოლ აბაშიძე 1914-1994წწ მწერალი, პოეტი , დაბ.სოფ. რგანი ჭიათურა იმერეთი გრიგოლ აბაშიძე 1914-1994წწ მწერალი, პოეტი , დაბ.სოფ. რგანი ჭიათურა იმერეთი

1914-1994 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი აბაშიძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

449       ბეჭდვა

გრიგოლ აბაშიძე 1914-1994წწ მწერალი, პოეტი , დაბ.სოფ. რგანი ჭიათურა იმერეთი

გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე (დ. 1 აგვისტო [ ძვ. სტ. 19 ივლისი]1914ზედა რგანიჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივლისი1994თბილისი) — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.



დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს, შემდეგ ორი წლით აგრძელებს სწავლას მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენო განყოფილებაზე.

1944-1951წწ. მუშაობს ჟურნალ "ნიანგის"რედაქტორად; 1951-1960წწ. "დროშის" და 1960-1967წწ. ჟურნალ "მნათობის" რედაქტორად. 1982-1994წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს. ლექსების გამოქვეყნება სტუდენტობის წლებში დაიწყო, ხოლო პოემამ "შავ ქალაქის გაზაფხული" ოცი წლის პოეტს საყოველთაო აღიარება მოუტანა. პირველი ლექსები 1934 წელს გამოქვეყნდა, პირველი კრებული - 1938 წელს. 1945 წელს დაიბეჭდა კრებული "დროშები", ხოლო 1948 წელს კრებული "ჯაჭვგაუხდელი". მისი ისტორიული რომანები "ლაშარელა" (1957), "დიდი ღამე" (1963), ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება" (1975) წარმოსახავს ქართველი ხალხის ტრაგედიას XIII საუკუნის პირველ ნახევარში, როცა საქართველოს დიდი აღორძინება მონღოლთა ურდოების შემოსევამ შეწყვიტა. აღსანიშნავია მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა. თარგმნილი აქვს შანდორ პეტეფის, მიხაი ემინესკუს, ხრისტო ბოტევის, ნიზამი განჯელის და სხვა დიდი პოეტების ნაწარმოებები. მწერლის თხზულებები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ., 1975.-გვ.19; ენციკლოპედია "საქართველო", ტ.1. -თბ., 1997. -გვ. 20.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, პირველი მდივანი და თავმჯდომარე (1967-1981)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1985 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
    ფრანგი პოეტის პიერ რონსარის თარგმანისათვის
  • 1984 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1951 - სტალინური პრემია
    ლექსების ციკლისათვის "სამხრეთის საზღვარზე" და პოემისათვის "სამგორის ველზე"
  • ლენინის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
    არყოფნისაკენ : ლექსები / გრიგოლ აბაშიძე .-თბილისი : მერანი, 1994.-გვ.64
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


დაკრძალვის ადგილი: მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, ქ.თბილისი


 წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0