სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ლერი აბაშიძე ივანეს ძე 1935-94წწ საბჭოთა გენერალი დაბ. ხაშური

1935-1994 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი აბაშიძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ლერი აბაშიძე ივანეს ძე 1935-94წწ საბჭოთა გენერალი დაბ. ხაშური

ლერი ივანეს ძე აბაშიძე (დ. 25 დეკემბერი1935ხაშური, — გ. 30 ივლისი1994თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1993). დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.


დაამთავრა მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი (1959), მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (1968).


1954 წლიდან არმიაშია. მსახურობდა ლენინგრადის სამხედრო ოლქის საჰაერო–სადესანტო ჯარებში. 1959–1965 წლებში იყო ოცეულის, ასეულის მეთაური კიევის სამხედრო ოლქში, ოცეულის მეთაურად, ასეულის მეთაურად. 1968–1973 წლებში იმიერბაიკალეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი ბატალიონის მეთაური, პოლკის მეთაურის მოადგილე, დივიზიის მეთაურის მოადგილე, 1973 წელს დაინიშნა მოტომსროლელი დივიზიის მეთაურად მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში. 1973–1981 წლებში ჩრდილო–კავკასიის სამხედრო ოლქის კორპუსის მეთაურის მოადგილე, 1981 წლიდან აფხაზეთის ასსრ სამხედრო კომისარი და სოხუმის გარნიზონის უფროსი, 1987 წლიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე უმაღლესი სასწავლებლებისა და ჯარსგარეშე მომზადების დარგში. ამავე პერიოდში მან დაამთავრა ქ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი. 1991-1992 წლებში მონაწილეობდა საქართველოს სამხედრო სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. 1992 წლიდან იყო ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარესთან და მთავარსარდალთან არსებული სამხედრო კონსულტანტ-ინსპექტორების ჯგუფის ხელმძღვანელი და მთავარი სამხედრო მრჩეველი. ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1993). დაჯილდოებულია სსრკ შეიარა-ღებულ ძალებში სამსახურისთვის დაჯილდოებულია III ხარისხის ორდენით, 12 მედლით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.24; სამხედრო ფიცის ერთგულნიქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.105


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

    1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

    წითელი ვარსკვლავის ორდენი

    http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00004863/

    Абашидзе Лери Иванович (1935–1994),

     генерал-майор (13.02.1976).

    Место рождения: Хашури

    Окончил Московское военное училище (1959), магистр наук. Фрунзенская военная академия (1968).

    В армии с 1954 года. Служил в ВДВ Ленинградского военного округа. В 1959-1965 годах был командиром взвода в Киевском военном округе, командиром взвода, командиром взвода. 1968-1973 гг. Командир батальона Императорского военного округа, заместитель командира полка, заместитель командира дивизии. В 1973 г. назначен командиром дивизии в Народной Республике Монголии. Заместитель командующего войсками Северо-Кавказского военного округа с 1973-1981 гг., 1981 г. Военный комиссар СССР и начальник Сухумского гарнизона, 1987 г. Заместитель командующего войсками Закавказского военного округа по высшему образованию и морской подготовке. В этот же период он окончил колледж Святого Иоанна. Исторический факультет Сухумского государственного университета. В 1991-1992 годах участвовал в формировании грузинских военных структур. С 1992 года он был руководителем и главным военным советником группы военных консультантов-инспекторов при председателе и главнокомандующем Совета национальной безопасности и обороны. Генерал-лейтенант Грузии (1993). Награжден за службу в войсках СССР, награжден орденом III степени, 12 медалями.

    Источник: Грузия: Энциклопедия: Т. И. - Тб., 1997. - с. 24; Верные клятве военных: грузинские генералы-Tb, 2015.-с.105

    Награды, бонусы и призы

    1993 - орден Вахтанга Горгасали III степени

    Орден Красной Звезды

    http://events.mematiane.ge/product-details.php?id=2193

    http://events.mematiane.ge/product-details.php?id=3850





    კონტაქტი Facebook

    საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

    დავით ფეიქრიშვილი
    დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
    ბოლო რედაქტირება 07.04.2023
    სულ რედაქტირებულია 3

    ნათია ბოტკოველი
    ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
    სულ რედაქტირებულია 1



    ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

    1 0


    ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

    1 0


    კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

    2 0


    ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

    2 0

    ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

    2 0

    ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

    2 0