სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლეილა აბაშიძე 1929-2018წწ. კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. დაბ. თბილისი.

1929-2018 წწ. გარდ. 89 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი აბაშიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ლეილა აბაშიძე 1929-2018წწ. კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. დაბ. თბილისი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. (1 აგვისტო, 1929-8 აპრილი, 2018)


დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობი ფაკულტეტი 1951 წელს.

კინოში მისი დებიუტი შედგა ნ. პიპინაშვილის ფილმში "ქაჯანა"(პატარა კატო) 1941 წელს. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: იუტა ("ოქროს ბილიკი", 1945), ნაზიბროლა ("აკაკის აკვანი", 1947), ყვავილებიანი გოგონა("ქეთო და კოტე", 1948), ნინო("გაზაფხული საკენში", 1950), მარინე ("ჭრიჭინა", 1954), ლელა ("ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", 1954), ლია ("აბეზარა", 1956), მანანა ("ჩვენი ეზო", 1956),


მაია ("მაია წყნეთელი", 1959), მზია ("სად არის შენი ბედნიერება მზია?",  1959), დაგმარა ("მე ვიცეკვებ", 1963, "აზერბაიჯანფილმი"), ძიძია ("ხევისბერი გოჩა",1964), ნინო ("შეხვედრა წარსულთან", 1966), ლალი–მზევინარი ("შეხვედრა მთაში", 1966), ვარდისახარი ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969),


ქეთევანი ("მოლოდინი", 1969, სცენარის თანაავტორი), ლეილა ("გასეირნება თბილისში", 1976), მანანა ("ორომტრიალი", 1986) და სხვ. 1980 წელს ლეილა აბაშიძემ, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო ფილმი "თბილისი–პარიზი–თბილისი". არის მხატვრული ფილმების "მოლოდინი" (1970) და "კოშკები სდუმან" (1978) სცენარის ავტორი.


1968 წელს დაჯილდოვდა ლენინგრადის III საკავშირო კინოფესტივალის პირვალი პრიზით ფილმში –"შეხვედრა წარსულთან", ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 1997 წელს ტოკიოს II მსოფლიო კინო ფესტივალის I პრიზით. 2009 წელს  გაიხნა ლეილა აბაშიძის სახელობის საპატიო ვარსკვლავი კინოთეატრ რუსთაველის წინ. 




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0