სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ვასილ აბაშიძე 1854-1926წწ.  მსახიობი დაბ. დუშეთი.

1854-1926 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი აბაშიძე სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

ვასილ აბაშიძე 1854-1926წწ. მსახიობი დაბ. დუშეთი.

ვასილ (ვასო) ალექსის ძე აბაშიძე (დ. 22 ნოემბერი (4 დეკემბერი), 1854, დუშეთი — გ. 9 ოქტომბერი, 1926, თბილისი) —


ქართველი მსახიობი. ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ პირველი სახალხო არტისტი (1922).

სწავლობდა ჯერ თბილისის, მერე, ქუთაისის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისში (1872-1877), შუშასა და ყაზახში (აზერბაიჯანი, 1877-1879). გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა საოჯახო წარმოდგენებში (ალ. სუმბათაშვილსა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოსთნ ერთად), შემდეგ - ქუთაისის სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში, 1879 წლიდან კი, როცა მუდმივი ქართული თეატრი აღადგინეს, პროფესიული მსახიობი გახდა.


იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილ მოღვაწეთა წრეში იზრდებოდა და ადრევე ეზიარა რევოლუციურ-დემოკრატიულ იდეებს. ხშირად გამოდიოდა დაბებისა და სოფლების, მუშათა სახალხო თეატრების სცენაზე; მისი აზრით, მსახიობი მოწინავე საზოგადოებრივი იდეების გამომხატველი უნდა ყოფილიყო, თეატრს კი რეალიზმისა და "განცდის ხელოვნების" გზით ევლო. შექმნა მრავალი კოლორიტული სახე: კუმუხტოვი, ტრადატოვი, დაბაღოვი (გ. ერისთავის "დავა", "გაყრა", ძუნწი"), გეურქა (ანტონოვის "ზის დაბნელება საქართველოში"), ავეტიკა, აკოფა, მაზუთიანი, გასპარა, ოსეფა, გრიქულა (ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!", "ხანუმა", "ციმბირელი", "ბაიყუში", "მათიკო", "ჭკუისა მჭირს"), საქო (გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ზიმზიმოვი, ისაია (სუნდუკიანის "პეპო", "ხათაბალა"), ბესო (სუმბათაშვილის "ღალატი"), გრუშნევსკი (რამიშვილის "მეზობლები"). კლასიკური რეპერტუარიდან განასახიერა ფამუსოვის (გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), ხლესტაკოვის, გოროდნიჩის (გოგოლის "რევიზორი), ბელოგუბოვის, შმაგას (ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი", "უდანაშაულო დამნაშავენი"), სკაპენისა და ორგონის (მოლიერის "სკაპენის ოინები", "ტარტიუფი"), ფიგაროს (ბომარშეს "სევილიელი დალაქი") და სხვა როლები. მონაწილეობდა ოპერეტებში: ლეკოკის "რაინდი უშიშარი და გულმართალი" (ლარგი), ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალ-ალან" (ასკარი) და სხვ. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობასაც. დაწერა რამდენიმე პიესა, თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი კომედია, ვოდევილი და ოპერეტა. 1885 წელს დააარსა გაზეთი "თეატრი". შეადგინა და გამოსცა პიესათა და საესტრადო მასალათა კრებულები ("ჩანგი", თბ., 1888, 1892; ოზურგეთი, 1892; ფოთი, 1893; ბათუმი, 1900). მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული თეატრის აღორძინება; ვ. აბაშიძის სახელობისაა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრი. ქართული რეალისტური აქტიორული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ.,1975.-გვ.19; ბურუსი: burusi.wordpress.com


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 20.11.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0