|
აბაშიძე სვიმონ - ჯუმათელი მიტროპოლიტი.
1763-1778წ.
წინამძღვარი
არქიმანდრიტი
ჯრუჭი (საჩხერე) მონასტერი
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე მაქსიმე II - აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი.
1776-1795 წწ
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე ირაკლი ანტონის ძე - დეკანოზი.
1850-1926წწ დაკრძ. სოფ. ჭალა (საჩხერე) ბიოგრაფია
1880-1887წ.
დეკანოზი
დარკვეთი (ჭიათურა) წმიდა გიორგის ეკლესია
1887-1917წ.
დეკანოზი
ღონა (საჩხერე) მთავარანგელოზ მიქელის ეკლესია
1887-1917წ.
დეკანოზი
ორღული (საჩხერე) წმიდა გიორგის ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე ფილიპე - დეკანოზი.
2009 წლის 09 აგვისტო დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით
2014წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
სხალთის ეპარქია
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე - არქიმანდრიტი.
დაბ. გაგრა 1959-2018წწ მოღვ. 1986-97წლებში ბეთანიის მონასტრის, ხოლო 1998-2018 წლებში კარმელის მთის მონასტრის წინამძღვარი
1884-1997წ.
ბერი
ბეთანია მამათა მონასტერი
1997წ.
არქიმანდრიტი
ათონის მთა საბერძნეთი
2018წ.
ღვთივგანისვენა
არქიმანდრიტი
მცხეთა-თბილისის ეპარქია
სრულად ნახვა

აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე არქიმანდრიტი. დაიბადა 1959 წლის 23 ივლისს გაგრაში. 1984 წლიდან ცხოვრობდა ბეთანიის მონასტერში. 1986 წლის ბოლოდან 1997 წლის 14 იანვრამდე იყო ბეთანიის მონასტრის წინამძღვარი. მიიცვალა 2018 წლის 17 აგვისტოს. 1997 წლის მაისში მან პატრიარქის კურთხევით დააარსა ჯერ ტაბარუკის ღმრთისმშობლის შობის სკიტე სოფელ ტაბარუკში, ხოლო 1998 წლის სექტემბერში დაიწყო (ჩვენ სამთან - მის სულიერ შვილებთან ერთად) დაიწყო აღდგომის მამათა მონასტრის შენება კარმელის მთაზე (ზღვის დონიდან 1280 მეტრ.), ტაბარუკის მიდამოებში. ტაბარუკი მცხეთის რაიონია. მიიცვალა კარმელის მთაზე და აქვეა დაკრძალული 

აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე არქიმანდრიტი 1959-2018წწ მოღვ. 1959-2018წ. 1986-97წლებში ბეთანიის მონასტრის, ხოლო 1998-2018 წლებში კარმელის მთის მონასტრის წინამძღვარი დაბ. გაგრა დაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა მოსკოვის ერთ-ერთი ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
მოსკოვში სწავლის დროს შეუერთდა მაშინდელ ახალგაზრდულ ჰიპურ მოძრაობას. 1984 წლის 11 მარტს, დიდ მარხვაში, მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს, 24 წლის ასაკში მოინათლა მოსკოვის ილია წინასწარმეტყველის ეკლესიაში (Храм Илии Пророка Обыденного). 1984 წლის 20 მარტს ჩავიდა ბეთანიის მამათა მონასტერში, სადაც დაჰყო 1997 წლამდე. 1986 წელს აღიკვეცა ბერად და უწმიდესის ილია მეორის კურთხევით სახელად ეწოდა ლაზარე. ამავე წლის ლაზარეს შაბათს, ბერ ლაზარეს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიაკვნად, ხოლო სულთმოფენობის დღესასწაულზე მღვდლად დაასხა ხელი. 1987 წლიდან მამა ლაზარე დადგენილ იქნა ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად და წინამძღვრობდა 1997 წლის 14 იანვრამდე. 1991 წლის გაზაფხულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მამა ლაზარე აიყვანა არქიმანდრიტის წოდებაში. მამაო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღადგინა ქართული ხატწერის სკოლა. მისი დაწერილია არაერთი საყოველთაოდ ცნობილი ხატი – სვეტიცხოვლის კანკელის ხატები, სიონში სამი მღვდელთმთავრის: წმიდა გიორგის, თომა მოციქულის და ა.შ. მათ შორის სიონის დიდი ჯვარი ჯვარცმისა და აღდგომის გამოსახულებით და სალიტანიო ჯვარი, რომელიც ახლა სამების საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული. მან მოხატა წმიდა თამარ მეფის ტაძარი ბეთანიაში. ბეთანიის მთავარ ტაძარშიც ბევრი ხატია მის მიერ დაწერილი. მას ეკუთვნის არაერთი სასულიერო ლიტერატურა, როგორც სულიერ-ზნეობრივი, ასევე საღმრთისმეტყველო და პოლემიკური შინაარსის. მისი ნაშრომები გამოცემულია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც, ნათარგმნია სერბულ, ბულგარულ და სხვა ენებზე. 1997 წლის მარტში თავის ორ მორჩილთან ერთად გაემგზავრა ათონის წმიდა მთაზე. თვენახევრის შემდეგ იგი დაბრუნდა საქართველოში და 1997 წლის 20 მაისს დასახლდა სოფელ ტაბარუკში, სადაც დააარსა ღმრთისმშობლის შობის სკიტი. 1998 წლის შემოდგომას უფრო განმარტოვებული ცხოვრების მიზნით თავის სულიერ შვილებთან ერთად აირჩია სხვა ადგილი მონაზვნური ცხოვრებისათვის ერთ-ერთ მთაზე სოფელ ტაბარუკთან, სადაც დააარსა ტაბარუკის აღდგომის სახელობის მამათა მონასტერი. მამაომ თავის ხელით ააგო ორი ტაძარი და ორი სენაკი (ეხმარებოდნენ მისი მორჩილები და დროდადრო ბეტონის ჩასხმაში მონასტრის ახლობლები). ამასთან ერთად, მამაო წერდა წიგნებსა და ხატებსაც. 2016 წლის მაისში მამა ლაზარეს დასნეულდა და 2018 წელს გარდაიცვალა.
წყარო: ხარება - მართლმადიდებლული ინტერნეტ ჟურნალი: xareba.net; განგაშის ზარი: facebook.com
სამძიმარი საქართველოს საპატრიარქის პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 17 აგვისტოს გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის, ტაბარუკის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მაცხოვრის აღდგომის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
|
|
აბაშიძე ანდრია - დეკანოზი.
2010 წლის 13 დეკემბერს დაჯილდოვდა: მიტრის ტარების უფლებით. რუსთავის სიონის მღვდელმსახური და წმ. იოაკიმე და ანას სამლოცველო სახლის წინამძღვარი.
2025წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
რუსთავის სიონი
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე ანტონ (დიმიტრი, დავით) ილიას ძე - ეპისკოპოსი.
დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი 1867-1942წწ. ბიოგრაფია
1876-1902წ.
წინამძღვარი
ეპისკოპოსი
თბილისის (ავლაბარი) მაცხოვრის ფერისცვალების (ფერიცვალების) სახელობის დედათა მონასტერი
1902-03წ.
ეპისკოპოსი
ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე გერმოგენი (გიორგი) - მღვდელმონაზონი.
1884-1937წწ რეპრესირებულია ბიოგრაფია
1917წ.
მღვდელმონაზონი
გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე გაბრიელი - არქიმანდრიტი.
დაბ. 1868წ. ბიოგრაფია
1902წ.
არქიმანდრიტი
გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი
1913წ.
არქიმანდრიტი
ჯრუჭი (საჩხერე) მონასტერი
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე ანტონ - წინამძღვარი.
1787წ.
წინამძღვარი
უდაბნო (ჩოხატაური) წმ იოანე ნათლიმცემლის სახელობის მონასტერი
სრულად ნახვა
1448 ფონდი 1 ანაწერი 117. 1787 წ. 24 ნოემბერი.ყმის სითარხნისა და შეწირულების წიგნი, მიცემული რაჭის ერისთავ ანტონის მიერ გურიის ნათლიმცემლის უდაბნოს წინამძღვარ ანტონ აბაშიძისადმი. დამწერი ხოსია ბარათაშვილი
|
|
აბაშიძე დიმიტრი (დავით) ილიას ძე - ეპისკოპოსი.
1902-03წ.
ეპისკოპოსი
ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი
სრულად ნახვა
აბაშიძე
დიმიტრი (დავით) ილიას ძე ეპისკოპოსი 1902-03წ. ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი
|
|
აბაშიძე ივანე (იოანე) - მედავითნე.
1894წ.
მედავითნე
შკედი (ლენტეხი) წმიდა სამების ეკლესია
1901წ.
მედავითნე
სასაში (ჟახუნდერის თემი, ლენტეხი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია
1905წ.
მედავითნე
ჩვალბეჩი (ცაგერი) ღმრთისმშობლის ეკლესია
1906წ.
მედავითნე
ცხეთა (ცაგერი) წმიდა გიორგის ეკლესია
|
|
აბაშიძე იოვანე ზურაბის ძე - მღვდელი.
1853-1889წ.
მღვდელი
სავანე (საჩხერე) წმ. გიორგის ეკლესია
სრულად ნახვა
|
აბაშიძე ნიკოლოზი - მღვდელი.
1781 წ. 1 ნოემბერი. მუჩალგის წიგნიდან.
სრულად ნახვა
1448 ფონდი 1 ანაწერიი 2866. 1781 წ. 1 ნოემბერი. მუჩალგის წიგნი, მიცემული მღვდელ ნიკოლოზ აბაშიძის მიერ მდივან მანუჩარისადმი, ჯარში გასაწვევი ხალხის სიის წარდგენის შესახებ
|
|
აბაშიძე მიქაელი - მღვდელმონაზონი.
2013 წლის 26 აპრილს ბერად აღკვეცა. 2015 წლის 05 ივლისს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. სოფ. ვახანის (ხარაგაული) ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარ,
2015წ.
მდგომარეობით
მღვდელმონაზონი
მარგვეთისა და უბისის ეპარქია
სრულად ნახვა
საპატრიარქოს უწყებანი N21 30მაისი-5ივნისი 2013წ გვ.6 აღკვეცა 26 აპრილს დედოფლისწყაროს წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის მამათა მონასტერში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი ბასილი და სახელად მიქაელი უწოდა (წმინდა ახალმოწამე მიქაელ ყულოშვილის სახელზე). ხელდასხმა 5 ივლისს უბისის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ვახანის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარ, ბერ-დიაკვან მიქაელს (აბაშიძე).
|
|
აბაშიძე საბიანა - მონაზონი.
2014 წლის 18 აპრილს, სამონაზვნედ კურთხევა.
2025წ.
მდგომარეობით
მონაზონი
ერკეთი (ჩოხატაური) მთავარანგელოზის ეკლესია/დედათა მონასტერი
სრულად ნახვა
აღკვეცა 18 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე ელენე სიჭინავა და სახელად დარია უწოდა. იმ დღესვე სამონაზვნეებად იკურთხნენ ამავე მონასტრის წევრები: მორჩილი ეკატერინე ტარხანოვა-მესაბლიშვილი -- სახელად ეწოდა ეკატერინე, მორჩილი მარიამ რუხაძე სახელად ეწოდა მარიამი, მორჩილი თამარ აბაშიძე -- სახელად ეწოდა თამარი და მორჩილი ნატალია კვაჭანტირაძე --– სახელად ეწოდა ნატალია.
|
|
აბაშიძე იობი (მამუკა) - ბერი.
2017 წლის 26 თებერვალს ბერად აღკვეცა. ტაბაკინის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერი.
2017წ.
მდგომარეობით
ბერი
მარგვეთისა და უბისის ეპარქია
სრულად ნახვა
აღკვეცა 26 თებერვალს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით ტაბაკინის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერში წინამძღვარმა, იღუმენმა იაკობმა (ჭოხონელიძე) ბერად აღკვეცა იმავე მონასტრის მორჩილი მამუკა აბაშიძე და სახელად იობი უწოდა.
|
|
აბაშიძე გერასიმე - მღვდელმონაზონი.
ფინეზიშვილი-აბაშიძე;
1815წ.
მღვდელმონაზონი
გარეჯი (საგარეჯო) წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრი
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე გრიგოლ - არქიმანდრიტი.
2014წ.
მდგომარეობით
არქიმანდრიტი
მცხეთა-თბილისის ეპარქია
სრულად ნახვა
აბაშიძე გრიგოლი მღვდელმონაზონი , რუსთავის და მარნეულის პაოეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.50
|
|
აბაშიძე დავით ბეჟანის ძე - მღვდელი.
1877-1895წ.
მღვდელი
ვარდიგორა ( თერჯოლა) მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია
1895-1916 წ.
მღვდელი
საზანო (თერჯოლა) მთავარანგელოზის (აბაშიძეები) ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე დიმიტრი სვიმონის ძე - მღვდელი.
1871-1877წ.
მღვდელი
ღვანკითი (თერჯოლა) წმ. სამების ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე ზაქარია ხახულას ძე - მღვდელი.
1902-1917წ.
მღვდელი
დურევი (საჩხერე) მაცხოვრის ამაღლების ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე იოსები - მღვდელი.
1787-1829წ.
მღვდელი
ჭალა (საჩხერე) წმ. გიორგის ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე მელქისედეკი - იღუმენი.
1505წ.
იღუმენი
გელათი (ტყიბული) სამონასტრო კომპლექსი
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე მარკოზ როსტომის ძე - მღვდელი.
1858-1889წ.
მღვდელი
დარყი (საჩხერე) მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესია
1858-1889წ.
მღვდელი
სპეთი (საჩხერე) მაცხოვრის ამაღლების ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე ნექტარიორი - არქიმანდრიტი.
1797წ.
არქიმანდრიტი
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
სრულად ნახვა
აბაშიძე ნექტარიოსი არქიმანდრიტი სამებელი, კაცხის გუჯარებიდან 1797წ. ქართველ სულთა მატიანე 2022წ. გვ. 38
|
|
აბაშიძე ანტონი (როსტომი) - იღუმენი.
1743-1821წწ.
იღუმენი
სხვავი (ამბროლაური) ჯვართამაღლების ეკლესია
1760-იანიწ.
ბერად აღკვეცა
ბერი
ქუთაისი საკათედრო ტაძარი, ღვთიმშობლის სახელობის.
1784წ.
იღუმენი
გელათი (ტყიბული) სამონასტრო კომპლექსი
სრულად ნახვა
აბაშიძე ანტონი (როსტომი) (1743 – 12.04. 1821, რაჭა, სხვავის მონასტერი), სასულიერო მოღვაწე, იღუმენი. ანტონი - აბაშიძე როსტომი - (1743 – 12.04. 1821, რაჭა, სხვავის მონასტერი), სასულიერო მოღვაწე, იღუმენი.
დაიბადა იმერელი თავადის ოჯახში. XVIII ს. 60-იან წწ. როსტომი ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ანტონის სახელით ბერად აღკვეცეს. მალევე დიაკვნად აკურთხეს. XVIII ს. 70-იან წწ. მღვდლად აკურთხეს. 1784 წ. ოქტომბერში იმერეთის მეფე დავით გიორგის ძემ რუსეთში ელჩობა გაგზავნა, რომელსაც დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, ანტონის ძმა, მაქსიმე (აბაშიძე) მეთაურობდა. დელეგაციაში სხვა წევრებთან ერთად მისი უმცროსი ძმა, ანტონიც შედიოდა, რომელიც იმ პერიოდში იღუმენის წოდებით გელათის მონასტრის წმ. გიორგის ტაძარში მსახურობდა. მთელი ელჩობის პერიოდი მან თავის ძმასთან ერთად გაატარა. კიევში კათოლიკოს მაქსიმეს გარდაცვალების შემდეგ (1795) ანტონი საქართველოში დაბრუნდა და სოფელ სხვავის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1815 წ. 15 მარტის მონაცემებით, სხვავის მონასტრის წინამძღვარი უკვე არქიმანდრიტი პანტელეიმონია. იღუმენი ანტონი კი, როგორც მონასტრის რიგითი წევრი, ცხოვრობს ამავე მონასტერში. საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მას დაუნიშნა პენსია – 60 მანეთი ვერცხლი წელიწადში. გარდაიცვალა 78 წლის ასაკში.
|
|
აბაშიძე იაკობი - დეკანოზი.
2009 წლის 07 აპრილს დაჯილდოვდა მიტრით.
2009წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
სამება (თბილისი) საპატრიარქო ლავრა
სრულად ნახვა
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.10 დაჯილდოება 7 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იაკობ აბაშიძე მიტრით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე მიტრით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი თეიმურაზ თათარაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი არჩილ ავანაშვილი ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური, დიაკონი მირიან სხირტლაძე პროტოდიაკონის წოდებით.
|
|
აბაშიძე ვალერიანე არქიმანდრიტი |
|
აბაშიძე იოანე არქიმანდრიტი |
|
აბაშიძე მალაქია (გიორგი V) გარდ. 15.10.1722), იმერეთის გამგებელი 1701 წლიდან. მალაქიას სახელით ბერად |
|
აბაშიძე მარიამი მონაზონი, მეფე ერეკლეს დეიდაშვილი, მოკლული 1812 წელი |
|

აბაშიძე მურთაზ მანუჩარის ძე დ. 1955წ. მსახურობს ქ. რუსთავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, და არის ამავე ტაძრთან არსებულ წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი. დაბ. რუსათვი.
|
|
აბაშიძე პეტრე მონაზონი |
|
აბაშიძე საბელონი არქიმანდრიტი |
|
აბაშიძე სვიმონ ხონიდან 1869 -1919 წლებში ათონის ივერიის მონასტრის კუთვნილ წმიდა იოანნე ღვთისმეტყველის სენაკში მოღვაწე ქართველ ბერთა სია: |
|

აბაშიძე მალაქია I 1519-XVI საუკუნის 40-იანი წწ. აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე იოსებ იოსების ძე - მღვდელი.
გარდ. 1876წ.
1844-1876წ.
მღვდელი
ჭალა (საჩხერე) წმ. გიორგის ეკლესია
სრულად ნახვა
აბაშიძე იოსებ იოსების ძე, 1844-1876წწ. ჭალის წმ. გიორგის ეკლესია, გარდ. 1876წ.
|
|
აბაშიძე მარინა (გრეტა) გიორგის ასული - მონაზონი.
დაბ. 1953წ. ახალციხე
2025წ.
მონაზონი
დუბი (ყვარელი) ღვღიმშობლის შობის დედათა მონასტერი
სრულად ნახვა
|
|
აბაშიძე სერაპიონი - მღვდელმთავარი.
ცაგერელი მღვდელმთავარი მე-17-ე საუკუნე;
სრულად ნახვა
|
გმადლობთ თანამშრომლობისთვის