სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დავით აბაშიძე 1955-1992წ გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი. დავით აბაშიძე 1955-1992წ გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი. დავით აბაშიძე 1955-1992წ გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

1955-1992 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი აბაშიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

დავით აბაშიძე 1955-1992წ გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

დადიოდა თბილისში ჭაბუკი, ამაყი,მაგრამ ყველას ქომაგი და მოსიყვარულე. დადიოდა და ირგვლივ სიკეთეს თესავდა. 62-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა გერმანიაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის აკადემიის თბილისის ფილიალის სტუდენტიც გახდა.


საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს მუშაკი 10 ღლის განმავლობაში თავდადებით ემსახურა არჩეულ საქმეს.

ამის ნათელი დადასტურებაა ის მრავალი მადლობა და ფასიანი საჩუქარი, ასე სიამაყით რომ ინახავს მისი გამწარებული ოჯახი.


დათო აქტიურად ებრძოდა ბანდიტიზმსა და ნარკომანიას. ალბათ ბევრს ახსოვს პრესაში გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც მოგვითხრობდნენ, თუ როგორ გადაეშვა იგი დეკემბრის სუსხიან ამინდში მტკვარში, რათა ნარკოტიკების გამავრცელებლის მიერ წყალში გადაყრილი ნივთმტკიცება ამოეტანა და ერთი ხორცმეტი დროებით მაინც მოეშორებინა საზოგადოებისათვის.



ომი სამაჩაბლოში... თანამებრძოლები მოგვითხრობენ, ალყაშემორტყმული ქართული სოფლიდან როგორ გამოიყვანა სამშვიდობოს ბეტეერს გამობმული ნახევრად დამწვარი ავტობუსი, განაწამები ხალხით სავსე...

1992 წლის 4 სექტემბერს კი, თავისი დაბადების დღეს, აფხაზეთს გაემგზავრა. იყო გამარჯვებაც და პოზიციების დათმობაც, როცა მებრძოლებთან ერთად ალყას თავი დააღწია და თბილისს დაბრუნდა, კოჭლობდა, მაგრამ „ბიჭებს ვერ ვუღალატებო“ და ისევ სოხუმისაკენ აიღო გეზი. მისმა ბატალიონმა ერთ-ერთმა პირველმა აიღო სოფ. შრომა. საბედისწერო აღმოჩნდა დათოსათვის სოხუმში ჩასვლა. 9 დეკემბერს რკინიგზის სადგურის შენობაში დაბანაკებულმა მისმა ბატალიონმა პირველი მატარებელი გამოაცილა. საღამოს, საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს, 5 წუთით შენობაში შესულ დათოს მტრის ჭურვი დაეწია. დამწვარი გვამი ძლივს ამოიცნეს.

39 წელი უნდა შესრულებოდა 4 სექტემბერს დათოს. საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე მიულოცეს დაბადების დღე სვეგამწარებულმა მშობლებმა, ძმებმა,ახლობლებმა და ერთადერთმა შვილმა თორნიკემ.

ნათელში იყოს შენი ძლიერი და კეთილი სული.

იზაბელა ვერმესაშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.07.2021
ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0