სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9190

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
 მალხაზ აბაშიძე ილიას ძე 1975-08წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ვერნები ხულო  მალხაზ აბაშიძე ილიას ძე 1975-08წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ვერნები ხულო

1975-2008 წწ. გარდ. 33 წლის

სამაჩაბლო

გვარი აბაშიძე სია

ხულო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

122       ბეჭდვა

მალხაზ აბაშიძე ილიას ძე 1975-08წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ვერნები ხულო

მალხაზ აბაშიძე კაპრალი, მხედრული მამაცობის მედალის მფლობელი. დაიბადა 1975 წელს. დაიღუპა 2008 წელს.


მამა, არ შეგეშინდეთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით – ამ სიტყვებით დააიმედა მალხაზმა მამა 7 აგვისტოს. მას შემდეგ მისი ხმა მშობლებს არ გაუგონიათ. შვილის გვარი 9 აგვისტოს გარდაცვლილთა სიაში ამოიკითხეს.


ილია აბაშიძე, მამა: მალხაზი 8 აგვისტოს დაიღუპა ცხინვალში, ცხელ ხაზზე საავიაციო დაბომბვისას. მეგობრები მიყვებოდნენ, ცხელ ხაზზე რომ ვიყავით, გვამხნევებდა, აბა ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ჭურვის ნასხლეტი მოხვედრია და ადგილზევე გარდაცვლილა. მშობლებს ცრემლი არ უშრებათ, როცა მალხაზს იხსენებენ. მისი მშობლიური სოფლიდან ომში ბევრი ვაჟკაცი წავიდა, თუმცა მხოლოდ მალხაზი ვერ დაუბრუნდა კერას. მალხაზ აბაშიძე 1975 წლის 12 იანვარს, ხულოს რაიონის სოფელ ვერნებში დაიბადა. მამა იხსენებს, რომ განსაკუთრებით დები უყვარდა: სულ ეფერებოდა, ძმასთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან უყვარდა მეგობრებთან ყოფნა. მშობლებისთვისაც კარგი შვილი იყო. განსაკუთრებით დისშვილი ქრისტინე უყვარდა. სულ უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო. მისი დაღუპვის მერე გაჩნდა მეორე დისშვილი, რომლის დაბადებას დიდი სიხარულით ელოდა…

ერთ წელიწადში აპირებდა დაოჯახებას. სამხედრო სავალდებულო ჯარი გავლილი ჰქონდა. კონტრაქტს 2005 წელს მოაწერა ხელი. სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ქვეითი ბრიგადის გამანაწილებელ ასეულში იყო კაპრალი. ჯარში პატრიოტული სულისკვეთებით შევიდა. ომში, რომ არ დაღუპულიყო სამხედრო სამსახურს გააგრძელებდა. სურდა ჯარს გაჰყოლიდა. ბევრი მადლობა აქვს მიღებული. – ბოლოს 2008 წლის აგვისტოში იყო ჩამოსული. 5 აგვისტოს გავაცილეთ. დედამისისთვის უთქვამს: დედა, შენი გაკეთებული ხაჭაპური გამატანეო. დედამ მალხაზს ბოლო თხოვნა შეუსრულა, ამ დროს ვერც წარმოიდგენდა, რომ შვილს უკანასკნელად ხედავდა. სოფელი საკუთარ გმირს დღესაც სიამაყით იხსენებს. მალე სოფლის სკოლას გმირი მალხაზ აბაშიძის სახელი მიენიჭება.

ცხოვრობდა სოფელი ჩაისმეურნეობა ხონი


დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
რედაქტირება 10.10.2021, 12.01.2022, 11.08.2022, 11.08.2022





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-93წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


სამაჩაბლო


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა