სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ტასო აბაშიძე 1881-1958წწ.. მსახიობი. დაბ. თბილისი.

1881-1958 წწ. გარდ. 77 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი აბაშიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ტასო აბაშიძე 1881-1958წწ.. მსახიობი. დაბ. თბილისი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.(29 მარტი, 1881-15 სექტემბერი, 1958)


დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია. პროფესიული განათლება მიიღო პარიზში, ედ. შავანის მუსიკისა და დეკლამაციის სასწავლებელში.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1899 წელს თბილისის ქართულ დრამატულ დასში(სადებიუტო როლი მაშო, ნ. აზიანის "ფული და ხარისხი"). 1921 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1926–1927 წლებში მოღვაწეობდა ჭიათურის და საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. 1934-1948 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გაიანე(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ნუცა(ვ. გუნიას "აღლუმი"), ბეატრიჩე(უ. შექსპირის "აურზაური არაფრის გამო"), დირინა(მოლიერის "ტარტიუფი"),


ჟიზეფი(ბაიარისა და ვანდერბურხის "პარიზელი ბიჭი"). მონაწილეობდა ოპერეტებსა და საოპერო სპექტსკლებში, მღეროდა კარმენის(ბიზეს "კარმენი"), ქერუბინოს (მოცარტის "ფიგაროს ქორწინება"), ბეტინას(ოდრანის "მასკოტა"), პერიკოლას(ოფენბახის "მოჭიკჭიკე ჩიტები"–"პერიკოლა") არიებს. იყო საუკეთესო ტრავესტი. ვასო აბაშიძისა და მაკო აბაშიძე–საფაროვას ქალიშვილი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0