სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ასლან აბაშიძე, ასლანბეგი 1877-1924წწ საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა Аслан Ибрагимович Абашидзе

1877-1924 წწ. გარდ. 47 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი აბაშიძე სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

ასლან აბაშიძე, ასლანბეგი 1877-1924წწ საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა Аслан Ибрагимович Абашидзе

ასლან იბრაჰიმის ძე აბაშიძეასლანბეგი (დ. 1877 — გ. 1924) — გენერალი (1918). ბათუმის სადროშოს გამგებელ სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მემედ აბაშიძის ძმა.


Абашидзе, Аслан-бег (груз. ასლანბეგ აბაშიძე, Аслан Ибрагимович Абашидзе; 1877—1924) — генерал в Грузинской Демократической Республике, в 1921 году эмигрировал в Турцию.

aslan ibraimis-Ze abaSiZe (aslan-begi) (1877-1924) general-maiori (19.06.1918)



1905–1907 წლებში, რუსეთის პირველი რევოლუციის დროს მეთაურობდა საბრძოლო რაზმს. თავი გამოიჩინა ნასაკირალისა და ბათუმის ბრძოლებში 1905 წელს. 1907–1910 წლებში გადავიდა ოსმალეთში. სტამბოლში, ოტომანთა უმაღლეს სამხედრო სკოლაში მიიღო სამხედრო განათლება. 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ თავის ძმასთან ერთად ბათუმში დაბრუნდა და იბრძოდა რუსეთის იმპერიული ძალების წინააღმდეგ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ(1918 წელი, 26 მაისი) აქტიურად იღვწოდა ეროვნული ჯარის ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. 1920 წელს ბათუმში შეხვდა და დაუმეგობრდა იმჟამად  იქ მომუშავე ქაქუცა ჩოლოყაშვილს. მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და პროქართულ ორიენტაციას აჭარაში. მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. 1918 წელს ხელმძღვანელობდა მუსლიმ ქართველთა რაზმებს სომხეთთან ომში. იყო საქართველოს ეროვნული არმიის ერთადერთი გენერალი აჭარიდან. 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა და კონსტანტინოპოლის ქართველ მოახალშენეებს შეუერთდა. მას მუდმივი კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებთან და ეხმარებოდა მათ.  იყო სტამბოლის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წელს აჯანყების ორგანიზაციაში. გარდაიცვალა სტამბოლში 1924 წელს. გენერალი(1918), ბათუმის სადროშოს გამგებელ  სანჯაყ–ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მემედ აბაშიძის ძმა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.19; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.12



ბათუმის სადროშოს გამგებელ სანჯაყ–ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მემედ

აბაშიძის (1873-1937) უმცროსი ძმა.

დაიბადა ბათუმში. ასლანის მამა, თავადი იბრაიმი ფრიად განათლებული, ქართული

ორიენტაციის პიროვნება იყო. მან ხუთივე შვილს (ოთხი ვაჟი და ერთი

ქალიშვილი) კარგი განათლება მისცა ოჯახში მოწვეული მასწავლებლების სა-

შუალებით.

ყველანი ბრწყინვალედ ფლობდნენ მშობლიურ ქართულ ენას, ასევე აღმოსავლურ

და ევროპულ ენებსაც, კარგად ერკვეოდნენ პოლიტიკაში, ეკონომიკასა

და სამხედრო საქმეში.

ასლან აბაშიძე სიჭაბუკიდანვე ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

განსაკუთრებით სამხედრო საქმე ეხერხებოდა. მონაწილეობდა რუსე-

თის იმპერიის წინააღმდეგ 1905-1907 წლების რევოლუციურ გამოსვლებში.

მეთაურობდა საბრძოლო რაზმს. თავი გამოიჩინა ნასაკირალისა და ბათომის

ბრძოლებში (1905).



13

ხელისუფლების საწინააღმდეგო საქმიანობის გამო 1908 წელს ასლანი დააპატიმრეს

და ციმბირში გადაასახლეს.

იმავე წლის დეკემბერში მოახერხა გადასახლებიდან გაქცევა და მოსალოდნელი

რეპრესიების გამო იძულებული გახდა ოსმალეთში გადასულიყო. სტამბოლში

დრო უქმად არ დაუკარგავს, ოტომანთა უმაღლეს სამხედრო სკოლაში

ჩაირიცხა და სამხედრო განათლება მიიღო.

1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ მემედ და ასლან აბაშიძეები

საქართველოში დაბრუნდნენ. ასლანი მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ

რესპუბლიკას და პროქართულ ორიენტაციას აჭარაში.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ (1918 წელს) მონაწილეობდა

ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. იგი ხელმძღვანელობდა

მაჰმადიან ქართველთა რაზმებს სომხეთთან ომში 1918 წელს.

ასლან აბაშიძე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სამხედრო მონაცემებით,

სამხედრო მეთაურის სტრატეგიული ნიჭით, რისთვისაც ჯერ დაინიშნა სამხედრო

სამინისტროს დავალებათა შტაბ–ოფიცრად და მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო

წოდება.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გამოვლენილი მხედრული

ნიჭის,ვაჟკაცური შემართებისა და მამაცობისათვის, საქართველოს

დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის და შინაგან

საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის წარდგინებით, სამხედრო შტაბმა ასლან

აბაშიძეს გენერლის წოდება მიანიჭა.

ასლან აბაშიძე პირველი და ერთადერთი გენერალია აჭარიდან საქართველოს

დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში.

ხოლო შემდეგ, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის წარდგენით, 1918

წლის 19 ივნისს, გენერალ–მაიორის სამხედრო წოდება. იგი იყო საქართველოს

ეროვნული არმიის ერთადერთი გენერალი აჭარიდან.

1920 წელს ასლანი ბათომში შეხვდა და დაუმეგობრდა იმჟამად იქ მომუშავე

ქაქუცა ჩოლოყაშვილს. მათი სიახლოვე ემიგრაციაშიც გრძელდებოდა.

გენერალი აბაშიძე თავისი ათასეულით ფხიზლად იდგა ქვეყნის თავისუფლების

სადარაჯოზე ბათომსა თუ მთელ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში.

როგორც კი სიტუაცია რთულდებოდა, გენერალი თავის შენაერთს მოხალისეებით

აძლიერებდა.

ასე გაგრძელდა 1921 წლის თებერვლის ბოლომდე, სანამ დამოუკიდებელი

საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში არ წავიდა.

საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ 1921 წლის თებერვალ–

მარტში ასლან აბაშიძე თურქეთში გადასახლდა და კონსტანტინოპოლის ქართველ

მოახალშენეებს შეუერთდა.

ნოემბერ–დეკემბერში კვლავ აჭარაში იმყოფებოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ

აჯანყების მომზადების მიზნით. შემდეგ ისევ თურქეთში დაბრუნდა. მას

14

მუდმივი კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებთან და ეხმარებოდა

მათ.

იყო სტამბოლის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აქტიურად

მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების ორგანიზებაში.

ასლან აბაშიძე ტრაგიკულად დაიღუპა სტამბოლში 1924 წელს (სავარაუდოდ

მოწამლეს).

ასლან აბაშიძე ბრწყინვალე მომღერალი იყო. იგი არის ავტორი მხედრული

სიმღერისა „ასლანური“.

ასლანბეგ აბაშიძის სახელს ატარებს ბათუმის ერთ–ერთ იქუჩა.




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 5





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0