ნინო ზაქარიას ასული აბაშიძე (დ. 10 ოქტომბერი, 1910, სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი — გ. 1997) — ქართველი მწერალი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტი 1934 წელს.
პირველი მოთხრობა - "ალაზნის პირას" - გამოაქვეყნა 1947 წელს. 1953 წელს გამოვიდა კრებული: "მოთხრობები", 1963 წელს-"შეხვედრა თერგზე", 1974 წელს კიდევ "მოთხრობები" და სხვა. მისი ბოლო ნაწარმოები "დრო და სასჯელი", ეძღვნება კომუნისტური რეჟიმის პირობებში გადატანილ პირად უდიდეს ტკივილს. მასში ასახულია 20-იანი წლების საქართველოს ისტორია; ეს იყო დევნა ქართველი თავად-აზნაურობისა, მათი სრული განადგურების მიზნით. აღნიშნული ნაწარმოები მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალ "კლდეკარში"(1997,2(11)). ნინო აბაშიძე იყო პირდაპირი შთამომავალი კრწანისის ომის გმირის, იოანე კახთ-აბაშიძისა. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, მას შექმნილი აქვს მოთხრობები ილია ჭავჭავაძეზე, დავით გურამიშვილსა და ლესია უკრაინკაზე.
წყარო: ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1.-თბ., 1997. -გვ. 24.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1953-1997)
ბიბლიოგრაფია
- ერთი დღე დროთა ბრუნვაში : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 131გვ.
- შეხვედრა თერგზე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 170გვ.
- ალაზნის პირას : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადულლი, 1969. - 214გვ.
- მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1953. - 205გვ.
დაკრძალვის
ადგილი: |
საბურთალოს სასაფლაო, თბილისი. |