სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
მინდია აბაშიძე 1989-2012წწ გარდ. ავღანეთი დ. სოფ. თხილნარი ხელვაჩაური აჭარა მინდია აბაშიძე 1989-2012წწ გარდ. ავღანეთი დ. სოფ. თხილნარი ხელვაჩაური აჭარა

1990-2012 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი აბაშიძე სია

ხელვაჩაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

78       ბეჭდვა

მინდია აბაშიძე 1989-2012წწ გარდ. ავღანეთი დ. სოფ. თხილნარი ხელვაჩაური აჭარა

მინდია აბაშიძე 27.10.1989 - 10.10.2012 კაპრალი


მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეთი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური. დაიღუპა 2012 წლის 10 ოქტომბერს, ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს.

„ბიჭებო არავინ ადგეთ, დაწექით“!... უკანასნელ სიტყვებს იტყვის და ჯავშანტრანსპორტიორში თალიბების შემოგდებულ ნაღმს გადაეფარება... მისმა უკანასკნელმა გმირულმა თავგანწირვამ, სამი ქართველი ჯარისკაცი იხსნა სიკვდილისგან... მინდია აბაშიძე 22 წლის იყო...

უბრალო ჯარისკაცი ვარო, ამბობდა... არადა დედა მისი გარდაცვალების შემდეგ გაიგებს, რამდენი ჯილდო და სიგელი ჰქონდა მიღებული... ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომში იხსნა რამდენიმე თანამემამულე სიკვდილისგან და გმირის სახელით დაბრუნდა ბრძოლის ველიდან... 2011 წელს, სამშვიდობო მისიით ერაყში წასული, სიკვდილს ორჯერ გადაურჩა... პირველად თალიბების დამარხულ ნაღმზე აფეთქდა ჯავშანტრანსპორტით, მეორედ მოწინააღმდეგის ალყაში მოხვდა და ძლივს გამოაღწია...


მინდია აბაშიძე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში დაიბადა. შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2010 - 2011 წლებშიც მონაწილეობდა.

ლელა, მინდია აბაშიძის დედა: „ჭკვიანი და მხიარული ბავშვი იყო. რამე თუ სჭირდებოდა ჩემს დისშვილებს ათქმევინებდა ხოლმე. თვითონ ძალიან მორიდებული იყო. არასდროს უთქვამს, დედა ეს მინდა და მიყიდეო... სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩემი სურვილით მახინჯაურის საზღვაო კოლეჯში გააგრძელა სწავლა. გემის ძრავის მექანიკოსი იყო. კოლეჯი რომ დაამთავრა, მისი ნაცნობი ბიჭები დაიღუპნენ, გემით ჩაიძირნენ და ძალიან აიცრუა გული. გადაწყვიტა, რომ სამხედრო ცხოვრებით წასულიყო. 19 წლის იყო, რომ 2008 აგვისტოს ომში იბრძოდა. 6 დღე დაკარგული იყო. მაშინაც რამდენიმე მეგობარი დაკარგა... ბრძოლის ველიდან გამოსვლის შემდეგ, იმდენად მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი ჰქონდა მიღებული, რომ გარკვეული პერიოდი ნევროპათოლოგის დანიშნულებით ვმკურნალობდით...


თუ რამეს ხელს მოკიდებდა, გულიანად და ბოლომდე აკეთებდა. თავის საქმის ძალიან კარგი მცოდნე იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, რამდენი ქების სიგელი და ჯილდო ჰქონდა მიღებული... დედა მოუკვდეს... უბრალო ჯარისკაცი ვარო, ამბობდა... იმდენად უთქმელი ბიჭი იყო, რომ ორი წელი შეყვარებული ჰყავდა და ერაყში წასვლამდე, რამდენიმე დღით ადრე გავიგე. ის გოგონა მეც გამაცნო... მითხრა, რომ ჩამოვალ დავინიშნებიო, მაგრამ არ დასცალდა... ის გოგონა ხშირად დადის მინდიას საფლავზე...


პირველად, ერაყში რომ წავიდა, ძალიან ვნერვიულობდი, სულ მაწყნარებდა, არაფერია საშიშიო... როცა ვურეკავდით, იქაურ სიატუაციაზე არაფერს ამბობდა. რომ ჩამოვიდა, ვერც მაშინ ვათქმევინეთ რამე. სამსახურზე არ უყვარდა ლაპარაკი... მხოლოდ ერთხელ მითხრა, პატრულირების დროს თალიბების ალყაში მოვყევი და ამხანაგებმა გადამარჩინესო. მეორედ მათი ჯავშანტრანსპორტი ნაღმზე აფეთქდა და მაშინაც ძლივს გადავურჩი სიკვდილსო... მე ყოველ დარეკვაზე მამშვიდებდა, აქ არაფერია საშიშიო და რამდენჯერ გადარჩენილა თურმე სიკვდილს...

მინდიას შეეძლო, რომ ავღანეთში მეორედ არ წასულიყო... იმდენად იყო სამსახურზე შეყვარებული, რომ ჩვენ არაფერს არ გვიჯერებდა... რომ გავიგე მეორედ მოაწერა ხელი ავღანეთში წასვლას, მეც და ჩემი ხუთი ძმა, ყველა ფეხზე დავდექით, წინააღმდეგები ვიყავით. თბილისში ვაპირებდი ჩასვლას, მისი უფროსი უნდა მენახა და მეთქვა, აღარ გაუშვათ-მეთქი. მინდიას ვუთხარი, თავს მოვიკლავ, შენ თუ ავღანეთში წახვალ-მეთქი, მაგრამ ვერ გადავათქმევინეთ... წასვლამდე ცოტა ხნით არდე, დავურეკე და ვუთხარი, ახლა თბილისში მოვდივარ შენს უფროსს უნდა დაველაპარაკო-მეთქი, თავი არ მომჭრა, აქ არ მოხვიდეო-მითხრა... სულ იმას ვფიქრობ, ნეტა არ დამეჯერებინა მისთვის, თბილისში ჩავსულიყავი და მომეგვარებინა ისე საქმე, რომ არ გაეშვათ. ახლა ხომ ცოცხალი მეყოლებოდა...

ბოლოს, ავღანეთში წასვლამდე ერთი კვირით ადრე ვნახე. ერთი კვირა ბათუმში ვიყავით. მთელი დღეები ვსეირნობდით, ძალიან ბევრი ფოტო გადავიღეთ. მოწყენილი იყო და ვცდილობდი გამეხალისებინა... წასვლამდე მითხრა, მე რომ მოვკდები, ჩემს მიწის ნაკვეთში დამასაფლავეო... მაგას რატომ მეუბნები, ახლა ნუ გადამრევ-მეთქი, რა იყო დეე, გეხუმრეო...


მე თურქეთში, ერთ ოჯახში ვმუშაობდი. მინდია ბათუმიდან თბილისში გავაცილე. მეორე დღეს ავღანეთში უნდა გაფრენილიყო. მესამე დღეს, მე თურქეთში დავბრუნდი. ფრენა გადადებულა და ესემესი მომწერა, დედიკო, მე სახლში ვარ, ფრენა გადაიდოო... კიდევ შევეხვეწე, არ გინდა, არ წახვიდე-მეთქი, მაგრამ... ავღანეთში რომ გაფრინდა, რატომღაც ყველა ბიჭში მინდიას ვხედავდი. სულ ტელეფონს ვიყავი მიმჯდარი და სახლში ვრეკავდი, ბავშვის რა ისმის, ხომ არ დარეკავს-მეთქი... ბოლოს თურქეთში ესემესი მომწერა, დედიკო ძალიან მიყვარხარ, ამ ყველაფერს შენი გულისთვის ვაკეთებო...

10 ოქტომბერს გარდაიცვალა... მინდიამ ვინც გადაარჩინა ისინი მომიყვნენ, ჯავშანტრანსპორტში ნაღმი რომ შემოგვიგდეს, მინდიამ დაიყვირა, ფეხზე არავინ ადგეთო და ასაფეთქებელ მოწყობილობას გადაფარებია....

მისი გარდაცვალება ჩემი ოჯახის წევრებს რომ გააგებინეს, თურქეთში ჩემს სამსახურში დარეკეს... ოჯახის დიასახლისმა მითხრა, საქართველოდან დარეკეს, ვერ გავიგე მამაშენი თუ მეუღლე გარდაგეცვალაო... მაშინვე მივხდი, რომ მინდიას რაღაც დაემართა... მერე ჩემს უფროს ძმას დავურეკე, მითხარი რა ხდება, ძალიან ცუდად ვარ-მეთქი. მეუღლე გარდაგეცვალაო... მერე მეორე ძმასთან გადავრეკე და იმან მამა გარდაგვეცვალაო... მივხვდი, რომ მინდიას უბედურებას მიმალავდნენ და მესამე სართულიდან ვხტებოდი, ძლივს გამაკავეს... ბოლოს ჩემს უმცროს შვილს დავურეკე, მითხრა, დედიკო, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არის, მინდია დაჭრილიაო... ჩემი ოჯახის ქალბატონმა მაშინვე თვითმფრინავის ბილეთი მიყიდა და საქართველოში გადმოვფრინდი... ჩემი ძმა და ნათესავი გოგო დამხვდნენ. სასწრაფოდ მამაჩემთან მიმიყვანეთ ვნახავ და ისე წავიდეთ მინდიასთან საავადმყოფოში-მეთქი... მამაშენიც საავადმყოფოშია, ახლა შენი ქმარი გამხდარა ცუდად სასწრაფო ჰყოლიათ გამოძახებული, პირდაპირ სახლში ავიდეთო. უბანში, რომ შევედით, ძალიან ბევრი ხალხი დავინახე... მივხვდი, რომ აღარ იყო ჩემი შვილი...

ნერვიულობაზე შაქარი დამემართა და თავში სითხე ჩამიდგა. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც მდგომარეობიდან გამოვედი... ძალიან მიჭირს მის გარეშე“...


22 წლის ქართველი გმირი მინდია აბაშიძე, მშობლიური სოფლის მიწას მიაბარეს. მის საფლავზე ხშირად მიდიან თანასოფლელები, ოჯახის წევრები და ერთი გოგონა, რომელიც მინდიას მეუღლე და შვილების დედა უნდა გამხდარიყო... ცრემლი არ შრება მათ თვალზე, თუმცა გმირის მშობლების და გმირის მეგობრის სახელს თითოეული მათგანი სიამაყით ატარებს...

გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.04.2021
ბოლო რედაქტირება 04.03.2023
სულ რედაქტირებულია 3




ანტონ (დიმიტრი, ერიკ. დავით) აბაშიძე 1867-1942წწ სქემმთავარეპისკოპოსი, დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი

2 0

აბაშიძე

1 0

აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე არქიმანდრიტი 1959-2018წწ მოღვ. ბეთანიის, კარმელის მთაზე მონასტერი დაბ. გაგრა

2 0

აბაშიძე გერმოგენი (გიორგი) 1884-1937წწ მღვდელ მონაზონი მოღვ. დავით გარეჯი, რეპრესირებულია

2 0

აბაშიძე გაბრიელი (გიორგი) დაბ. 1878-დაახლ. 1930-იანი წწ. არქიმანდრიტი 1899 წელი ათონის მთა

2 0

5.7 მალაქია I (აბაშიძე) 1519-XVI საუკუნის 40-იანი წწ. აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

1 0


აბაშიძე მურთაზ მანუჩარის ძე დ. 1955წ. მსახურობს ქ. რუსთავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, და არის ამავე ტაძრთან არსებულ წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი. დაბ. რუსათვი.

2 0

5.21 მაქსიმე II (აბაშიძე)- 1776-1795 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

1 0


აბაშიძე მალაქია (გიორგი V) გარდ. 15.10.1722), იმერეთის გამგებელი 1701 წლიდან. მალაქიას სახელით ბერად

2 0

აბაშიძე ირაკლი ანტონის ძე მართლმ. მღვდელი 1850-1926წწ დაკრძ. სოფ. ჭალა (საჩხერე)

2 0

გრიგოლ აბაშიძე ივანეს ძე, 1820-1890წწ გენერალ მაიორი, ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი. დაბ. ჯიყოეთი ჭიათურა იმერეთი

2 0


აბაშიძე დავით ნიკოლოზის ძე (1821-99) რუსეთის გენერალი იმერეთი

1 0


დიმიტრი აბაშიძე როსტომის ძე 1856-1920წწ რუსეთის გენერალი იმერეთი

1 0


როსტომ აბაშიძე (ფინეზიშვილი) ნიკოლოზის ძე 1816-83წწ გენერალ მაიორი დაბ. ქუთაისი იმერეთი

1 0


ლერი აბაშიძე ივანეს ძე 1935-94წწ საბჭოთა გენერალი დაბ. ხაშური

1 0


აბაშიძე ასლან იბრაჰიმის ძე 1938წწ საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა Асла́н Ибраги́мович Абаши́дзе

1 0


ლერი აბაშიძე ივანეს-ძე 1935-94წწ საქართველოს გენერალი დაბ. ხაშური ქართლი

1 0


დიულა აბაშიძე ვაჟას ძე (1941-2004) საქართველოს გენერალი თბილისი

1 0


ასლან აბაშიძე, ასლანბეგი 1877-1924წწ საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა Аслан Ибрагимович Абашидзе

1 0


კონსტანტინე აბაშიძე გიორგის ძე (1856-1917), რუსეთის გენერალი კახეთი

6 0


ზურაბ ვლადიმერის ძე აბაშიძე 1968-92წწ გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭალა საჩხერე

3 0


გივი აბაშიძე 1960-93წწ გარდ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


დავით აბაშიძე 1955-1992წ გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

3 0


მალხაზ აბაშიძე ილიას ძე 1975-08წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ვერნები ხულო

2 0


ლევან აბაშიძე 1963-92წწ გარდ. 29 წლის ეშერა, სოხუმი. მსახიობი დაბ. თბილისი

3 0


აბაშიძე ასლან იბრაჰიმის ძე 1938წწ მილიარდელი საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა

2 0

აბაშიძე მურთაზ 1927-2004წწ. მხატვარი. სოფ.ჭალა, საჩხერე, იმერეთი.

1 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


გოჩა აბაშიძე 1937-1961წწ. მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0


დავით აბაშიძე 1924-1990წწ. მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0


ვანიკო აბაშიძე 1896-1937წწ. მსახიობი. დაბ. ქუთაისი.

1 0


ვასილ აბაშიძე 1854-1926წწ. მსახიობი დაბ. დუშეთი.

1 0


თამარ აბაშიძე 1892-1960წწ. მსახიობი. დაბ. ზესტაფონი.

1 0


ლეილა აბაშიძე 1929-2018წწ. კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. დაბ. თბილისი.

1 0


გრიგოლ აბაშიძე 1914-1994წწ მწერალი, პოეტი , დაბ.სოფ. რგანი ჭიათურა იმერეთი

3 0


ტასო აბაშიძე 1881-1958წწ.. მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0


მემედ აბაშიძე (ბეგი) 1873-1937წწ საზოგადო მოღვაწე დაბ. ბათუმი აჭარა

3 0


მერაბ აბაშიძე 1950-2000წწ მწერალი, დაბ. თბილისი.

4 0


ნინო აბაშიძე 1910-97წწ გარდ. 87 წლის, მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1953-1997), დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი კახეთი

1 0


ახმედ შუგეიბის ძე აბაშიძე 1923-1992წწ სოციალისტური შრომის გმირი (1949). დაბ. სოფ. ცხმორისი, ქედა, აჭარა

2 0

როსტომ აბაშიძე დ.1935წ. მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. ბათუმი აჭარა

1 0

6 0 2


სალომე აბაშიძე დ.1995წ. მსოფლიო პრიზიორი სამბო დაბ. ბათუმი

1 2

2 0 2


ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (1909-1992); პოეტი, აკადემიკოსი. დაბ. ხონი, იმერეთი.

10 0