კეთილაძე სპირიდონ პეტრეს ძე - მღვდელმონაზონი.
დაბ. ხონი დახვრ. 1924წ.
1894წ.
ბერი
1916წ.
წინამძრვარი
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
კეთილაძე სპირიდონ პეტრეს ძე, ბერი 1894 წლის მარტში მოვიდა ბეთანიის მონასტრის აღსადგენად. დაბადებულია ხონი. 1924წ დახვრიტესწინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა სპირიდონმა (კეთილაძე) იგი ბერად აღკვეცა და სახელად სტეფანე უწოდა. ამავე წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ბერი სტეფანე დიავნად აკურთხა.
 1851 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა და მხატვარმა გ. გაგარინმა მოინახულეს ბეთანიის ტაძარი, გაასუფთავეს იგი ქვათა გროვისაგან და თამარ მეფის ფრესკაც გამოჩნდა. შემორჩენილია იმდროინდელი ტაძრის ფოტოც, სადაც ჩანს, რომ მანამდე ვიღაც, საკუთარი ძალებით ცდილობდა სავანე აღედგინა. XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიის მონასტერში კვლავ მივიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. აი, რას წერს არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) თავის მოგონებებში: „ისმინეთ, აწ თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყობერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო, ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედასა — მარინე. ამ ბერმა სპირიდონმა მოისურვა ბეთანიის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანიის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტში, მარტის თვეში მოვიდა. გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვახოლოვო. თითონ რითი უნდა განაახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ავად ცოლი ვანო აფციაურსა (ღვდეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანიის მონასტრისა. ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ. ესრეთ ღვთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა“. როგორც ამ ჩანაწერიდან ირკვევა, მონასტრის პირველი აღმდგენელი მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) იყო. მამა სპირიდონი — ერისკაცობაში სოლომონ კეთილაძე XIX ს-ის 80-იან წლების ბოლოს შიომღვიმის მონასტერში მივიდა მორჩილად. 1891 წლის დიდმარხვაში ბერად აღიკვეცა და სახელად სპირიდონი ეწოდა. ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს. 1892 წლის დასაწყისში მღვდლად .. დაასხეს ხელი და ზედაზენის მონასტერში გადაიყვანეს. 1894 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას მან ბეთანიის მონასტერში გადაყვანა სთხოვა; თხოვნა დააკმაყოფილეს.
|
არევაძე დოსითე - ბერი.
1896წ.
ბერი
სრულად ნახვა
|
გულაია ნეოფიტე (შერენდი) - მონაზონი.
დაბ. სოფ. ორსანტია, ზუგდიდი 1894-1937წწ ბიოგრაფია
1913წ.
მონაზონი
სრულად ნახვა
|
გიგოლაშვილი სტეფანე (სვიმონ) ნიკოლოზის ძე - იღუმენი.
დაბ. სოფ. იყალთო (თელავი) 1879-1959წწ დაკრძ. იყალთო ბიოგრაფია
1914წ.
ბერი
სრულად ნახვა
|
ზურაბიშვილი ათანასე (ალექსანდრე) მიხეილის ძე - მღვდელმონაზონი.
1856-1916წწ დაკრძ. ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.
1914-1916წ.
ღვთივგანისვენა
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
ზურაბიშვილი ათანასე მღვდელმონაზონი საქართველოს ეგზარქოსად მყოფმა პალადიმ (რაევი) იხილა რა მშვენიერება მუსხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა, მოისურვა მისი სამრევლოდ გადაქცევა, ხოლო საფარის ტაძრისა — მონასტრად. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის მონასტერში განამწესეს ქართველი, ზედაზნის მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ზურაბაშვილი) სამი მორჩილით.
მღვდელ-მონაზონი ათანასე — ერისკაცობაში ალექსანდრე მიხეილის ძე ზურაბაშვილი 1856 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტყოფის მონასტერში ისწავლა. 1880 წლის 11 ივნისს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1885 წლის 15 დეკემბერს ეგზარქოსების კარის ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ათანასე უწოდეს. 1886 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 1 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზედაზენის მონასტერში განამწესეს. 1889 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის მონასტერში გადაიყვანეს. 1892 წლის 17 ნოემბერს ქვათახევის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1899 წლის 18 ივნისს გათავისუფლდა ხაზინადრის თანამდებობიდან. 1899 წლის 6 სექტემბერს ალავერდის მონასტერში განამწესეს. 1900 წლის 10 იანვარს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1905 წლის 15 ივნისს ხირსის მონასტერში განამწესეს და პერიოდულად ბოდბის დედათა მონასტერში წირვა-ლოცვის შესრულება დაევალა. 1914 წლის 16 დეკემბერს ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან. მამა ათანასე დროებით თბილისში დასახლდა. 1916 წლის 11 მარტს იგი ქოლერით გარდაიცვალა. დაასაფლავეს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.
|
კეთილაძე სპირიდონ პეტრეს ძე - მღვდელმონაზონი.
დაბ. ხონი დახვრ. 1924წ.
1894წ.
ბერი
1916წ.
წინამძრვარი
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
კეთილაძე სპირიდონ პეტრეს ძე, ბერი 1894 წლის მარტში მოვიდა ბეთანიის მონასტრის აღსადგენად. დაბადებულია ხონი. 1924წ დახვრიტესწინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა სპირიდონმა (კეთილაძე) იგი ბერად აღკვეცა და სახელად სტეფანე უწოდა. ამავე წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ბერი სტეფანე დიავნად აკურთხა.
 1851 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა და მხატვარმა გ. გაგარინმა მოინახულეს ბეთანიის ტაძარი, გაასუფთავეს იგი ქვათა გროვისაგან და თამარ მეფის ფრესკაც გამოჩნდა. შემორჩენილია იმდროინდელი ტაძრის ფოტოც, სადაც ჩანს, რომ მანამდე ვიღაც, საკუთარი ძალებით ცდილობდა სავანე აღედგინა. XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიის მონასტერში კვლავ მივიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. აი, რას წერს არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) თავის მოგონებებში: „ისმინეთ, აწ თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყობერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო, ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედასა — მარინე. ამ ბერმა სპირიდონმა მოისურვა ბეთანიის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანიის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტში, მარტის თვეში მოვიდა. გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვახოლოვო. თითონ რითი უნდა განაახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ავად ცოლი ვანო აფციაურსა (ღვდეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანიის მონასტრისა. ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ. ესრეთ ღვთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა“. როგორც ამ ჩანაწერიდან ირკვევა, მონასტრის პირველი აღმდგენელი მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) იყო. მამა სპირიდონი — ერისკაცობაში სოლომონ კეთილაძე XIX ს-ის 80-იან წლების ბოლოს შიომღვიმის მონასტერში მივიდა მორჩილად. 1891 წლის დიდმარხვაში ბერად აღიკვეცა და სახელად სპირიდონი ეწოდა. ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს. 1892 წლის დასაწყისში მღვდლად .. დაასხეს ხელი და ზედაზენის მონასტერში გადაიყვანეს. 1894 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას მან ბეთანიის მონასტერში გადაყვანა სთხოვა; თხოვნა დააკმაყოფილეს.
|
მაისურაძე წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) - არქიმანდრიტი.
დაბ. ცხინვალი 1882-1957წწ ბიოგრაფია
1920-1957წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
ფირცხალავა/ფირცხელავა ვასილ (ბასილ) - მღვდელმონაზონი.
1956წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
შეყლაშვილი იოანე - არქიმანდრიტი.
1982წ.
მდგომარეობით
იღუმენი
სრულად ნახვა
შეყლაშვილი იოანე იღუმენი, 1982 წლის აღწერით ბეთანიის მონასტრის წინამძღოლი საპატრიარქოს უწყებანი N29 8-14ოქტომბერი 2009წ გვ. 20 შიომღვიმის მონასტრის ხელახალი ამოქმედება კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ 80-იან წლებში და მისი თანამედროვე მდგომარეობა
XX საუკუნის 70-იან წლებში შიომღვიმის მონასტერში ჩატარდა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში აღდგა საყრდენი კედლები, მოიხსნა გვიანდელი შელესილობა, კანკელი გადაეცა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, გაკეთდა ღვარსაშვები, აღდგა სატრაპეზო და გალავანი. მონასტრის ხელახალ ამოქმედებაზე ზრუნვას 1978 წლიდანვე შეუდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. მისი ლოცვა-კურთხევით მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი სტუდენტებთან ერთად ხშირად ადიოდა მიტოვებულ მონასტერში. ასუფთავედნენ, ღირსი მამის საფლავზე პარაკლისებს იხდიდნენ და ყურადღებას აქცევდნენ იქაურობას. მხოლოდ 1987 წელს მოხერხდა აქ ბერების გაგზავნა და მონასტრის კვლავ დაფუძნება. მისი პირველი წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი იოანე (შეყლაშვილი) რომელიც 1991 წელს არქიმანდრიტმა გიორგიმ (ბარიშვილი) შეცვალა. 1997 წლის მაისიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე).
|
წულაია ანტონი - მორჩილი.
1982წ.
მდგომარეობით
მორჩილი
სრულად ნახვა
|
სოხაძე ევსევი - ბერდიაკონი.
1982წ.
მდგომარეობით
ბერდიაკონი
სრულად ნახვა
|
წულაია გაბრიელი (ანატოლი) - მღვდელმონაზონი.
1982წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
წულაია გაბრიელი მღვდელმონაზონი, სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.52 1954 წელს ბეთანიის მონასტერში მივიდა ვასილ ფირცხალავა, რომელიც ერთი წლის შემდეგ ბასილის სახელით ბერად აღკვეცეს და კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკის (ფხალაძე) მიერ მღვდლად დაასხეს ხელი. მამა ბასილი 1960 წელს, ადრეულ ასაკში აღესრულა. 1957 წელს გარდაიცვალა არქიმანდრიტი იოანე, ხოლო 1962 წელს კი მონასტრის უკანასკნელი წევრი არქიმანდრიტი გიორგი, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დიდ სქემაში აღიკვეცა იოანეს სახელით. მათი წმინდა სხეულები ბეთანიის მონასტრის ეზოში განისვენებს. 2003 წლის 18 აგვისტოს წმინდა სინოდის განჩინებით ისინი წმიდათა დასში შეირაცხნენ, აღმსარებელი მამების სახელით. ხსენების დღე დ დაწესდა 21 სექტემბერი. 1962 წლიდან ბეთანიის მონასტერი დროებით დაიხურა. მას მხოლოდ ერთი დარაჯი, იქვე მცხოვრები, აწ გარდაცვლილი ვანო წიკლაური უვლიდა. 1978 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მართლაც რომ სასწაულებრივად შეძლო იქ ორი ბერის გაგზავნა. იგი პირველი მამათა მონასტერი იყო, რომელიც ხანგრძლივი სულიერი ზამთრის შემდეგ გაიხსნა. მონასტერში მალე ჩამოყალიბდა პატარა საძმო, რომელმაც ნელ-ნელა შეძლო იქაურობის აღდგენა-გალამაზება და წირვა-ლოცვის განახლება. 1982 წლის აღწერით მონასტრის საძმო შემდეგ წევრებს ითვლიდა: იღუმენი იოანე (შეყლაშვილი), მღვდელ-მონაზონი გიორგი (ბედოშვილი), ბერ-დიაკონი ევსევი (სოხაძე), მორჩილი ანატოლი წულაია (ამჟამად მღვდელ-მონაზონი გაბრიელი, მოღგაწეობს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში). მამა იოანე 1987 წლამდე წინამძღვრობდა ბეთანიის მონასტერს, მის შემდეგ მონასტერს წინამძღვრობდნენ: არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე, მღვდელ-მონაზონი ანგია (ჩოხელი), არქიმანდრიტი საბა (კუჭავა). 2007 წლის 4 დეკემბრიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი იაკობი (ბანძელაძე). მონასტრის საძმოს წევრები არიან იღუმენი ნაომი (ვაჭრიძე), მღვდელ-მონაზონი ლაზარე (ლიპარტელიანი), ბერი ლაზარე (გოგუაძე), ბერი ნიკოლოზი (მალაზონია), მორჩილი გიორგი მეტრეველი.
|
ბედოშვილი გიორგი - მღვდელმონაზონი.
1982წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
ბურდილაძე ანტონი (გურამი) - არქიმანდრიტი.
1941-2019წწ
1985-1991წ.
ბერი
სრულად ნახვა
არქიმანდრიტი ანტონი (ბურდილაძე) დაიბადა 1949 წელს. 1985 წლიდან ცხოვრობდა ბეთანიის მონასტერში, 1989 წელს აღიკვეცა ბერად ამავე მონასტერში. 1991 წელს შიო-მღვიმის მონასტერში აკურთხეს ბერ-დიაკვნად. ამავე წელს მეუფე დავითმა ალავერდელმა აკურთხა მღვდელ-მონაზვნად. შემდეგ მამა ანტონი მსახურობდა მარტყოფის მონასტერში, შემდეგ კი – ბოდბის ეპარქიაში, 2001 წლიდან მსახურობდა ცაგერისა და სვანეთის ეპარქიაში, 2002 წლიდან ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმსახური იყო. ბურდილაძე ანტონი არქიმანდრიტი ლენტეხისა და ცაგერის ეპარქია 2010წ. ფოტო 
|
ბანძელაძე იაკობი - არქიმანდრიტი.
2006 წლის 19 ნოემბერს, იღუმენის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვდა. 2007 წლის 04 დეკემბერს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად დადგინდა.
2007წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
ბანძელაძე იაკობი არქიმანდრიტი, ბეთანიის ღვთისმშობლის შობის მონასტერი 2005წ. მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 12 დაჯილდოება 19 ნოემბერს _ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბეთანიის მონასტრის მღვდელმონაზონი იაკობი (ბანძელაძე), მამკოდის მონასტრის მოძღვარი, მღვდელმონაზონი სვიმონი (სოხაძე) და მღვდელმონაზონი იოანე (სვანიძე) იღუმენის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.
დაჯილდოება
4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის იღუმენი იაკობი (ბანძელაძე) — მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და მონასტრის წინამძღვრად დადგინდა; მამკოდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის იღუმენი სვიმონი (სოხაძე) — მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და მონასტრის წინამძღვრად დადგინდა; წმინდა იოანე ზედაზნელის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (ოტიაშვილი) — მიენიჭა იღუმენის წოდება, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და დადგინდა მონასტრის წინამძღვრად; ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) — მიენიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
|
ლიპარტელიანი ლაზარე - მღვდელმონაზონი.
2006 წლის 18 დეკემბერს ბერად აღკვეცა. 2007წ. ბეთანიის მამათა მონასტერი
2007წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
ლიპარტელიანი ლაზარე მღვდელმონაზონი, 2007წ. ბეთანიის მამათა მონასტერიკურთხევა 18 დეკემბერს არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) კრწანისის საბა განწმედილის სახელობის მონასტერში ბერად აღკვეცა: მორჩილი გიორგი (ლიპარტელიანი) და სახელად უწოდა ლაზარე, მორჩილი თეიმურაზი (მალაზონია) და უწოდა ნიკოლოზი, მორჩილი დიმიტრი (ბუაძე) და უწოდა ათანასე, მორჩილი დავითი (მიგრიაული) და უწოდა საბა. ბერი საბა იმსახურებს კრწანისის საბა განწმედილის მონასტერში, ბერი ათანასე მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერში, ხოლო ბერი ლაზარე და ბერი ნიკოლოზი ბეთანიის მამათა მონასტერში. იმავე დღეს არქიმანდრიტმა საბამ მორჩილის კაბით შემოსა გიორგი (გივი) მეტრეველი და იოანე (მერაბ) ზარიძე, რომლებიც მორჩილებას ბეთანიის მონასტერში გაივლიან. სამონაზვნედ კურთხევა 16 დეკემბერს ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) სამონაზვნეებად აკურთხა ჯიხეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტრის მორჩილები: სიდონია ვერულაშვილი (სახელად უწოდა ანა) და ქეთევან დათებაშვილი (სახელად უწოდა სოფიო).
|
გოგუაძე ლაზარე - მღვდელმონაზონი.
2007წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
მალაზონია ნიკოლოზი - ბერი.
2006 წლის 18 დეკემბერს ბერად აღკვეცა. 2007წ. ბეთანიის მამათა მონასტერი
2007წ.
ბერი
სრულად ნახვა
ვიდეო ქსენოგრაფისგან

მალაზონია ნიკოლოზი ბერი, 2007წ. ბეთანიის მამათა მონასტერი კურთხევა 18 დეკემბერს არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) კრწანისის საბა განწმედილის სახელობის მონასტერში ბერად აღკვეცა: მორჩილი გიორგი (ლიპარტელიანი) და სახელად უწოდა ლაზარე, მორჩილი თეიმურაზი (მალაზონია) და უწოდა ნიკოლოზი, მორჩილი დიმიტრი (ბუაძე) და უწოდა ათანასე, მორჩილი დავითი (მიგრიაული) და უწოდა საბა. ბერი საბა იმსახურებს კრწანისის საბა განწმედილის მონასტერში, ბერი ათანასე მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერში, ხოლო ბერი ლაზარე და ბერი ნიკოლოზი ბეთანიის მამათა მონასტერში. იმავე დღეს არქიმანდრიტმა საბამ მორჩილის კაბით შემოსა გიორგი (გი- ვი) მეტრეველი და იოანე (მერაბ) ზარიძე, რომლებიც მორჩილებას ბეთანიის მონასტერში გაივლიან. სამონაზვნედ კურთხევა 16 დეკემბერს ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) სამონაზვნეებად აკურთხა ჯიხეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტრის მორჩილები: სიდონია ვერულაშვილი (სახელად უწოდა ანა) და ქეთევან დათებაშვილი (სახელად უწოდა სოფიო).
|
მეტრეველი კიპრიანე (გიორგი) - იეროდიაკონი.
2007წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
მეტრეველი კიპრიანე (გიორგი) იეროდიაკონი 1967-2022წწ დაკრძ. ვეჯინის (გურჯაანი) ლავრა სასაფლაოზე 2022წ. ვეჯინი (გურჯაანი) ლავრა, 

მარცხნივ იეროდიაკონი კიპრიანე მეტრეველი, მონაზონი კიკნაველიძე ევაგრე (ბაკური) დავითის ძე 
საფლავის წარწერა გადაღებულია ვეჯინის (გურჯაანი) ლავრის სასაფლაოზე მეტრეველი კვიპრიანე ბერდიაკონი,გურჯაანის და ვესლისციხის ეპარქია, 2008 წლის მდგომარეობით
|
ვაჭარიძე ნაუმი - იღუმენი.
2007 წლის 04 დეკემბერს, ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი, მიენიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
2007წ.
იღუმენი
სრულად ნახვა
დაჯილდოება
4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის იღუმენი იაკობი (ბანძელაძე) — მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და მონასტრის წინამძღვრად დადგინდა; მამკოდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის იღუმენი სვიმონი (სოხაძე) — მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და მონასტრის წინამძღვრად დადგინდა; წმინდა იოანე ზედაზნელის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (ოტიაშვილი) — მიენიჭა იღუმენის წოდება, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და დადგინდა მონასტრის წინამძღვრად; ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი ნაუმი (ვაჭრიძე) — მიენიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
|
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |