19 ნოემბერს _ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბეთანიის მონასტრის მღვდელმონაზონი იაკობი (ბანძელაძე), მამკოდის მონასტრის მოძღვარი, მღვდელმონაზონი სვიმონი (სოხაძე) და მღვდელმონაზონი იოანე (სვანიძე) იღუმენის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.