1982წ. მორჩილი ბეთანია მამათა მონასტერი
2014წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია
წულაია გაბრიელი მღვდელმონაზონი, სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.521954 წელს ბეთანიის მონასტერში მივიდა ვასილ ფირცხალავა, რომელიც ერთი წლის შემდეგ ბასილის სახელით ბერად აღკვეცეს და კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკის (ფხალაძე) მიერ მღვდლად დაასხეს ხელი. მამა ბასილი 1960 წელს, ადრეულ ასაკში აღესრულა. 1957 წელს გარდაიცვალა არქიმანდრიტი იოანე, ხოლო 1962 წელს კი მონასტრის უკანასკნელი წევრი არქიმანდრიტი გიორგი, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დიდ სქემაში აღიკვეცა იოანეს სახელით. მათი წმინდა სხეულები ბეთანიის მონასტრის ეზოში განისვენებს. 2003 წლის 18 აგვისტოს წმინდა სინოდის განჩინებით ისინი წმიდათა დასში შეირაცხნენ, აღმსარებელი მამების სახელით. ხსენების დღე დ დაწესდა 21 სექტემბერი. 1962 წლიდან ბეთანიის მონასტერი დროებით დაიხურა. მას მხოლოდ ერთი დარაჯი, იქვე მცხოვრები, აწ გარდაცვლილი ვანო წიკლაური უვლიდა. 1978 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მართლაც რომ სასწაულებრივად შეძლო იქ ორი ბერის გაგზავნა. იგი პირველი მამათა მონასტერი იყო, რომელიც ხანგრძლივი სულიერი ზამთრის შემდეგ გაიხსნა. მონასტერში მალე ჩამოყალიბდა პატარა საძმო, რომელმაც ნელ-ნელა შეძლო იქაურობის აღდგენა-გალამაზება და წირვა-ლოცვის განახლება. 1982 წლის აღწერით მონასტრის საძმო შემდეგ წევრებს ითვლიდა: იღუმენი იოანე (შეყლაშვილი), მღვდელ-მონაზონი გიორგი (ბედოშვილი), ბერ-დიაკონი ევსევი (სოხაძე), მორჩილი ანატოლი წულაია (ამჟამად მღვდელ-მონაზონი გაბრიელი, მოღგაწეობს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში). მამა იოანე 1987 წლამდე წინამძღვრობდა ბეთანიის მონასტერს, მის შემდეგ მონასტერს წინამძღვრობდნენ: არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე, მღვდელ-მონაზონი ანგია (ჩოხელი), არქიმანდრიტი საბა (კუჭავა). 2007 წლის 4 დეკემბრიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი იაკობი (ბანძელაძე). მონასტრის საძმოს წევრები არიან იღუმენი ნაომი (ვაჭრიძე), მღვდელ-მონაზონი ლაზარე (ლიპარტელიანი), ბერი ლაზარე (გოგუაძე), ბერი ნიკოლოზი (მალაზონია), მორჩილი გიორგი მეტრეველი.