|
ქიქოძე ბესარიონი (ბასილი) მაქსიმეს ძე - სქემმონაზონი.
დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი 1807-1893წწ ბიოგრაფია
1835-1893წ.
სქემმონაზონი
|
|
ქიოტიშვილი ბენედიქტე - სქემმონაზონი.
1862წ.
ღვთივგანისვენა
სქემმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ბარკალაია ბენედიქტე (ვახტანგი) - სქემიღუმენი.
1834-1911წწ ბიოგრაფია
1866-1900წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
კეთილაძე სპირიდონ პეტრეს ძე - მღვდელმონაზონი.
დაბ. ხონი 1855-1937წწ ბიოგრაფია;
1880-იანიწ.
მორჩილი
სრულად ნახვა
კეთილაძე სპირიდონ პეტრეს ძე, ბერი 1894 წლის მარტში მოვიდა ბეთანიის მონასტრის აღსადგენად. დაბადებულია ხონი. 1937წ დახვრიტეს
წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა სპირიდონმა (კეთილაძე) იგი ბერად აღკვეცა და სახელად სტეფანე უწოდა. ამავე წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ბერი სტეფანე დიავნად აკურთხა.
 1851 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა და მხატვარმა გ. გაგარინმა მოინახულეს ბეთანიის ტაძარი, გაასუფთავეს იგი ქვათა გროვისაგან და თამარ მეფის ფრესკაც გამოჩნდა. შემორჩენილია იმდროინდელი ტაძრის ფოტოც, სადაც ჩანს, რომ მანამდე ვიღაც, საკუთარი ძალებით ცდილობდა სავანე აღედგინა. XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიის მონასტერში კვლავ მივიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. აი, რას წერს არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) თავის მოგონებებში: „ისმინეთ, აწ თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყობერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო, ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედასა — მარინე. ამ ბერმა სპირიდონმა მოისურვა ბეთანიის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანიის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტში, მარტის თვეში მოვიდა. გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვახოლოვო. თითონ რითი უნდა განაახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ავად ცოლი ვანო აფციაურსა (ღვდეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანიის მონასტრისა. ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ. ესრეთ ღვთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა“. როგორც ამ ჩანაწერიდან ირკვევა, მონასტრის პირველი აღმდგენელი მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) იყო. მამა სპირიდონი — ერისკაცობაში სოლომონ კეთილაძე XIX ს-ის 80-იან წლების ბოლოს შიომღვიმის მონასტერში მივიდა მორჩილად. 1891 წლის დიდმარხვაში ბერად აღიკვეცა და სახელად სპირიდონი ეწოდა. ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს. 1892 წლის დასაწყისში მღვდლად .. დაასხეს ხელი და ზედაზენის მონასტერში გადაიყვანეს. 1894 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას მან ბეთანიის მონასტერში გადაყვანა სთხოვა; თხოვნა დააკმაყოფილეს.
|
|
მოლარიშვილი გიორგი ( გრიგოლ), - არქიმანდრიტი.
დაბ. ოზურგეთი 1852-1919წწ
1889წ.
ბერდიაკონი
სრულად ნახვა
|
|
რატიანი გრიგოლი (გიორგი) - სქემმონაზონი.
1820-1890წწ
1890წ.
სქემმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ახვლედიანი ქრისტეფორე სიმონის ძე - სქემმღვდელმონაზონი.
1893წ.
სქემმღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
შელია იოსები (იესე) - მღვდელმონაზონი.
1850-1916წწ ბიოგრაფია
1897-1904 წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
გოგოლაშვილი გერასიმე - სქემმღვდელმონაზონი.
გარდ. 1899 წ. 25 დეკემბერს, ათონის ივერიის მონასტრის კუთვნილ წმიდა იოანნე ღვთისმეტყველის სენაკი
1899წ.
ღვთივგანისვენა
სქემმღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
კეთილაძე სერაპიონ - ბერი.
1900წ.
-იანი წლები
ბერი
სრულად ნახვა
|
|
გობეჩია სვიმეონი - მღვდელმონაზონი.
1900წ.
იანი წლები
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
გობეჩია ანდრია - მღვდელმონაზონი.
1921წ. წარჩეს მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში,
1900წ.
იანი წლები
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ნადარეიშვილი ლუკა (ლევან) ოტიას ძე - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ. ონტოფო (აბაშა) 1878-1954წწ ბიოგრაფია
1900წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
მაისურაძე წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) - არქიმანდრიტი.
დაბ. ცხინვალი 1882-1957წწ ბიოგრაფია
1903-1920წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ერისთავი თეოდოსი - სქემმღვდელმონაზონი.
1905წ.
ღვთივგანისვენა
სქემმღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ჯაფარიძე პავლე (პახუმ პლატონის ძე ) - ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსი.
1888-1929წწ ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ხრეითი ჭიათურა ბიოგრაფია დაკრძ. სვეტიცხოველში
1906-1910წ.
ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსი
სრულად ნახვა

ეს უნიკალური ფოტო გადაღებულია 1922 წელს მცხეთაში სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ საკათალიკოსო სახლის წინ. მასზე გამოსახულნი არიან: I რიგში მარცხნიდან: სვეტიცხოვლის არქიმანდრიტი პავლე (ჯაფარიძე), შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი; ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი იოანე (მარგიშვილი); საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია); ჭყონდიდელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე); ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; II რიგში: სტუდენტი გაბრიელ ჩაჩანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი); მთავარდიაკვანი სიკო (სიმონ) მონასელიძე; დიაკონი ნიკოლოზი; დეკანოზი ლ. ნათიძე; მღვდელ-მონაზონი ეფრემი (სიდამონიძე), შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ქალბატონ ნანა ძიძოძეს. 
საპატრიარქოს უწყებანი N21 11-17ივნისი 2004წ გვ.20 ქართველი ბერები ათონის მთაზე. 1908 წელი. ბერი გიორგი (დარჩია) - შემდგომში არქიმანდრიტი და ბერი პავლე (ჯაფარიძე) შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი. ორივე ქართველი ბერი მოღვაწეობდაათონის წმიდა მთაზე, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში. სამწუხაროდ, იქ შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ორივეს მოუწია ათონის წმიდა მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მამა გიორგი დარჩია მოღვაწეობდა სამეგრელოში. 1930-იან წლებში უღმერთო ხელისუფლებამ დახვრიტა. ხოლო მამა პავლე ჯაფარიძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის არქიმანდრიტი იყო. 1924 წელს ხელდასხმულ იქნა წილკნელ ეპისკოპოსად. გარდაიცვალა 1929 წელს. ფოტო მოგვაწოდა ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის დისშვილმა, ქალბატონმა ჟუჟუნა სიჭინავამ.
|
|
დარჩია გიორგი - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ. ჯუმათი, ოზურგეთი 1869-1937წ. რეპრესირებულია, ბიოგრაფია
1908წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
წულაია გიორგი - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ. ათარა, ოჩამჩირე, აფხაზეთი 1881-25.03.1938წწ
1910წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
ჩაჩუა იაკობი - მღვდელმონაზონი.
1919წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
შენგელია იოანე - ბერი.
1869 -1919 წლებში ათონის ივერიის მონასტრის კუთვნილ წმიდა იოანნე ღვთისმეტყველის სენაკი
1919წ.
ბერი
სრულად ნახვა
|
|
ხოშტარია იოანე (იონა ?) - სქემმონაზონი.
სუჯუნიდან. გარდ. 1919 წ. წინამძღვარი ათონის ივერიის მონასტრის კუთვნილ წმიდა იოანნე ღვთისმეტყველის სენაკი;
1919წ.
ღვთივგანისვენა
სქემმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
გვაზავა მათე - სქემმონაზონი.
1926წ.
სქემმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
გვაზავა ათანასე - სქემმონაზონი.
გარდ. 1942წელს
1926წ.
სქემმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ბაღდავაძე სიმონ - ბერი დიდსქემოსანი.
დაბ. სოფ. ჭყვიში, ვანი 1857-1942წწ წმინდა პანტელეიმონის მონასტრი 1930 იანი წლები, ათონის მთა. ბიოგრაფია
1930წ.
-იანი წლები
ბერი დიდსქემოსანი
სრულად ნახვა
|
|
ფაღავა ტიხონი - ბერი.
ივერთა მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერი
1956წ.
ღვთივგანისვენა
ბერი
სრულად ნახვა
ფაღავა ტიხონი ივერთა მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერი აღესრულა 1956 წელს.
|
|
შერაზადიშვილი ტიხონი - სქემმონაზონი.
1956წ.
ღვთივგანისვენა
სქემმონაზონი
სრულად ნახვა

შერაზადიშვილი ტიხონი, სქემმონაზონი 1868-1956წწ ივერთა მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერი აღესრულა 1956 წელს. 1869 -1919 წლებში ათონის ივერიის მონასტრის კუთვნილ წმიდა იოანნე ღვთისმეტყველის სენაკში მოღვაწე ქართველ ბერთა სია: 1869 -1919 წლებში ათონის ივერიის მონასტრის კუთვნილ წმიდა იოანნე ღვთისმეტყველის სენაკში მოღვაწე ქართველ ბერთა სია: მღვდელ-მონაზონნი: 1. ბენედიქტე (ბარკალაია. გარდ. 1911 წ.) - წინამძღვარი 2. თეოდოსი (ერისთავი, გაენათიდან. გარდ. 1905 წ. 25 მაისს) - სულიერი მოძღვარი 3. გერასიმე (გოგოლაშვილი, გაენათიდან. გარდ. 1899 წ. 25 დეკემბერს) 4. იონა (ხოშტარია, სუჯუნიდან. გარდ. 1919 წ.) - წინამძღვარი 5. იოანნე (კახეთიდან იოანნე ნათლისმცემლის მონასტრიდან) 6. გაბრიელი (აბაშიძე, გურიიდან.1919 წ. უკვე 100 წელს იყო გადაცილებული)). 7. მიტროფანე 8. მიქაელი 9. ათანასე (ბაქრაძე, გარდ1908 წ. 25 იანვარს) 10. ბესარიონი (სამეგრელოდან) 11. ანდრია (გობეჩია) 12. სვიმეონი (ბაღდავაძე) - წინამძღვარი ბერდიაკონნი: 13. ნიკიფორე (გურიიდან) 14. გიორგი (ოზურგეთიდან) დიდი სქემოსანი მონაზონნი: 15. ლუკა (თბილისიდან) 16. გერასიმე (საჭყონდიდლოდან) 17. გერმანე (ხობიდან) 18. კირილე (სამეგრელოდან) 19. ზაქარია (პატარაია, ბანძიდან) 20. არსენი (კახეთიდან) 21. პართენი (გორიდან) 22. რომანოზი (რაჭიდან) 23. სვიმონი (აბაშიძე, ხონიდგან) 24. ფილარეტი (რაჭიდან) 25. ტიხონი (შერაზადაშვილი, ცხინვალიდან. გარდ. 1955 წ.) 26. ათანასე (გვაზავა, გარდ. 1942 წ.28 იანვარს) 27. მათე ((გვაზავა) 28. იაკობ (ჩაჩუა, სუჯუნიდან, 1919 წელს დაბრუნდა საქართველოში) 29. პანკრატი 30. მარკოზ (ნადარეიშვილი, სამეგრელოდან) 31. პახუმი (ხეთიდგან) 32. ბართლომე (რაჭიდან. გარდ. 1932 წ. 4 სექტემბერს) მონაზონნი: 33. იოაკიმე შენგელაია, ილორიდან) 34. იოანნე (მაისურაძე, რაჭიდან) 35. მიქაელი (კოდორიდან) 36. ბარნაბა (სამიქაოდგან) 37. პიმენი (ასათიანი, ქუთაისიდან) 38. დიმიტრი (ზუგდიდიდან) 39. პანტელეიმონი (კოდორიდამ) 40. მაკარი (სამეგრელოდან) 41. იოანნე (ჭანტურია) 42. დიონისი (საჭყონდიდლოდან) 43. სერაპიონ (კეთილაძე) 44. გიორგი (დარჩია) 45. პავლე (ჯაფარიძე) 46. სიმონ (ჩიჩუა) მორჩილნი: 47. მიხეილ (ოზურგეთიდან) 48. მალაქია (ბეთლემელი) 49. სოლომონ მგალობელი ( იმერეთიდან ხონელი) ეს სია, რა თქმა უნდა, არ არის სრული. აქ ჩამოთვლილ და სხვა აქ არ დასახელებულ ბერთა ბიოგრაფიულ ცნობებს აგროვებს ბატონი ლუარსაბ ტოგონიძე და მალე გამოსცემს მრავალტომეულ ნაშრომს ამ სენაკის და მის მაცხოვრებელთა დეტალური ისტორიით.
/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/
|
|
აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე - არქიმანდრიტი.
დაბ. გაგრა 1959-2018წწ მოღვ. 1986-97წლებში ბეთანიის მონასტრის, ხოლო 1998-2018 წლებში კარმელის მთის მონასტრის წინამძღვარი
1997წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა

აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე არქიმანდრიტი. დაიბადა 1959 წლის 23 ივლისს გაგრაში. 1984 წლიდან ცხოვრობდა ბეთანიის მონასტერში. 1986 წლის ბოლოდან 1997 წლის 14 იანვრამდე იყო ბეთანიის მონასტრის წინამძღვარი. მიიცვალა 2018 წლის 17 აგვისტოს. 1997 წლის მაისში მან პატრიარქის კურთხევით დააარსა ჯერ ტაბარუკის ღმრთისმშობლის შობის სკიტე სოფელ ტაბარუკში, ხოლო 1998 წლის სექტემბერში დაიწყო (ჩვენ სამთან - მის სულიერ შვილებთან ერთად) დაიწყო აღდგომის მამათა მონასტრის შენება კარმელის მთაზე (ზღვის დონიდან 1280 მეტრ.), ტაბარუკის მიდამოებში. ტაბარუკი მცხეთის რაიონია. მიიცვალა კარმელის მთაზე და აქვეა დაკრძალული 

აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე არქიმანდრიტი 1959-2018წწ მოღვ. 1959-2018წ. 1986-97წლებში ბეთანიის მონასტრის, ხოლო 1998-2018 წლებში კარმელის მთის მონასტრის წინამძღვარი დაბ. გაგრა დაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა მოსკოვის ერთ-ერთი ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
მოსკოვში სწავლის დროს შეუერთდა მაშინდელ ახალგაზრდულ ჰიპურ მოძრაობას. 1984 წლის 11 მარტს, დიდ მარხვაში, მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს, 24 წლის ასაკში მოინათლა მოსკოვის ილია წინასწარმეტყველის ეკლესიაში (Храм Илии Пророка Обыденного). 1984 წლის 20 მარტს ჩავიდა ბეთანიის მამათა მონასტერში, სადაც დაჰყო 1997 წლამდე. 1986 წელს აღიკვეცა ბერად და უწმიდესის ილია მეორის კურთხევით სახელად ეწოდა ლაზარე. ამავე წლის ლაზარეს შაბათს, ბერ ლაზარეს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიაკვნად, ხოლო სულთმოფენობის დღესასწაულზე მღვდლად დაასხა ხელი. 1987 წლიდან მამა ლაზარე დადგენილ იქნა ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად და წინამძღვრობდა 1997 წლის 14 იანვრამდე. 1991 წლის გაზაფხულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მამა ლაზარე აიყვანა არქიმანდრიტის წოდებაში. მამაო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღადგინა ქართული ხატწერის სკოლა. მისი დაწერილია არაერთი საყოველთაოდ ცნობილი ხატი – სვეტიცხოვლის კანკელის ხატები, სიონში სამი მღვდელთმთავრის: წმიდა გიორგის, თომა მოციქულის და ა.შ. მათ შორის სიონის დიდი ჯვარი ჯვარცმისა და აღდგომის გამოსახულებით და სალიტანიო ჯვარი, რომელიც ახლა სამების საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული. მან მოხატა წმიდა თამარ მეფის ტაძარი ბეთანიაში. ბეთანიის მთავარ ტაძარშიც ბევრი ხატია მის მიერ დაწერილი. მას ეკუთვნის არაერთი სასულიერო ლიტერატურა, როგორც სულიერ-ზნეობრივი, ასევე საღმრთისმეტყველო და პოლემიკური შინაარსის. მისი ნაშრომები გამოცემულია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც, ნათარგმნია სერბულ, ბულგარულ და სხვა ენებზე. 1997 წლის მარტში თავის ორ მორჩილთან ერთად გაემგზავრა ათონის წმიდა მთაზე. თვენახევრის შემდეგ იგი დაბრუნდა საქართველოში და 1997 წლის 20 მაისს დასახლდა სოფელ ტაბარუკში, სადაც დააარსა ღმრთისმშობლის შობის სკიტი. 1998 წლის შემოდგომას უფრო განმარტოვებული ცხოვრების მიზნით თავის სულიერ შვილებთან ერთად აირჩია სხვა ადგილი მონაზვნური ცხოვრებისათვის ერთ-ერთ მთაზე სოფელ ტაბარუკთან, სადაც დააარსა ტაბარუკის აღდგომის სახელობის მამათა მონასტერი. მამაომ თავის ხელით ააგო ორი ტაძარი და ორი სენაკი (ეხმარებოდნენ მისი მორჩილები და დროდადრო ბეტონის ჩასხმაში მონასტრის ახლობლები). ამასთან ერთად, მამაო წერდა წიგნებსა და ხატებსაც. 2016 წლის მაისში მამა ლაზარეს დასნეულდა და 2018 წელს გარდაიცვალა.
წყარო: ხარება - მართლმადიდებლული ინტერნეტ ჟურნალი: xareba.net; განგაშის ზარი: facebook.com
სამძიმარი საქართველოს საპატრიარქის პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 17 აგვისტოს გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის, ტაბარუკის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მაცხოვრის აღდგომის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
|
|
გოგალაძე ეგნატე - იღუმენი.
2014წ.
მდგომარეობით
იღუმენი
სრულად ნახვა
|
|
ნინიძე პეტრე - ბერ-დიაკონი.
2014წ.
მდგომარეობით
ბერ-დიაკონი
სრულად ნახვა
|
|
მეგრელიშვილი ილარიონი - ბერ-დიაკვანი.
2014წ.
მდგომარეობით
ბერ-დიაკვანი
სრულად ნახვა
მეგრელიშვილი ილარიონი ბერი , ათონის წმინდა მთა, მოსახსენებელი 2008წ. გვ.75
|
|
ლავრიოტელი ისააკი - ბერი.
2014წ.
მდგომარეობით
ბერი
|
|
ლიპარტელიანი ილარიონი - ბერი.
2014წ.
მდგომარეობით
ბერი
სრულად ნახვა
ლიპარტელიანი ილარიონი ბერი, ათონის წმინდა მთა, მოსახსენებელი 2008წ. გვ.75ფ
|
|
ჯავახიშვილი ანთიმოზი - ბერი.
2014წ.
მდგომარეობით
ბერი
სრულად ნახვა
|
|
კუჭაშვილი კორნელი - ბერი.
2014წ.
მდგომარეობით
ბერი
|
|
ცქიფურიშვილი მალაქია - ბერი.
2014წ.
მდგომარეობით
ბერი
|
|
ხუნდაძე ალექსი - ბერი.
2014წ.
მდგომარეობით
ბერი
|
|
მახათაძე სერაპიონი - ბერი.
დაბ. 1981წ.
2014წ.
მდგომარეობით
ბერი
სრულად ნახვა
|
|
აბულაძე გერასიმე (სიმონი) - ბერი.
დაბ. 1981წ.
2014წ.
მდგომარეობით
ბერი
სრულად ნახვა
|
|
ქავთარაძე სვიმეონი - ბერი.
2014წ.
ბერი
|
|
ჭეჟია ერმოლაოსი - ბერი.
2019წ.
მდგომარეობით
ბერი
სრულად ნახვა
|
|
გელაშვილი ნექტარიოსი (მახარე) - ბერი.
ვათოპედის მონასტერი
2019წ.
მდგომარეობით
ბერი
სრულად ნახვა
|
|
ჯახველიძე გაბრიელი - ბერი.
1957-2022წწ დაკრძ. ათონის მთაზე ბულგარელების მონასტრში
2022წ.
ღვთივგანისვენა
ბერი
სრულად ნახვა
|
|
კიკაბიძე იოანე (ბექა) - ბერი.
2024წ.
მდგომარეობით
ბერი
სრულად ნახვა
|
|
თოიძე გრიგოლი - არქიმანდრიტი.
2006 წლის 10 ნოემბერს დაჯილდობდა გამშვენებული ჯვრით, 2008 წლის 07 აპრილს დაჯიოლდოვდა არქიმანდრიტის წოდებით. ქვათეთრის ყოველთა წმინდათა სახელობის, მამათა მონასტრის წინამძღვარი
2024წ.
მდგომარეობით
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა

თოიძე გრიგოლი არქიმანდრიტი, წინამძღოლი: ქვათეთრის ყოველთა ქართველთა წმიდათა მონასტერი (2001 წ.) 2005წ. ვიდეო 2024წ. 

თოიძე გრიგოლ არქიმანდრიტი ათონის მთა 2021წ. მდგომარეობით 2006 წლის 10 ნოემბერს დაჯილდობდა გამშვენებული ჯვრით, ქვათეთრის ყოველთა წმინდათა სახელობის, მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი თოიძე გრიგოლი საპატრიარქოს უწყებანი N13 10-16აპრილი 2008წ გვ. 8 დაჯილდოება 7 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: არქიმანდრიტის წოდებით სოფელ სავანისუბნის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (თედეევი); ქვათეთრის ყოველთა წმინდანთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გრიგოლი (თოიძე); ქარმელის წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და ბრეთის წმინდა პიროს ბრეთელის სახელობის მამათა მონასტრების წინამძღვარი, იღუმენი ზაბულონი (გელაშვილი); სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ესაია (გოგიბერიძე); გამშვენებული ჯვრით ტბეთის მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (იმედაიშვილი); ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის მოძღვარი, იღუმენი საბა (ჟღენტი); ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გიორგი (ედილაშვილი); იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით სოფელ წაღვლის წმინდა სვიმონ მესვეტისა და ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მღვდელმონაზონი იობი (გეგეშიძე); იმერხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ზენონი (სანოძე); დეკანოზის წოდებითა და ოქროს ჯვრით ხაშურის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ცქიფურიშვილი. 
|
|
ხვიჩია ნიკოლოზი - არქიმანდრიტი.
2025წ.
მდგომარეობით
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
მრელაშვილი თეოდოხე - მღვდელმონაზონი.
2025წ.
მდგომარეობით
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
კელაპტრიშვილი ტრიფონი - ბერი.
დაბ. სოფ. ზემო ხანდაკი (კასპი)
2025წ.
მდგომარეობით
ბერი
სრულად ნახვა
|
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |