სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მოლარიშვილი გიორგი ( გრიგოლ), 1852-1919წწ არქიმანდრიტი. ათონის მთა, შემოქმედის მონასტრის წინამძღოლი  დაბ. ოზურგეთი მოლარიშვილი გიორგი ( გრიგოლ), 1852-1919წწ არქიმანდრიტი. ათონის მთა, შემოქმედის მონასტრის წინამძღოლი  დაბ. ოზურგეთი

1852-1919 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება



გვარი მოლარიშვილი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

264       ბეჭდვა

მოლარიშვილი გიორგი ( გრიგოლ), 1852-1919წწ არქიმანდრიტი. ათონის მთა, შემოქმედის მონასტრის წინამძღოლი დაბ. ოზურგეთი


გიორგი (მოლარიშვილი გრიგოლ, 1852, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, – 30.03.1919), არქიმანდრიტი.

დაიბადა გლეხის ოჯახში. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი შემოქმედის მონასტერში შეისწავლა. 1882 წ. 30 მაისს ჯუმათის მთავარანგელოზთა მონასტერში მორჩილად განაწესეს. 1886 წ. 16 აგვისტოს შემოქმედის მონასტერში გადაიყვანეს. 1887 წ. ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი უწოდეს. 1887 წ. 30 აგვისტოს გურიის უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გადაიყვანეს და დიაკვნად აკურთხეს. ამავე პერიოდში გაემგზავრა ათონის წმ. მთაზე, ქართველთა სავანეში, სადაც ერთ წელიწადზე მეტი დაჰყო.


1889 წ. გიორგი სამშობლოში დაბრუნდა. 1893 წ. 1 მარტს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი. იმავე წლის 15 ნოემბრიდან შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის საძმოშია. 1900 წ. 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1910 წ. 6 მაისს ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1913 წ. 4 აპრილს შემოქმედის მონასტრის წინამძღვრად გამოარჩიეს და ამავე წლის 27 მაისს ოფიციალურად დაინიშნა ამ თანამდებობაზე. 1913 წ. 29 ივნისს იღუმენის პატივი მიენიჭა. 1918 წ. არქიმანდრიტის პატივი უბოძეს. 1919 წ. 30 მარტს ბრმა შემთხვევას ემსხვერპლა მონასტერზე ავაზაკთა თავდასხმის მონაწილე ეგონათ და ესროლეს. მიღებული ჭრილობით გიორგი დილით გარდაიცვალა. სავარაუდოდ, დაკრძალულია შემოქმედის მონასტერში.


დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე №944; სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №55624; საქმე №56955; საქმე №65141;

ჟურნ. „მწყემსი“, 1889, №17;

ჟურნ. „საქართველოს საეგზარქოსოს მოამბე“, 1910, №6; 1913, №12;

გაზ. „საქართველო“, 1919, №84.

კონჭოშვილი პ., მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ, ტფ., 1901.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.12.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0