1906-1910წ. ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსი ათონის მთა საბერძნეთი
1928წ. ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია
ეს უნიკალური ფოტო გადაღებულია 1922 წელს მცხეთაში სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ საკათალიკოსო სახლის წინ. მასზე გამოსახულნი არიან:
I რიგში მარცხნიდან: სვეტიცხოვლის არქიმანდრიტი პავლე (ჯაფარიძე), შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი; ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი იოანე (მარგიშვილი); საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია); ჭყონდიდელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე); ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
II რიგში: სტუდენტი გაბრიელ ჩაჩანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი); მთავარდიაკვანი სიკო (სიმონ) მონასელიძე; დიაკონი ნიკოლოზი; დეკანოზი ლ. ნათიძე; მღვდელ-მონაზონი ეფრემი (სიდამონიძე), შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ქალბატონ ნანა ძიძოძეს.
საპატრიარქოს უწყებანი N21 11-17ივნისი 2004წ გვ.20
ქართველი ბერები ათონის მთაზე. 1908 წელი.
ბერი გიორგი (დარჩია) - შემდგომში არქიმანდრიტი და ბერი პავლე (ჯაფარიძე) შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი. ორივე ქართველი ბერი მოღვაწეობდაათონის წმიდა მთაზე, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში. სამწუხაროდ, იქ შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ორივეს მოუწია ათონის წმიდა მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მამა გიორგი დარჩია მოღვაწეობდა სამეგრელოში. 1930-იან წლებში უღმერთო ხელისუფლებამ დახვრიტა. ხოლო მამა პავლე ჯაფარიძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის არქიმანდრიტი იყო. 1924 წელს ხელდასხმულ იქნა წილკნელ ეპისკოპოსად. გარდაიცვალა 1929 წელს. ფოტო მოგვაწოდა ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის დისშვილმა, ქალბატონმა ჟუჟუნა სიჭინავამ.