თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ეს უნიკალური ფოტო გადაღებულია 1922 წელს მცხეთაში სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ საკათალიკოსო სახლის წინ. მასზე გამოსახულნი არიან:
I რიგში მარცხნიდან: სვეტიცხოვლის არქიმანდრიტი პავლე (ჯაფარიძე), შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი; ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი იოანე (მარგიშვილი); საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია); ჭყონდიდელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე); ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
II რიგში: სტუდენტი გაბრიელ ჩაჩანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი); მთავარდიაკვანი სიკო (სიმონ) მონასელიძე; დიაკონი ნიკოლოზი; დეკანოზი ლ. ნათიძე; მღვდელ-მონაზონი ეფრემი (სიდამონიძე), შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ქალბატონ ნანა ძიძოძეს.
ბერი გიორგი (დარჩია) - შემდგომში არქიმანდრიტი და ბერი პავლე (ჯაფარიძე) შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი. ორივე ქართველი ბერი მოღვაწეობდაათონის წმიდა მთაზე, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში. სამწუხაროდ, იქ შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ორივეს მოუწია ათონის წმიდა მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მამა გიორგი დარჩია მოღვაწეობდა სამეგრელოში. 1930-იან წლებში უღმერთო ხელისუფლებამ დახვრიტა. ხოლო მამა პავლე ჯაფარიძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის არქიმანდრიტი იყო. 1924 წელს ხელდასხმულ იქნა წილკნელ ეპისკოპოსად. გარდაიცვალა 1929 წელს. ფოტო მოგვაწოდა ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის დისშვილმა, ქალბატონმა ჟუჟუნა სიჭინავამ.
1827 წლის 7 სექტემბრის წერილიდან იმერეთის არქიეპისკოპოს სოფრონიოსისადმი ირკვევა, რომ 1825 წლის 4 თებერვალს, როცა გარდაიცვალა მღვდელ-მონაზონი სვიმონი (ჭარბაძე), მონასტერში მღვდელ-მონაზონი აღარ დარჩენილა, ამიტომაც ითხოვდა მონასტრის კრებულში მყოფი 2 მხცოვანი მწირი ბერისა და ერთი ბერდიაკონისგან რომელიმე ეკურთხებინათ მღვდელ-მონაზვნად [ქ.ც.ა., ფ.21 ან.1 ს.389 ფ. 1]. მოგვიანებით საქართველოს ეგზარხოსმა, მიტროპოლიტმა იოანემ, ნება მისცა არქიეპისკოპოს სოფრონიოსს ბერდიაკონი იესე (ჯაფარიძე) მღვდელ-მონაზვნად ეკურთხებინა. ის იმ დროს კრებულის ყველა წევრზე ახალგაზრდა - 31 წლის - იყო.
გვ. 138
ჯაფარიძე ონოფრე - მღვდელი.
1791 წ. 4 აგვისტო.ყმის ნასყიდობის წიგნი,
სრულად ნახვა
1448 ფონდი 1 ანაწერი116. 1791 წ. 4 აგვისტო.ყმის ნასყიდობის წიგნი, მიცემული ხოსია ავალიანის მიერ ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსისადმი. დამწერი მეფის კარის მწირველი მღვდელი ონოფრე ჯაფარიძე
5625. 1785 წ. 20 ოქტომბერი. ყმის წყალობის წიგნი, მიცემული იმერეთის მეფე დავითის მიერ მღვდელ ონოფრე ჯაფარიძისადმი. დამწერი მდივანი მღვდელი სვიმონი
ჯაფარიძე ნიკოლოზი - არქიმანდრიტი.
2011 წლის 01 მაისს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2014 წლის 21 სექტემბერს, დაჯილდოვდა იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით; 2015 წლის 01 ნოემბერს, დაჯილდოვდა აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; ზემო მლეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი.
1 მაისს გარდაბნის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ ნიკოლოზს (ჯაფარიძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის ბერი პავლე (ტეტელოშვილი).
21 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა ზემო მლეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მლვდელმონაზვნებს: პეტრე (თულაძე) და ნიკოლოზს (ჯაფარიძე).
ამა წლის 1 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარვქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, არქიმანდრიტის წოდებით –- მლეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენები: პეტრე (თულაძე) ნიკოლოზი (ჯაფარიძე);
1869-1884 წლებში მონასტერმა ხუთი წინამძღვარი გამოიცვალა. ესენი იყვნენ: მონაზონი ათანასია, ერში -- ათინადორა ჯაფარიძე რაჭის მაზრაში, სოფ. სხიერში 1832 წელს აზნაურ დავით გიორგის ძისა და სალომე ოტიას ასულის ოჯახში დაიბადა. 1839-1846 წლებში სხიერის წმ. გიორგის ტაძრის მეტრიკულ ჩანაწერებში იგი მართას სახელით მოიხსენიება, ხოლო 1847 წელს შედგენილ სიაში ათინადორად იხსენიება. როგორც შემდგომში მისი ძმა, აზნაური გიორგი ჯაფარიძე წერდა, სახელი მართა შეცდომით იყო ჩაწერილი მეტრიკულ ჩანაწერებში. იცოდა ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა. 1864 წლის 21 იანვარს სოხასტერის დედათა მონასტერში მიიღეს. როდესაც მღვიმევის მონასტრის წინამძღვარმა, მონაზონმა ქრისტინემ იმერეთიდან წასვლა გადაწყვიტა, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი
სერაპიონი (ახვლედიანი) მღვიმევის მონასტერში მივიდა და მონასტრის კრებულს და დედა ქრისტინეს სთხოვა, დაესახელებინათ მომდევნო წინამძღვრის სახელი. დედებმა ერთხმად დაასახელეს მორჩილი ათინადორა, რომელიც 1868 წლის 28 აგვისტოს არქიმანდრიტმა
სერაპიონმა (ახვლედიანი) მონაზვნად აღკვეცა და სახელად ათანასია უწოდა. 1869 წლის 5 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვიმევის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. მან გაამართლა დედების ნდობა და ღირსეული წინამძლვარი გახდა. ზრუნავდა მონასტრის კეთილდღეობისათვის და ბევრი იღვაწა მის სასარგებლოდ. სამწუხაროდ, მასაც სუსტი ჯანმრთელობა აღმოაჩნდა და 1875 წლის 30 იანვარს, ადრეულ ასაკში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ აღესრულა (სსცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე N2141 4).
ჯაფარიძე ანდრონიკე მედავითნე 1893წ. დოშაყე (მარტვილი) ნათლიმცემლის ეკლესია 1901წ. წაჩხური (მარტვილი) მთავარანგელოზის ეკლესია 1902წ. ნაფიჩხოვო (ჩხოროწყუ) წმ. გიორგის ეკლესია 1892წ. წალენჯიხა მაცხოვრის (საკათედრო) ტაძარი
ჯაფარიძე გიორგი - მღვდელი.
2013 წლის 30 მარტს, დიაკვნად ხელდასხმა. 2015 წლის 20 ივლისს, მღვდლად ხელდასხმა. თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (ბოგდან ხმელნიცკის ქ.) .
ჯაფარიძე გიორგი, რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელი. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2015. 24–30 ივლისი. N 28 (773). გვ. 6.
30 მარტს მუხათგვერდის ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი საგურამოს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ბერ-დიაკონ ბასილს (ბუსკივაძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა გიორგი ჯაფარიძე. მღვდელ-მონაზონი ბასილი საგურამოს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. დიაკონი გიორგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
20 ივლისს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის (ბოგდან ხმელნიცკის ქ.) დიაკონ გიორგი ჯაფარიძეს (მღვდელი გიორგი იმავე ტაძარში იმსახურებს); ასევე დიაკვნად დაასხა ხელი ზაქარია პაპიაშვილს (დიაკონი ზაქარია თბილისის ზემო ბეთლემის ტაძარში იმსახურებს).
ჯაფარიძე იოანა/თამარ იოსების ასული - სქემმონაზონი.
დაბ. 1935წ. 2014წ. მდგომარეობით სახლში მყოფი მონაზონი
2024 წლის 1, 2 და 3 იანვარს სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელის (ტაბატაძე) ლოცვა-კურთხევით, სნოს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ანდრიამ (აბაიშვილი) მონაზვნებად აღკვეცა სამონაზვნეები: სიდონია ლოლაძე, რომელსაც სახელად მარიამი უწოდა, სალომე გიორგობიანი, რომელსაც სახელად ელენე უწოდა და ელისაბედ ჯაფარიძე, რომელსაც სახელად ნატალია უწოდა. აგრეთვე, სამონაზვნე გახდა მორჩილი მარიამ ჩოხელი, რომელსაც სახელად ალექსანდრა დაერქვა.
იუწყება, რომ გარდაიცვალა ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახ. მონასტრის წინამძღვრის იღუმენია მარიამის (ჯაფარიძე) დედა მონაზონი ელენე (ჯიბუტი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.
ანანია (თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე მიტროპოლიტი დაბ. 1949წ. მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მწყემსთავარი დაბ. ტყიბული იმერეთი
1 0
პავლე (პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე) 1888-1929წწ ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ხრეითი ჭიათურა
2 0
ჯაფარიძე მიხეილ ასლანის ძე მღვდელი, 1873-1912წწ ხრეითის წმ. გიორგის (ზეციხის უბნის) ეკლესიის, ჭიათურა
2 0
ბიქტორ ჯაფარიძე მიხეილის ძე 1912-1917წწ მღვდელი, ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესია, ჭიათურა
2 0
ივანე ჯაფარიძე დავითის ძე 1867-1934წწ საქართველოს გენერალი დაბ. ქუთაისი გუბერნია Иван Давыдович Джапаридзе
2 0
გიორგი ჯაფარიძე 1964-93წწ. გარდ. 29 წლის, სოფ. ტამიში, ოჩამჩირე. აფხაზეთი, 1992 წელს მუშაობა დაიწყო ახალციხის 22 მმ. ბრიგადის სამედიცინო ლაზარეთში ექიმად. 1993 წელს წავიდა აფხაზეთში ექიმად. დაბ. ახმეტა კახეთი