სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თემო ჯაფარიძე  1937წ.  მხატვარი წარმ. სოფ. ლატალი, მესტია. დაბ. თბილისი. თემო ჯაფარიძე  1937წ.  მხატვარი წარმ. სოფ. ლატალი, მესტია. დაბ. თბილისი. თემო ჯაფარიძე  1937წ.  მხატვარი წარმ. სოფ. ლატალი, მესტია. დაბ. თბილისი. თემო ჯაფარიძე  1937წ.  მხატვარი წარმ. სოფ. ლატალი, მესტია. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ჯაფარიძე სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

391       ბეჭდვა

თემო ჯაფარიძე 1937წ. მხატვარი წარმ. სოფ. ლატალი, მესტია. დაბ. თბილისი.

თემო ჯაფარიძე 27 მარტი 1937 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.



დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1964 წელს.

არის ავტორი ნამუშევრებისა: "გასული დროის ლაბირინთი", "სიძველე", "სოლოლაკის ჟანგები", "სახლის სახურავი","ფეხსაცმელი და ვიოლინო"(1998–1999); "პური და ღვინო მაგიდაზე", "მოცულობიანი ფიგურები სიბრტყეზე", "განცალკევება", "ქალზე ფიქრის ვერმოცილება"(1999) და სხვ. გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: თსუ სააქტო დარბაზში(1964),  მხატვართა კავშირში(1965), მხატვრის სახლში(1968), მსახიობის სახლში(1976), გალერეა TMS(1996), გამოფენები პარიზსა და ბრეტანში(1991). არის მრავალი სტატიის, ლექსის, ესეს და წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრები დაცულია სურათების ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების სახელმწიფო და ლიტერატურულ, მოსკოვის აღმოსავლეთ ხალხთა ხელოვნების მუზეუმებში; საქართველოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და აშშ კერძო კოლექციებში.   

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - თბილისის საკრებულოს სპეციალური პრიზი


ბიბლიოგრაფია

ჯაფარიძე გვარი წარმომავლობა

ქართულ წყაროებში ჯაფარიძის ხსენება პირველად გვხვდება X საუკუნეში, კერძოდ 980 წლით დათარიღებულ ხუნამისის (ტაო-კლარჯეთი) წარწერაში მოხსენიებულია სულა ჯაფარის ძე (თუმცა ბოლომდე გარკვეული არაა ეს მამის სახელია თუ უკვე გვარი). ასევე X საუკუნის ბოლო XI საუკუნის დასაწყისით თარიღდება სვანეთში ლატალის თემის სოფელ მაცხვარიშის მაცხოვრის სახელობის სახელობის ტაძარში მდებარე გრაფიტული წარწერა სადაც იოვანე აბუჯაფარიძეა მოხსენიებული: "ქ. წმინდაო მაცხოვარო, შეიწყალე იოვანე აბუჯაფარიძეი".


 დანამდვილებით კი შეგვიძლია დავასკვნათ რომ XIII საუკუნიდან ჯაფარიძე უკვე სრულფასოვანი გვარია, ამას ადასტურებს მესტიის ოთხთავის 13-14 საუკუნით დათარიღებული მინაწერები სადაც მოხსენებული არიან: მამისა, პირნათელი, ივანე, კახაბერ და ასევე სხვა ჯაფარიძეები. სვანეთში შედგენილ დოკუმენტებში ჯაფარიძეები ზოგან მჯაფარიანებად ან მჯაფარიძეებადაც არიან ჩაწერილი (ასო მ ართრონია). ამ საბუთიდან ჩანს რომ ჯაფარიძეთა გვარის წარმომადგენლებს პრივილეგირებული მდგომარეობა უჭირავთ სვანეთში, მათ უკავიათ სვანეთის თავად ხევისარის (სახელმწიფო მოხელე) და მელომის (ჯარის, ლაშქრის მეთაური) თანამდებობები, ფლობენ მამულებს, ეკლესიებს და ყმა გლეხებს. მესტიის ლეხთაგის XIII საუკუნის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ("ლამარია") ეკლესიის ქტიტორი პირნათელ ჯაფარიძეა, ტაძარში გამოსახულია თავად პირნათელის და მისი ძენის: ასლან, ივანე, დოდილას და ასულნის: ჯიმაშდის, ჟურჟუის, მარიამის (ან მარეხი) ფრესკები. ასევე მესტიაში მდებარე ფუსდის (უფლის, სამების) სახელობის ტაძარიც ჯაფარიძეთა საკუთრებაში იყო.


 მე-15 საუკუნიდან ჯაფარიძეთა გვარის წარმომადგენლები უკვე რაჭაშიც ჩანან, 1432 წლით დათარიღებულ საბუთიდან ჩანს რომ რაჭის ერისთავ ციცი ჭარულიძისა და კოტრიძეთა სასისხლო დავის (პალ 1991 : 294) გარჩევის დროს სხვა დიდებულ ფეოდალებთან ერთად (ქვენიფლეველი, წერეთელი, იაშვილი, გარაყანიძე ქუაბულიძე...) იხსენიება როსტევან ჯაფარიძეც.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 1503 წლით დათარიღებული (ადრე ეს საბუთი შეცდომით 1432 წლით იყო დათარიღებული) ალექსანდრე II სვანი აზნაური სორტმან ჯაფარიძეიმერთა მეფის მიერ გაცემული საბუთი ე.წ. "ჯაფარიძეთა სასისხლო სვანთა მიერ გარდახდილი". აქ მოთხრობილია სარგის (და მისი ძმების აბესალომ და ვამეყ) ჯაფარიძესა და სვანების ბრძოლაზე, როგორც ამ საისტორიო საბუთით ირკვევა ჯაფარიძენი იმ დროს რაჭის უპირველესი ფეოდალები იყვნენ, მათ შეეძლოთ სრულიად რაჭველთა შეყრა, ამას ადასტურებს, იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის სიტყვები: "...ასე ებრძანა მეფეთ-მეფესა პატრონსა ალექსანდრეს თუ ჯაფარიძისთანა თავადი რაჭას არა მყავსო". მას შემდეგ რაც სვანებს ჯაფარიძენი დაუხოცავთ სარგის ჯაფარიძის ჯარისკაცებს გზები გზები შეუკრავთ და ბლოკადაში მოუქცევიათ სვანეთი რის შემდგომაც ამ მხარეს 7 წელი არ მიეწოდებოდა მარილი და ღვინო. ამის შემდგომ სვანთა დელეგაცია ჩასულა დადიანთან და მისთვის უთხოვიათ შუამდგომლობა მეფესთან რათა მეფეს შეერიგებინა ისინი ჯაფარიძეებთან, ალექსანდრე მეფეს კი შეუთვლია სვანთათვის: რასაც ჯაფარიძენი მოგთხოვენ სისხლის ფასად იმდენი გადაუხადეთ და მერე შეგარიგებთო, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ გამოვაო: "თუ ჯაფარიძის სისხლს გარდიხდიანო, სუანთ გზას მივცემო და ჯაფარიძეთაც ჩამოვხსნითო, თუ არა და ჯაფარიძის საქმეს არ გადავწყვეტო, ჯაფარიძენი უბრალოდ დახოცესო, მწუედ მძლავრნი კაცნი არიანო და სრულიად რაჭველნი და ლეჩხუმელნი დამეკარგუიანო, და თუ ამ ჯაფარიძის საქმეს გადასწყვუეტენო, მოიყენე კარსა და რა რიგადაც სჯობდეს და ემართებოდნენ, ჯაფარიძესაც გარდაუწყუიტონ და შემოვიწყობთო". ჯაფარიძეებს კი დიდი ფასი მოუთხოვიათ: "ქნეს მოკითხული და სიგელიც მოიტანეს ჯაფარიძეთა და მეტად უზომოდ დიდი სისხლი და სანსახშირე ეწერა". სვანები იძულებული ყოფილან დაეკმაყოფილებინათ ჯაფარიძეთა მოთხოვნა, რის შემდეგაც თავად ჯაფარიძეთა მფლობელობაში გადავიდა სვანეთის მთიულეთი (დღევანდელი მთის რაჭა), ზედაქალაქი (ალბათ ღებია ნაგულისხმები), ღების ირგვლივ სოფლები - ჭიორა, გლოლა, გადაეცათ აგრეთვე ციხეები, საეპისკოპოსო ეკლესია, ლაშხეთს გადაეცათ სოფელი მონასტრით თავისი ჯუარ-ხატებიანად, საერთო ჯამში 400 კომლი გლეხის და 4 კომლი აზნაურის ოჯახი, აგრეთვე 300 აბჯარი, 300 ვერცხლის ჭურჭელი, 300 ქუაბი, 300 ჯორი, 300 საუკეთესო ულაყი, სამასი ნებიერი, 1000 ცხვარი და სამასი ლიტრი სანთელი, აგრეთვე სვანები ვალდებულებას იღებდნენ ბაჟი გადაეხადათ ჯაფარიძეთათვის გზებზე გავლისას (საბუთი ინახება სპბ აღმოს. ინსტიტუტში ბროსეს არქივში. პ23 (პ18/64).


 ვახუშტი ბატონიშვილი რაჭის აღწერისას ამ მხარეს ოთხ სათავადოდ ყოფს: საწულუკიძეოდ, საიაშვილოდ, საჯაფარიძეოდ და საერისთავოდ.


 ჯაფარიძეთა გვარის დაცემა როგორც ჩანს XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება როდესაც რაჭის ერსთავებმა (ჩხეიძეები) გაძლიერება დაიწყეს.


 მე-17 საუკუნეში იმერეთის მეფის კარზე ჩანს მოლარეთუხუცესი ლომკაც ჯაფარიძე. იმავე დროს ხოსია ჯაფარიძე იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის ელჩია მოსკოვში. ამავე საუკუნეში მთავარეპისკოპოსია სვიმონ ჯაფარიძე რომელიც ძმაა მოლარეთუხუცესი ლომკაც ჯაფარიძისა. რუსი ელჩები ტოლოჩანოვი და ევლიევი წერდნენ: "ივნისის 5-სა დღესა... მოვედით ლომკაც ჯაფარიძის სამფლობელოში, სოფელ მაცხოვრისში"-ო. გ. ბოჭორიძის აზრით ეს უნდა იყოს სოფელი ბარი. სოფლის (ბარი) ეკლესია მაცხოვრის სახელობისაა. ამ სოფლის მებატონე ყოფილა ლომკაც ჯაფარიძე იმერეთის სამეფოს მოლარეთუხუცესი, აქაური იყო მისი ძმაც მთავარეპისკოპოსი სვიმონი. 


 ასევე ირკვევა, რომ ონის ციხე ჯაფარიძეებს აუშენებიათ. ეს ციხე მათი ერთ-ერთი რეზიდენცია ყოფილა. ეს ირკვევა შემდეგი წყაროდან "Обозрение древних здании в Закавказском Крае", სადაც წერია: "В местечке Они крепость построена тавадом Джапарой Джапаридзевым в 15 столетии. Посреди сей крепости находится разваливавшаяся церковь..." როსტომ რაჭის ერისთავის მიერ თვალდათხრილი ჯაფარ ჯაფარიძე ამ ციხეზე სწერს ლექსად როსტომს: "ონისა ციხე წამართვი და ზედ პატარა ქალაქი...ღები და ჭიორა წამართვიო" (ლადო ჯაფარიძის წიგნიდან " მოგონებები და ჩანაწერები").


 1752 წელს რაჭის ერისთავმა როსტომმა თავადი ჯაფარიძეები ამოხოცა, თვალები დათხარა თავად ჯაფარ ჯაფარიძეს და მიისაკუთრა მათი მამულები. 1769 წელს მას შემდეგ რაც სოლომონ პირველმა გააუქმა რაჭის საერისთავო, შეიპყრო და თვალები დასთხარა როსტომ რაჭის ერისთავს, ჯაფარიძეებმა რაჭის მამულები დაიბრუნეს. ამ ამბავთან დაკავშირებით დიდი აკაკი წერეთელი მოგვითხრობს თავის ნოველაში, რომ ბოლოს ორივე თვალდათხრილი მოხუცები თავადი ჯაფარ ჯაფარიძე და როსტომ ერისთავი ტაძარში შეხვედრიან ერთმანეთს დღეობაზე, როსტომს სიმღერის დროს ხმით უცვნია ჯაფარ ჯაფარიძე, მისულა და გადახვევია, ესე შერიგებულა ერთ დროს ორი მოსისხლე მტერი ერთმანეთს.


 წყაროებიდან ასევე ვიგებთ რომ ჯაფარიძეების გვარიდან სამღვდელოების წარმომადგენლებიც ყოფილან, მაგალითად სოლომონ პირველის კარის მწირველი იყო მღვდელი ონოფრე ჯაფარიძე, 1777 წელს მეფე სოლომონმა ონოფრეს წყალობის წიგნი მისცა: "...შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩვენ... მეფეთ მეფემან... სოლომონ... შენ, ჩვენს კარის მწირველს მღვდელს ჯაფარიძეს ონოფრეს და შვილთა შენთა რაჟდენს და კვიროზს... წყალობა გიყავით და გიბოძეთ სევას გლეხი დემეტრაშვილი, დათუას შვილები გოგიტა და ივანიკა, ბერუკი და მისი შვილი გელიტა და მისი ძმისწული ქრისტესია..." (სს 1910-253). სოლომონ მეორის კარის მწირველია მღვდელი რაჟდენ ჯაფარიძე (ალბათ ონოფრეს შვილი) რომელიც ასევე ყმამამულის წყალობას იღებს მეფისგან (სს 1910-263).


 ჯაფარიძეთა გვარის წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ იმერეთის 1819-20 წლების აჯანყებაში (ე.წ. "ცერკოვნი ბუნტი"). სოფელ ფუტიეთთან გამართულ სამშობლოსათვის ბრძოლაში გმირულად დაეცნენ თავადები ივანე, გრიგოლ და ზურაბ ჯაფარიძეები. 


 ქართლში ჯაფარიძეების ერთი შტო ცხოვრობდა სოფელ დღვრისში (ამჟამად ქალაქ ცხინვალის ფარგლებშია), კახეთში სოფელი ვანთა თავად ჯაფარიძეების კუთვნილება იყო. თავადი ჯაფარიძეები იყვნენი იმერეთის მეფის ნაცვლები დიგორში (ოსეთი), როგორც ცნობილი გერმანელი მოგზაური გულდეშტედტი აღნიშნავს თურმე როდესაც ოსები გადასახადის გადახდას დააგვიანებდნენ თავადი ჯაფარიძეები სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართავდნენ. ასევე მოგზაური ბლარამბერგი აღნიშნავს რომ დიგორში ოსებთან იყვნენ გაძიძავებული თურმე თავად წერეთლების და ჯაფარიძეების ვაჟები, რომლებსაც ოსები საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიდნენ.


 რაც შეეხება ჯაფარიძეთა სვანეთში მოღვაწეობას, წყაროებიდან ირკვევა რომ ისევე როგორც რაჭასა და იმერეთში, ასევე XVII საუკუნიდან ეს გვარი თმობს თავის წამყვან პოზიციებს ამ რეგიონშიც. სვანური გადმოცემით ჯაფარიძეებმა თურმე მძიმე უღელი დაადგეს სვანებს, ყმა გლეხები ჯაფარიძეებს ნატურალურ და შრომით ბეგარას უხდიდნენ. ყმა გლეხები საჭიროების შემთხვევაში ვალდებული ყოფილან საომრად წაყოლოდნენ, მგზავრობისას გაეცილებინათ და სხვა სამსახურიც გაეწიათა რასაც ბატონი დაავალებდა. გადმოცემით ერთ დღეს რომელიღაცა ყმა გლეხი წასულა თავის ყანაში სამუშაოდ, ეს რომ ჯაფარიძეს დაუნახავს, გლეხისთვის ლანძღვა-გინება და ცემა დაუწყია, როგორ თუ ჩემს მამულში არ მუშაობო. მოთმინება დაკარგულ გლეხს თავისი მებატონე მოუკლავს. ეს ამბავი უმალვე თითქოს მთელმა ჯაფარიძეებმა და მათმა ყმებმა გაიგეს, როდესაც ყველანი შემთხვევის ადგილზე მისულან, იქ შეტაკება მომხდარა და მრავალი ჯაფარიძე დაუხოცავთ. აი ამ ამბის შემდეგ ჯაფარიძეთა გვარის პოზიციები შესუსტებულა სვანეთში. თუმცაღა როგორც წყაროებიდან ირკვევა XIX საუკუნეში ჯაფარიძები ბალსზემო სვანეთში ისევ დიდი გავლენით სარგებლობდნენ. XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთმა თვალი სვანეთსაც დაადგა და გადაწყვიტა ზემო სვანეთის დამორჩილება (ქვემო სვანეთი როგორც დადიანის სამფლობელო უკვე იმპერიის ფარგლებში იყო), გადაწყდა სვანეთის მფლობელების მიმხრობა, მათთვის გულის მოგების (მოსყიდვის) მიზნით სპეციალურად ხაზინიდან თანხებიც გამოიყო. 1830 წელს ლევან დადიანს (ბერ გელოვანის და პორუჩიკ წერეთლის თანხლებით) გრაფ პასკევიჩისთვის ფიცის ჩამოსართმევად წარუდგენია ბალსზემო (ე.წ. "თავისუფალი სვანეთის") სვანეთის 49 აზნაური; მათ შორის მოხსენიებული არიან : მურზაყან, დადაშ, თათარყან, სვინჩი, ისლამ, ციოყ, ნამსურ, ომანაი, ჯანსუღ, ჟღენტ-ჯაფარიძეები. თუმცაღა ამ შეხვედრის მერე მეფის მთავრობამ ბალსზემო სვანეთის შეერთების საკითხი იმთავითვე ვერ მოაგვარა.


 მაგრამ რათქმაუნდა თავისუფალი სვანეთის რუსეთის იმპერიასთან შეერთება გარდაუვალი იყო და საბოლოოდ ეს აქტი 1853 წელს დასრულდა, როდესაც ბლასზემო სვანეთის ცალკეული თემების მამასახლისებმა ხელი მოაწერეს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის დოკუმენტს მეფის მთავრობის რწმუნებულთან გენერალ ბართოლომეისთან. ეს თარიღი (1853 წელი) ითვლება სვანეთის რესპუბლიკის (ბალსზემო სვანეთის თემთა კავშირის) დაცემის დღედ. ასევე 1853 წელს აგვისტოში მოხდა მესტიის თემის შესვლა იმპერიის შემადგენლობაში, ბართოლომეისთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მესტიის თემის მამასახლისმა აზნაურმა დადაშ ჯაფარიძემ. ამის შესახებ ეგნატე გაბლიანი საინტერესო ამბავს ყვება: "ლენჯერიიდან ბართოლომეი გადავიდა მესტიაში, სადაც ის ესტუმრა დადაში ჯაფარიძეს, რომელმაც უცხო სტუმარი გააოცა როგორც მასპინძლობითო, აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ამ უცხო სტუმრის სადილობის დროს სუფრაზე არავის ნება არ მისცა ჩვეულებრივად სიმღერები და ცეკვა-თამაში გაემართათ იმ მიზეზით, რომ რამოდენიმე თვის წინათ მისი შვილის ცოლი, გარდაფხაძის ქალი, ერთ ლეჩხუმელ აზნაურს წაუყვანია ცოლად და ამის გამო მისი ოჯახი ყოფილა დამგლოვიარებული. ბართოლომეი, რომელიც მისი გულის ტკივილების შემსუბუქებას ათასნაირი ნუგეშის ცემით შეუდგა, დადაშიმ ასე უპასუხა თურმე: "მთელი სვანეთის ბუმბერაზი მთები რომ ოქროდ იქცნენ და ამ შეურაწყოფის ასანაზღაურებლად მე მომცენ, მაინც ვერ დავკმაყოფილდები, სანამ შურს არ ვიძიებო".


 ოქიექტურობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ რუსეთმა თავისი მმართველობის დამყარება თავისუფალ სვანეთში მხოლოდ ХIX საუკუნის 70-იან წლებში მოახერხა, მხოლოდ სვანეთის 1875-76 წლების აჯანყების ჩახშობის მერე (ცნობილია როგორც "ხალდეს აჯანყება") დამყარდა თავისუფალ სვანეთში ცარიზმის მძიმე რეჟიმი. აღსანიშნავია რომ აღნიშნული აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო აზნაური სვინჩი ჯაფარიძე, რომელიც შემდგომ რეპრესირებული იყო (გარდაიცვალა ციხეში).


 სვანეთის კეთილშობილ ვარგთა გვარებში (დადაშქელიანი, იოსელიანი, დევდარიანი, ქურდიანი, გარდაფხაძე, გელოვანი, ჩარკვიანი, ჟორჟოლიანი, გოშთელიანი, ჯაფარიძე, ყიფიანი) ჯაფარიძეთა გვარი გადმოცემის მიხედვით გამოირჩეოდა სიდარბაისლით და პატიოსნებით, სვანური სასამართლოს დროს როდესაც მასში მონაწილე ყველა მხარე ვალდებულია ხატზე დაიფიცოს მხოლოდ ჯაფარიძეთა გვარის წარმომადგენლებს (გადმოცემით ჯაფარიძეთა გვარის მურზაყანშერთა შტოზეა საუბარი) შეეძლოთ ფიცის მაგივრად ულვაშზედ გადაესვათ ხელი და ეს მოქმედება დაფიცების ტოლფასად ითვლებოდა. ასევე სვანეთში ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის როგორიცაა ეკლესიის შეურაწყოფა (გაძარცვა) დაწესებული იყო ერთი ჯაფარიძის სისხლის ფასი "...ჩუენ ხევმან ერთობელმან მესტიისამან, ერთობილთა დიდთა და მცირეთა, ვარგთა და გლეხთა, ყოველთა, ერთმანეთისა ნდომითა დამოწმებითა, მას ჟამსა, ოდეს ხიდსა ზედა ეკლესია ავაშენეთ. იგი ეკლესიისადა ხიდისადა მთასა ვინცა რაცა შესცოდოს, ანუ სეტის შესავალსა შიგა ვინცა რაცა შესცოდოს, ერთისა ჯაფარიძისა და ანუ იუსელიანისა სისხლი მისითა სანახშიროთა ედვას მატა და სისხლად ვერჩოდეთ". 


 1850 წელს გამოცემულ თავადთა და აზნაურთა (ე.წ. "ხავერდის წიგნი") ოჯახების სიაში აღრიცხულია თავად ჯაფარიძეთა 9 ოჯახი და აზნაურ ჯაფარიძეთა 73 ოჯახი. ხოლო 1870 წლის სვანეთის აღწერისას აზნაურ ჯაფარიძეთა 18 ოჯახი შეყვანილ იქნა "ხავერდის წიგნში" (ამ დროს ზემო სვანეთში დაფიქსირდა სულ 61 აზნაურის სტატუსის მქონე ოჯახი). აღწერის მიხედვით ჩანს რომ ჯაფარიძეთა თავადური შტოს წარმომადგენლებს უცხოვრიათ რაჭაში (2 ოჯახი), იმერეთში (3 ოჯახი), ქართლში (2 ოჯახი) და კახეთში (2 ოჯახი). აზნაური ჯაფარიძეები სახლობდნენ სვანეთში, რაჭაში, იმერეთში, ქსნის ხეობასა და კახეთში. საინტერესო ფაქტია რომ რაჭაში და იმერეთში მრავალჯერ ფიქსირდებიან გლეხი ჯაფარიძეებიც. ასევე ეთნოგრაფიულ მონაცემებზე და გადმოცემებზე დაყრდნობით გვაქვს ინფორმაცია რომ შიდა-ქართლელი ბეროზაშვილები (სოფელი ტეზერი), აგრეთვე დიგორელი (ოსეთი) მიტციევები (აული მახჩესკი), ძირად რაჭველი ჯაფარიძეები ხოლო ყარაჩაელი გოჩიაევები ძირად სვანი ჯაფარიძეები ყოფილან.


 ჯაფარიძეთა გვარი საქართველოს რამდენიმე ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში მკვიდრობდა და მკვიდრობს. ძირითადად ეს მხარეებია: სვანეთი, რაჭა, იმერეთი, ქართლი, კახეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა. ჯაფარიძები იყვნენ მეფე ვახტანგ VI ამალაში რუსეთში გამგზავრებისას. მაგ დროიდან ისინი დასახლდნენ მოსკოვის ქართულ კოლონიაში, ასევე უკრაინაშიც მიიღეს რუსი მეფისგან მამულები, ჯაფარიძეები საფრანგეთის, ა.შ.შ-ს და არგენტინის ქართულ ემიგრაციაშიც ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ.


 ჯაფარიძეთა გვარიდან ბევრი გამორჩეული და ცნობილი პიროვნება გამოვიდა: მთასვლელი ალიოშა ჯაფარიძე, მხატვარი უჩა ჯაფარიძე, მწერალი რეზო ჯაფარიძე, არქეოლოგი ოთარ ჯაფარიძე, ისტორიკოსი მეუფე ანანია ჯაფარიძე, რევოლუვიონერი ბაქოს აღმასკომის თავჯდომარე 26 კომისართაგანი პროკოფი ჯაფარიძე, სცენის და ეკრანის მშვენება მედეა ჯაფარიძე და სხვა.


 ღმერთისა და საქართველოსთვის, ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის, ჯაფარიძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ "ჟამსა ერთობისასა" ერთიანი ქართული ლაშქრის მემარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში, "ხოლო შემდგომ განყოფისა", ცალკერძ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და მემარჯვენე სადროშოებში და ცალკერძ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.


 დღესდღეისობით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჯაფარიძის გვარს 7500 მეტი ადამიანი ატარებს. ღმერთმა დალოცოს და ამრავლოს გვარი ჯაფარიძეთა.


ავტორი ზვიად ჯაფარიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0