რევაზ ჯაფარიძე (1923-1999) დაიბადა იმერეთში, საჩხერის რაიონის სოფელ ბაჯითში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1964 წელს.
არის ავტორი ნამუშევრებისა: "გასული დროის ლაბირინთი", "სიძველე", "სოლოლაკის ჟანგები", "სახლის სახურავი","ფეხსაცმელი და ვიოლინო"(1998–1999); "პური და ღვინო მაგიდაზე", "მოცულობიანი ფიგურები სიბრტყეზე", "განცალკევება", "ქალზე ფიქრის ვერმოცილება"(1999) და სხვ. გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: თსუ სააქტო დარბაზში(1964), მხატვართა კავშირში(1965), მხატვრის სახლში(1968), მსახიობის სახლში(1976), გალერეა TMS(1996), გამოფენები პარიზსა და ბრეტანში(1991). არის მრავალი სტატიის, ლექსის, ესეს და წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრები დაცულია სურათების ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების სახელმწიფო და ლიტერატურულ, მოსკოვის აღმოსავლეთ ხალხთა ხელოვნების მუზეუმებში; საქართველოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და აშშ კერძო კოლექციებში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2000 - თბილისის საკრებულოს სპეციალური პრიზი
ბიბლიოგრაფია
- ნახატის სიჩუმე : ესეების კრებული (ავტორი). - თბილისი, კავკასიური სახლი, 2010. - 392გვ.. - ISBN: 978-9941-400-47-6
- დაქირავებული დამტირებლის გულგრილობა : სარკე ბრმებისთვის მეორე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საარი, 2005. - 276გვ.. - ISBN: 99940-29-47-9
- აღმოაჩინე ჩემი გამოხედვა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2005. - 112გვ.. - ISBN: 99940-808-9-X
- შეშლილი ქალის ვნებები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2000. - 128გვ.
- ნიკო ფიროსმანი : ცხოვრება და შემოქმედება (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 1999. - 83გვ.. - ISBN: 99928-58-14-1