სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
უჩა ჯაფარიძე 1906-1988 მხატვარი სოფ. ღარი, ონი. რაჭა.

1906-1988 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ჯაფარიძე სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

89       ბეჭდვა

უჩა ჯაფარიძე 1906-1988 მხატვარი სოფ. ღარი, ონი. რაჭა.

უჩა ჯაფარიძე 17 აგვისტო 1906-1988 დაბადების ადგილი:  სოფელი ღარი, ონის რაიონი.



დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1931 წელს.

ონის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი გაემგზავრა თბილისში, სადაც 1922-1924წწ. სწავლობდა მოსე თოიძის სამხატვრო სტუდიაში; 1924 წელს გახდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი; 1925 წელს მამის გარდაცვალების გამო, იძულებული გახდა მიაეტოვებინა სამხატვრო აკადემია და დაბრუნებულიყო სოფელში;


თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის გაგრძელება მან მხოლოდ 1928 წელს შეძლო; 1931 წელს სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, მაგრამ ამასთანავე განაგრძობდა დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობასაც; მან რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოწყობილ ექსპედიციებში, რამაც შესაძლებლობა მისცა მოეგროვებინა მდიდარი მასალა თავისი შემოქმედებისათვის; 1933 წელს გაემგზავრა მოსკოვში და მუშაობა დაიწყო საბჭოთა კავშირის ხალხთა მუზეუმში, ამასთანავე სწავლას განაგრძობდა გამოჩენილი რუსი მხატვრების ხელმძღვანელობით; 1936 წლის ოქტომბრიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და 1944 წელს მიიღო პროფესორის წოდება; 1942-1948წწ. იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი; 1939 წლიდან ფერწერისა და კომპოზიციის კათედრის გამგე. მხატვარმა შექმნა მრავალრიცხოვანი საინტერესო და ეტაპობრივი ნამუშევარი, რომლებმაც შესამჩნევი კვალი დატოვეს იმდროინდელი ქართული კულტურის განვითარების საქმეში. XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა.

წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/უჩა_ჯაფარიძე


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტი , თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს მხატვართა კავშირი , გამგეობის თავმჯდომარე (1951, 1955, 1958, 1972)
  • საქართველოს სსრ რამდენიმე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
  • სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტი, წევრი
  • სსრკ სამხატვრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1958-)
  • სსრკ სამხატვრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1954-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1982 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1963 - სსრკ სახალხო მხატვარი
  • 1958 - ლენინის ორდენი
  • 1946 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1946 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1942 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    მონუმენტური ტილოსათვის – "საპირველმაისო დემონსტრაცია თბილისში 1901 წელს"

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.02.2020
ბოლო რედაქტირება 27.11.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ანანია (თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე მიტროპოლიტი დაბ. 1949წ. მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მწყემსთავარი დაბ. ტყიბული იმერეთი

1 0


პავლე (პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე) 1888-1929წწ ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ხრეითი ჭიათურა

2 0

ჯაფარიძე მიხეილ ასლანის ძე მღვდელი, 1873-1912წწ ხრეითის წმ. გიორგის (ზეციხის უბნის) ეკლესიის, ჭიათურა

2 0

ბიქტორ ჯაფარიძე მიხეილის ძე 1912-1917წწ მღვდელი, ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესია, ჭიათურა

2 0

ჯაფარიძე - გვარის 52 ღვთისმსახური

1 0

ივანე ჯაფარიძე დავითის ძე 1867-1934წწ საქართველოს გენერალი დაბ. ქუთაისი გუბერნია Иван Давыдович Джапаридзе

2 0


გიორგი ჯაფარიძე 1964-93წწ. გარდ. 29 წლის, სოფ. ტამიში, ოჩამჩირე. აფხაზეთი, 1992 წელს მუშაობა დაიწყო ახალციხის 22 მმ. ბრიგადის სამედიცინო ლაზარეთში ექიმად. 1993 წელს წავიდა აფხაზეთში ექიმად. დაბ. ახმეტა კახეთი

3 0

ოთარ ჯაფარიძე 1969-1992წწ. გარდ. 23 წლის, გაგრა, აფხაზეთი დაბ. ბაღდათი იმერეთი.

3 0

გიორგი ჯაფარიძე 1959-92წწ. დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დ. ჭიათურა

2 0


ნუგზარი ჯაფარიძე 1965-1993წწ გარდ. ბირცხა აფხაზეთი დაბ. მესტია.

3 0

ბუდუ ჯაფარიძე დაკარგულია აფხაზეთის ომი 1992-93წწ ფონდი მოლოდინი

2 0

ალექსანდრე იურის ძე ჯაფარიძე დ. 1955წ. მაქს. 2,3 მილიარდი დაბ. მახაჩკალა დაღესტანი რუსეთი

2 0

გია ჯაფარიძე 1945წ. მხატვარი. დაბ. თბილისი.

5 0


ვახტანგ ჯაფარიძე 1901-1986წწ მხატვარი დაბ. ყვარელი კახეთი

2 0


თემო ჯაფარიძე 1937წ. მხატვარი წარმ. სოფ. ლატალი, მესტია. დაბ. თბილისი.

4 0


ოთარ ჯაფარიძე 1920წ მხატვარი. დაბ. ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1 0


რევაზ ჯაფარიძე 1923-1999წწ მწერალი, მხატვარი, დაბ.სოფელი ბაჯითი, საჩხერე, იმერეთი

1 0


ლევან ივანეს ძე ჯაფარიძე 1905-1972წწ. გარდ. 67 წლის აკადემიკოსი, ბოტანიკოსი, წარმ. ლატალი, მესტია, სვანეთი. დაბ. თბილისი.

1 0


ოთარ ჯაფარიძე 1921-2020წწ. ისტორიკოსი, აკადემიკოსი, დაბ. თბილისი. ქართლი.

3 0


დავით ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონი კრივი ჭიათურა

1 0

1 0 0


ლევან ჯაფარიძე ევროპის პრიზიორი სუმო

1 0

0 0 1


ზურაბ ჯაფარიძე მსოფლიო ჩემპიონი თანამედროვე ხუთჭიდი

1 0

2 0 0


დავით ჯაფარიძე დაბ. 1972წ. საკავშირო ოლიმპიადა ძიუდო დაბ. თელავი

1 0

თენგიზ ივანეს ძე ჯაფარიძე 1925-1944წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1 0