სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
პავლე (პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე) 1888-1929წწ ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ხრეითი ჭიათურა პავლე (პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე) 1888-1929წწ ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ხრეითი ჭიათურა

1888-1929 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ჯაფარიძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

448       ბეჭდვა

პავლე (პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე) 1888-1929წწ ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ხრეითი ჭიათურა

პავლე - (ერისკაცობაში პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე) (01.V.1888, შორაპნის მაზრა, სოფ. ხრეითი – 03.XI.1929, თბილისი) - ეპისკოპოსი.


ბიოგრაფია

ბავშობიდანვე გატაცებული იყო სასულიერო წიგნებით, ღვთისმსახურებაში მონაწილეობის სურვილით, სხვადასხვა მონასტრებში იყო მორჩილი, წიგნის მკითხველი. ქუთაისის საქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1906 წლს, გაემგზავრა ათონზე, სადაც 1907 წლის 18 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პავლე. 1910 წელს დაბრუნდა საქართველოში, სადაც გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა, ლეონიდემ, ხელი დაასხა მღვდელმონაზვნად შიომღვიმის მონასტერში.


1918 წელს საბუთები შეიტანა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, როცა ბოლშევიკებმა დაიწყეს ეკლესია-მონასტრების ნგრევა, საეკლესიო სიწმიდეების შეურაცხყოფა, მიატოვა უნივერსიტეტი და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წინამძღვრის მოადგილედ დაბრუნდა, სადაც ამხნევებდა მრევლს და ცდილობდა მათში სამშობლოსა და სარწმუნოების სიყვარულის შენარჩუნებას. ბოლშევიკური საოკუპაციო ჯარების თბილისში შემოსვლამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, საეკლესიო განძი და სიწმინდეები სასწრაფოდ განერიდებინათ თბილისიდან. კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ არქიმანდრიტ პავლეს და ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე) დაავალა ქუთაისში გაჰყოლოდნენ განძს და დაებინავებინათ იგი ქუთათელი მიტროპოლიტის, ნაზარის, საეპარქიო სახლის სარდაფში. ბოლშევიკებმა ერთი სულმოკლე ადამიანის მეშვეობით მიაგნეს განძს, ამოიღეს და დაიტაცეს. არქიმანდრიტი პავლე 1924 წლის მარტში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, გაასამართლეს. ბრალდების შინაარსი ასეთი იყო - რატომ არ აცნობა მან საბჭოთა ხელისუფლებას განძეულის ადგილსამყოფელის შესახებ. არქიმანდრიტმა პავლემ სასამართლოზე განაცხადა, რომ იგი ასრულებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი ლეონიდეს ლოცვა-კურთხევას და იცავდა პატრიარქისათვის მოცემულ სიტყვას განძეულის ადგილსამყოფელის საიდუმლოდ შენახვის შესახებ. სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა.


1924 წლის 18 აპრილს შეიკრიბა დაპატიმრებას გადარჩენილი საკათალიკოსო საბჭოს შემადგენლობა. მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება არქიმანდრიტი პავლეს ეპისკოპოსად გამორჩევის შესახებ. მას ჩაბარდა წილკნის ეპარქია. იყო გაწონასწორებული, მიუკერძოებელი სასულიერო პირი, ამიტომ არაერთხელ დაასახელეს უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ ხშირი ავადმყოფობის გამო მას არ შეეძლო ამ დიდი ტვირთვის ზიდვა. 1928 წლის 26 მარტიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველია. აფხაზეთის ნოტიო ჰავამ უარყოფითად იმოქმედა მასზე, რის გამოც დააბრუნეს სვეტიცხოველში, სადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ახერხებდა თავისი მრევლისათვის გაეწია სულიერი შემწეობა. მრევლი დიდად აფასებდა მის სიწმინდესა და უბრალოებას. მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 1929 წლის თებერვალში სამკურნალოდ ალექსანდრეს საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა. დაიკრძალა სვეტიცხოვლის ეზოში.


მიხეილ ქართველიშვილი


ლიტერატურა

ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010;

გ. მჭედლიძე, მ. კეზევაძე, ქუთაის-გაენათის ეპარქია: ისტორია და თანამედროვეობა, თბ., 2005.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

"ისე დაენანათ მცხეთელებს ახალგაზრდა ეპისკოპოსი მიწისთვის, აკლდამა საკუთარი ხელით გაუკეთეს და იქ ჩაასვენეს..."

იმდენად ლამაზი და კეთილსახიერი ყოფილა წილკნის ახალგაზრდა ეპისკოპოსი და სვეტიცხოვლის წინამძღვარი პავლე ჯაფარიძე, რომ გასცდებოდა თუ არა ტაძრის კარიბჭეს, მცხეთელები უმალ აედევნებოდნენ, ოღონდ კი მისთვის შეეხედათ, მაგრამ ადამიანებს დიდ გარეგნულ ხიბლზე მეტად მეუფე პავლეს თვალით უხილავი სიწმინდე და მადლი იზიდავდა... ის პერიოდი მეუფე პავლეს მოწამებრივი სიცოცხლის მიწურული იყო - ძალიან მალე სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა და მის საფლავს სვეტიცხოვლის ეზოში წლების მანძილზე ამშვენებდა ცოცხალი ყვავილების ულამაზესი თაიგულები...

 საპატრიარქოს უწყებანი  N21 11-17ივნისი 2004წ გვ.20

ქართველი ბერები ათონის მთაზე. 1908 წელი.

ბერი გიორგი (დარჩია) - შემდგომში არქიმანდრიტი და ბერი პავლე (ჯაფარიძე) შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი. ორივე ქართველი ბერი მოღვაწეობდაათონის წმიდა მთაზე, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში. სამწუხაროდ, იქ შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ორივეს მოუწია ათონის წმიდა მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მამა გიორგი დარჩია მოღვაწეობდა სამეგრელოში. 1930-იან წლებში უღმერთო ხელისუფლებამ დახვრიტა. ხოლო მამა პავლე ჯაფარიძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის არქიმანდრიტი იყო. 1924 წელს ხელდასხმულ იქნა წილკნელ ეპისკოპოსად. გარდაიცვალა 1929 წელს. ფოტო მოგვაწოდა ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის დისშვილმა, ქალბატონმა ჟუჟუნა სიჭინავამ.

19 წლისა ათონზე გაიპარა. ამას ვერავინ წარმოიდგენდა: მართალია, ლოცვა ბავშვობიდან თავისით ისწავლა და რაღაც უცნაური კანონზომიერებით, იმ წლებიდანვე მორწმუნე იყო, მაგრამ მშობელ დედასაც არ უეჭვია არაფერი - ოჯახში არავინ ყოფილა გამორჩევით ღვთისმოსავი.

ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის დისშვილი, ჟუჟუნა სიჭინავა: "დედა ამბობდა, პავლე ათონზე ვაჭრის ბილეთით გაიპარაო... მაშინ 19 წლისა ყოფილა. იქ ჩვენი ახლო ნათესავი, უკვე მოხუცი ალექსი ბაქრაძე დახვდა. ბიძაჩემი პირველივე წერილში იწერებოდა, - ისე გაიხარა ალექსიმ, გულში ჩამიკრა და ცრემლი დამაყარა... 30 წელიწადია, რაც ათონზე ცხოვრობს, ჩინებული ბიბლიოთეკა აქვს, უამრავი ენა იცის, ბერძნულიდან და ფრანგულიდან თარგმნისო... ჩასვლისთანავე აღკვეცეს მწირ-ბერად და შემოსეს კიდეც... იქ დახვედრია გაბრიელ ქიქოძის ძმაც".

ნაწყვეტი წერილიდან: "ათონის დანახვამ შორიდანვე აღტაცებაში მომიყვანა. იქაური ადგილ-მდებარეობა საუცხოო სანახავია, ირგვლივ ზეთისხილის ტყეები და ვენახებია... აქაური ბერები ანგელოზებრ ცხოვრებას ეწევიან. მყუდროება, სიმდაბლე, ერთურთის უწყინარობა... ბევრი ლაპარაკი აკრძალულია, მხოლოდ სულიერ საუბარს თუ დაუწყებენ ერთმანეთს.

ივერიის მონასტერს ბერძნები და რუსები "ათონის გვირგვინს" უწოდებენ..."

შემდგომ გამოგზავნილ წერილებში იუწყებოდა, რომ ბერძნული ენისა და საერო თუ სასულიერო საქმის შესასწავლად ალექსი ბაქრაძეს მიამაგრეს.

ჟუჟუნა სიჭინავა:

- პავლე მოგვიანებით იწერებოდა, ციება შემეყარა და 16-18-საათიანმა ფეხზე დგომამ ფეხები დამისივაო. ამიტომ ათონიდან სტამბოლს გაუგზავნიათ, მაგრამ უკან, ათონზე მიბრუნებულს იქაურობის დატოვება მალევე მოუხდა. მოგეხსენებათ, რაც მაშინ ათონზე ხდებოდა - ქართველ ბერებს ბერძნები უკიდურესად ავიწროებდნენ. ერთი სიტყვით, ისე მოხდა, რომ 1909 წელს ბიძაჩემი სამშობლოში გამობრუნდა და მალევე ეპისკოპოსმა ლეონიდემ შიომღვიმის მონასტერში მღვდელმონაზვნად დაასხა ხელი... რამდენიმე წელი პავლემ შიომღვიმეს გაატარა.

- ეპისკოპოს პავლეს ხანმოკლე სიცოცხლე ჰქონდა. კერძოდ რა არის ცნობილი მისი ბიოგრაფიიდან?

- 1913 წელს მოწამეთას მონასტერში გადავიდა. 1915 წელს არქიმანდრიტად აკურთხეს და რაჭაში, ჭელიშის მონასტერში დაადგინეს. 1918-1920 წლები კი ჯრუჭში გაატარა... მისი ოჯახი იმ ხანებში ჭიათურიდან (ბიძაჩემიც და მისი სამი და-ძმაც იქ დაიბადნენ) ქუთაისს, ბალახვანზე გადმოვიდა საცხოვრებლად, იქიდან კი - თბილისში...

ავლაბარში რომ ფერისცვალების დედათა მონასტერია, იმ ეზოში მდგარ სახლში ვცხოვრობდით (მოგვიანებით იქ მუზეუმი დაფუძნდა). დარეჯან დედოფლის სასახლის მრგვალი აივანი მიმდებარე ოთახებითურთ ჩვენ მოგვაკუთვნეს (შემდგომ იქიდან მთაწმინდაზე, მილოვის სახლში გადავედით).

დედა ამბობდა, იმ აივანზე აიდგი ფეხიო. მახსოვს მონაზონთა ნაქონი უძველესი ტყავისყდიანი და პერგამენტზე ნაწერი წიგნები, რომლებიდანაც ჩვენი მეზობლები (ჩვენ გარდა იმ სახლში სხვებიც ცხოვრობდნენ) თუთუნის გასახვევად ფურცლებს ხევდნენ...

რაც შეეხება ბიძაჩემ პავლეს, იგი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მასთან ერთად სწავლობდნენ სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, გიორგი წერეთელი... ამ უკანასკნელმა, წლები რომ გავიდა, დედაჩემს სთხოვა, იმდროინდელი სამღვდელოების მოწამებრივ ცხოვრებაზე, მათ შორის - პავლეზეც, წიგნის დაწერას ვაპირებ და თუ მისეული რამე გაგაჩნია, იქნებ გადმომცეო. რაღა თქმა უნდა, ასეთი რამ მაშინ უტოპია იყო და არც ის წიგნი გამოცემულა... სულ ახლახან გიორგი წერეთლის დას ვთხოვე, იქნებ ძმის არქივში ჩვენი ოჯახის მიერ გადმოცემული პავლესეული რამე გაქვთ-მეთქი, მაგრამ მითხრა, აღარაფერი დარჩაო... ის მასალა საბოლოოდ დაიკარგა.

- ქალბატონო ჟუჟუნა, ეპისკოპოსი პავლე სხვა სასულიერო პირებთან ერთად დააპატიმრეს. როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

- საქართველომ რომ დამოუკიდებლობა დაკარგა, პავლემ უნივერსიტეტი მიატოვა და განმარტოვდა - საშინლად განიცადა ეს ამბავი... მოგეხსენებათ, 1922 წელს საქართველოს იმდროინდელმა პატრიარქმა, უწმინდესმა ამბროსიმ (ხელაია, აწ უკვე წმიდანთა დასს შეერთებული) გენუის კონფერენციას ქართველი ერისა და ეკლესიის მდგომარეობის შესახებ მემორანდუმი გაუგზავნა.

ისტორიიდან: ხსენებული კონფერენცია ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ გენუაში 1922 წლის 10 აპრილიდან 19 მაისამდე მიმდინარეობდა და მასში 29 სახელმწიფო მონაწილეობდა, მათ შორის, ახალფორმირებული საბჭოთა სოციალისტური რუსეთის მთავრობის დელეგაციაც. უწმინდესი ამბროსის მემორანდუმი საქართველოდან მღვდელმა იასონ კაპანაძემ გაიტანა და ამ მიმართვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონფერენციის მონაწილეებზე. გთავაზობთ ნაწყვეტებს ხსენებული დოკუმენტიდან:

"ოკუპანტები, მართალია, ლამობენ, რომ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად გრძნობს ქართველი ერი თავს, ეს ყველაზე უკეთ მე ვუწყი, მისმა სულიერმა მამამ და დღესდღეობით ერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება".

უწმინდესი ამბროსი სინანულით იუწყებოდა, რომ ის ექსპერიმენტები, რომელთაც სოციალიზმის დროშით ნათლავდნენ, ქართველ ერს გახრწნამდე და ფიზიკურ გადაშენებამდე მიიყვანდა, რომ იდევნებოდა ქვეყნის წარსული, ეკლესია და სამღვდელოება უკიდურესად უუფლებო იყო.

მემორანდუმში ჩამოყალიბდა შემდეგი მოთხოვნები:

1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან;

2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს, თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოთ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ კულტურას შეესაბამება.

სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს, და იხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებისაგან".

ბოლშევიკური ხელისუფლება გააცოფა ამ ყველაფერმა და ქართველ სამღვდელოებას წითელმა გაზეთებმა "ბნელეთის მოციქულები", "საბჭოთა ხელისუფლების შეუნიღბავი მტრები" უწოდა. მოკლედ, ცდა არ დააკლეს, რომ ქვეყანაში ანტირელიგიური ფსიქოზი შექმნილიყო, რაც ფონად დაედო მომავალ დიდ საჩვენებელ სასამართლოს და საკათალიკოსო საბჭოს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი.

1923 წლის 12 იანვარს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საკათალიკოსო საბჭოს დაპატიმრების შესახებ. იმავე დღეს დააპატიმრეს:

პატრიარქი ამბროსი (ხელაია, აწ წმინდანად შერაცხული);

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა, აწ წმინდანად შერაცხული);

ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე, მომავალი პატრიარქი);

დიდუბის ტაძრის დეკანოზი იოსები (მირიანაშვილი);

ქაშუეთის ტაძრის დიაკვანი დიმიტრი (ლაზარიშვილი);

სვეტიცხოვლის წინამძღვარი, იმ დროს არქიმანდრიტი პავლე ჯაფარიძე;

ვერის ტაძრის წინამძღვარი ანტონი (თოთიბაძე);

სიონის წინამძღვარი, დეკანოზი მარკოზი (ტყემალაძე);

ნიკოლოზ არჯევანიძე (საერო პირი, საკათალიკოსო საბჭოს წევრი);

ნიკოლოზ თავდგირიძე (საკათალიკოსო საბჭოს წევრი).

სასამართლო მიმდინარეობდა თბილისში, პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში (ნაძალადევის თეატრში).

დაპატიმრებულებს ბრალად ედებოდათ გენუის კონფერენციაზე ხსენებული მიმართვის გაგზავნა, საეკლესიო განძეულობის გადამალვა და სამხედრო სობორის კომკავშირისთვის გადაცემაზე უარის თქმა.

დაკითხვები ყოფილ ძერჟინსკის ქუჩაზე მდებარე "ჩეკას" საპატიმროში მიმდინარეობდა.

საარქივო ფონდებში დაწვრილებითაა აღწერილი ციხეში გამომწყვდეული საკათალიკოსო საბჭოს წევრთა აუტანელი მდგომარეობა.

ხელისუფლებას სურდა, საჩვენებელ დიდ სასამართლო პროცესზე "დამნაშავეებს" თავიანთი საქციელი მოენანიებინათ.

საქართველოს პროვინციებში დაიწყო "სასამართლო პროცესები", სადაც ბრალმდებლებად მუშათა კლასისა და გლეხობის წარმომადგენლები გამოდიოდნენ, "ბრალდებულებად" კი - სასულიერო პირები. შედეგად, 1923 წლის 9 თებერვალს ონში დაგმობილ იქნა რელიგია, როგორც "ხალხის მტერი", ქუთაისში "დამნაშავეებად ცნეს" წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეების ნეშტები, ქვეყნის მასშტაბით მოეწყო წმინდა ნაწილთა გახსნა და საჩვენებელი სასამართლო პროცესები. საკათალიკოსო საბჭოს ტყვედ ყოფნის პერიოდში განსაკუთრებული მძვინვარებით იწყეს ეკლესიის განადგურება: "სენაკის მაზრაში დაიხურა ყველა ეკლესია, თბილისის მაზრაში - 48, ქუთაისის მაზრაში - 160, შორაპნის მაზრაში - 148, ოზურგეთის მაზრაში - 130, რაჭა-ლეჩხუმში - 255, გორის მაზრაში - 78, ზუგდიდის მაზრაში - 75, სიღნაღის მაზრაში - 65, ცხინვალის ზონაში - 60 ეკლესია-მონასტერი".

ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია.

ჟუჟუნა სიჭინავა:

- ბიძაჩემიც სინოდთან ერთად ციხეში აღმოჩნდა. ამ სამარცხვინო პროცესის შემდეგ თითოეულ მათგანს უმძიმესი განაჩენი გამოუტანეს: ზოგს - დახვრეტა, ზოგს კი მრავალწლიანი პატიმრობა ქონების კონფისკაციითა და სასტიკი იზოლაციით. პავლე ციხეში ისე დასნეულებულა, ალბათ იფიქრეს, ეს მაინც მალე მოკვდებაო და პირობითი სასჯელი აკმარეს.

- ბრალს რაში სდებდნენ?

- 1921 წლის 23 თებერვალს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებით (რომელსაც პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე) ხელმძღვანელობდა) სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა ქუთაისის ხაზინაში ან ბანკში უნდა გადაენახათ. მენშევიკური მთავრობის წინადადებით, მუზეუმის მაშინდელ ზედამხედველ ექვთიმე თაყაიშვილს ხაზინის ქონებასთან ერთად ქუთაისს უნდა გადაეტანა უძვირფასესი სამუზეუმო ექსპონატებიც. ექვთიმემ მუზეუმთა გამგეები შეკრიბა და მოითათბირეს, რომ სამუზეუმო ნივთები თბილისიდან ქუთაისში გადაეტანათ, სულ - 19 ყუთი.

სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა 4 ყუთში მოათავსეს და პატრიარქ ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით, სვეტიცხოვლის წინამძღვარს, პავლე ჯაფარიძეს გაატანეს ქუთაისში.

მატარებელში პავლე და ექვთიმე ერთმანეთს შეხვდნენ და ამ უკანასკნელმა ბიძაჩემს სთხოვა, - ეგ საგანძური საზღვარგარეთ გამატანეო, მაგრამ პავლემ იუარა, - უწმინდესს ასეთი კურთხევა არ მოუციაო...

პატრიარქის მითითებით, სვეტიცხოვლისა და სიონის საგანძური მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავას) სამიტროპოლიტო სახლის აივნის ქვეშ დაკრძალეს და ზედ ფილაქანი დააფარეს. ეს საიდუმლო მხოლოდ პატრიარქმა ლეონიდემ, ბიძაჩემმა და კიდევ ერთმა ადამიანმა იცოდნენ. პატრიარქი პავლეს ენდობოდა და დარწმუნებული იყო, არასოდეს უღალატებდა. სასამართლოზე რომ წარდგნენ, პავლემ ხანგრძლივი დაკითხვისა და წამების შემდეგაც არ გასცა საიდუმლო. პატიმართა დაკითხვა ე.წ. ჩეკას საპატიმროში მიმდინარეობდა. ბიძაჩემი ღამის 4 საათზე ორჯერ გაიყვანეს დასახვრეტად, იქნებ გამოვტეხოთო. განძი კი უკვე ამოღებული იყო...

...პატიმრობისას ისეც სუსტი ბიძაჩემი მძიმედ დასნეულდა...

- რა დიაგნოზი დაუსვეს?

- ღვიძლის ციროზი. დედაჩემი იტყოდა ხოლმე, - ღვიძლი გადიდებული ჰქონდა, ელენთა კი - დაპატარავებულიო. მალარიაც აწუხებდა და როდესაც ცხუმ-აფხაზეთის დროებით მმართველად გადაიყვანეს, ნესტიანმა კლიმატმა მდგომარეობა გაუუარესა. საკათალიკოსო საბჭო დათმობაზე წავიდა და იგი სვეტიცხოვლის წინამძღვრად დააბრუნა - ყველა გრძნობდა, რომ ბიძაჩემს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა...

მრევლსაც იმდენად უყვარდა, რომ სინოდს სთხოვა: "ყოვლადუსამღვდელოესი პავლე ტაძრის (სვეტიცხოვლის) მნახველთა დარბაისელი მიმღებია და სიძველეთა საუცხოო ამხსნელი... იგი სამრევლოსათვის ჭეშმარიტი მოძღვარია... მეუფე პავლე თავისი წმინდა ცხოვრებით და მამაშვილური მოპყრობით ყველასთვის თანასწორად ნუგეშის მიმცემია... ჩვენთვის წარმოუდგენელია სვეტიცხოვლის ტაძარი მის გარეშე. უმორჩილესად გთხოვთ, იგი უკან დააბრუნოთ, რადგან ეს დიდებაა სვეტიცხოვლისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკანასკნელად ვეტყვით მეუფე პავლეს, რომ იგი უკან დაუბრუნდეს მისგან დაობლებულ მცხეთას და იქ დაამთავროს დღენი თავისი ცხოვრებისა... თუ ამაზე უარს იტყვის, ყველანი სასოწარკვეთას ვეძლევით".

მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, ზაფხულში დედამ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში რომ დამტოვა სამი თვით... იმდროინდელმა მონაზვნებმა მითხრეს, პავლე უზომოდ კეთილი, სათნო და განათლებული, ამასთან, უჩვეულო სილამაზის პატრონი იყო, მოოქროსფრო დატალღული თმა, დიდი მწვანე თვალები და ძალიან ნაზი ფერის კანი ჰქონდაო.

სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ სამთავროში დაბრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი სწორედ პავლემ დააწერინა 1912 წელს, ათონზე ყოფნისას. თუ დააკვირდებით, მასზე წარწერასაც ამოიკითხავთ: "განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისათა, მე, უნდომან მონამამ მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიისა კარისა და შევწირე მცხეთის "სამთავროს" ფერისცვალების დედათა მონასტერსა, ვითარცა მფარველად მიურულებელად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მასში და, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად.

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ!

ათონის მთა, წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი, 1912 წელი".

სამთავროში ყოფნისას, მახსოვს, როგორ ვდგებოდი სისხამ დილით მონაზვნებთან ერთად და როგორ ვისმენდი ცისკრის ლოცვებს. მათ სენაკებში ვცხოვრობდი... მაშინ სამთავროს იღუმენია დედა ანუსია იყო, მონაზონთაგან მახსოვს ივლიტა, ათანასია, ზოილე - ჩვენი პატრიარქის ნათლია, ლიზა... მათგან ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე კიდეც ბიძაჩემის შესახებ. როცა სამთავროში ჩავდივარ, იღუმენია ანუსიას სამარეს ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ და არც მონაზვნებმა იციან რამე... რამდენიმე ხნის წინ ლუარსაბ ტოგონიძემ (სწორედ ლუარსაბმა გვაპოვნინა პავლე ჯაფარიძის ნათესავები, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ, - ავტ.) იმდროინდელი ფოტოები მაჩვენა და სამთავროელი დედები ამოვიცანი...

- კიდევ ვინ გახსოვთ იმდროინდელ მოღვაწეთაგან?

- არქიმანდრიტი პართენ აფციაური და უსათნოესი მოხუცი ბერი, მამა ისე, რომელიც ზედაზნის მონასტრიდან ჩამოდიოდა... მამა გაბრიელ ურგებაძეს მაგონებს... კომუნისტებმა მოკლეს...

როდესაც პავლე გარდაიცვალა (იგი 1888 წლის 1 მაისს დაიბადა და 1929 წელს, 3 ნოემბერს გავიდა წუთისოფლიდან), ისე დაენანათ მისთვის მიწის მიყრა, რომ აკლდამა გაუკეთეს და მისი ნაწამები სხეული იქ ჩაასვენეს... მაშინ პავლე მხოლოდ 41 წლის იყო...

P.S. მკითხველს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისთვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე.

საკონტაქტო ტელეფონებია: 899-93-48-40; 899-54-82-29

წინასწარ გიხდით მადლობას.

სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა


საპატრიარქოს უწყებანი  N34 21-27 ოქტომბერი 2010წ გვ. 25

მღვდელ მონაზონი პავლე შიომღვიმის მონასტერში მოღვაწეობის დროს.

…ცოთ იგი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად, არქიმანდრიტის წოდების მინიჭებით“. წმინდა სინოდმა განიხილა მამა პავლეს კანდიდატურა და ამავე წლის 31 აგვისტოს იგი ჭელიშის მო-ნასტრის წინამძღვრად დაამტკიცეს. 1916 წლის 2 ოქტომბერს მღვდელ-მონაზონ პავლეს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1917 წლის აპრილში საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის ორგანოში საჩივარი შევიდა ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ გაბრიელის (აბაშიძე) სახელზე. საეკლესიო მმართველობა იძულებული გახდა საქმის გამორკვეva ჭელიშის მონასტრის წინამძღვრისათვის, იღუმენ პავლესთვის და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლისთვის, იაკობ თომას ძე ცინცაძისათვის დაევალებინა. ადგილზე მდგომარეობის შესწავლის შემდეგ კომისიამ ასეთი დასკვნა გააკეთა: „ამ დიდებულ მონასტერს სჭირდება მეტი ყურადღება და მეტი სიყვარული, ვიდრე ეს ჩანს დღევანდელ მის მზურნველთაგან“. ამასთან დაკავშირებით, 1917 წლის მაისში, იღუმენი პავლე ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1918 წლის 20 ივნისს დათარიღებული საბუთით ის უკვე არქიმანდრიტია. 1920 წელს ჯაფარიძეების ოჯახი დასავლეთ საქართველოდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მამა პავლეს დიდი სურვილი ჰქონდა თბილისში ახლად გახსნილ უნივერსიტეტში ესწავლა, ამიტომ მან კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს (ოქროპირიძე) სთხოვა, თბილისთან ახლოს, რომელიმე მონასტერში ცხოვრების ნება დაერთო და უნივერსიტეტში სწავლასთნ დაკავშირებით კურთხევა მიეცა. უწმინდესმა ლეონიდემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და 1920 წლის 20 ოქტომბერს არქიმანდრიტი პავლე სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დანიშნა. პარალელურად, მას საშუალება მიეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ლექციების კურსი მოესმინა. აქ მასთან ერთად სწავლობდნენ: სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშ-ვილი, გიორგი წერეთელი და სხვ. 1921 წლის თებერვლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია საქართველოში შემოიჭრა. მალე მტერი საქართველოს დედაქალაქ თბილისს მოადგა. 23 თებერვალს, საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილებით, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ხელმძღვანელობდა, დადგინდა: სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა გაეტანათ და შეენახათ ქუთაისის სახელმწიფო ხაზინაში ან ბანკში. განძეულობა მოათავსეს ოთხ დიდ ყუთში, რომლის ქალაქიდან გატანა, უწმინდესი ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით, დაევალა არქიმანდრიტ პავლეს. მას საგანძური ქუთაისში უნდა ჩაეტანა და კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ჩამობრძანებამდე საკათედრო ტაძარში მოეთავსებინა. მატარებელში მამა პავლე შეხვდა ექვთიმე თაყაიშვილს, რომელსაც, თავის მხრივ, ქუთაისში მიჰქონდა სამუზეუმო და სახაზინო ნივთები. თაყაიშვილმა როცა გაიგო, თუ რა განძი მიჰქონდა მამა პავლეს, შესთავაზა, მისთვის გაეტანებინა საზღვარგარეთ ეს ყუთები, რაზეც უარი მიიღო. მალე ქუთაისში ჩაბრძანდა კათოლიკოსი ლეონიდეც. გადაწყდა, რომ ეს განძეულობა ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) სამღვდელმთავრო სახლის აივნის ქვეშ დაემალათ, ზედ კი ქვის ფილაქანი დაეფარებინათ. განძის ადგილმდებარეობა იცოდა პატრიარქმა ლეონიდემ, მიტროპოლიტმა ნაზარიმ და არქიმანდრიტმა პავლემ. სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლებამ გამცემის საშუალებით მიაგნო განძეულობას და ის ეკლესიას ჩამოართვა. 1922 წლის 10 აპრილიდან 19 მაისამდე, იტალიაში, ქ. გენუაში ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 29 სახელმწიფო მონაწილეობდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) გენუის კონფერენციაზე შეკრებილ ევროპის სახელმწიფოს წარმომადგენლებს დეკანოზ იასონ კაპანაძის ხელით გაუგზავნა მემორანდუმი, სადაც ის რუსეთის იმპერიას ამხელდა და საქართველოს ანექსიაზე საუბრობდა. 1923 წლის 12 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა თითქმის მთელი საკათოლიკოსო საბჭო. მათ შორის, სვეტიცხოვლის ტაძრის არქიმანდრიტი პავლეც. სასამართლო პროცესი შედგა იმავე წლის 10 თელ მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) სამღვდელმთავრო სახლის აივნის ქვეშ დაემალათ, ზედ კი ქვის ფილაქანი დაეფარებინათ. განძის ადგილმდებარეობა იცოდა პატრიარქმა ლეონიდემ, მიტროპოლიტმა ნაზარიმ და არქიმანდრიტმა პავლემ. სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლებამ გამცემის საშუალებით მი-აგნო განძეულობას და ის ეკლესიას ჩამოართვა. 1922 წლის 10 აპრილიდან 19 მაისამდე, იტალიაში, ქ. გენუაში ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 29 სახელმწიფო მონაწილეობდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) გენუის კონფერენციაზე შეკრებილ ევროპის სახელმწიფოს წარმომადგენლებს დეკანოზ იასონ კაპანაძის ხელით გაუგზავნა მემორანდუმი, სადაც ის რუსეთის იმპერიას ამხელდა და სა- ქართველოს ანექსიაზე საუბრობდა. 1923 წლის 12 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა თითქმის მთელი საკათოლიკოსო საბჭო. მათ შორის, სვეტიცხოვლის ტაძრის არქიმანდრიტი პავლეც. სასამართლო პროცესი შედგა იმავე წლის 10

მღვდელმონაზონი პავლე ჭელიშის მონასტერში მოღვაწეობის დროს.

34-1  საპატრიარქოს უწყებანი  N34 21-27 ოქტომბერი 2010წ 26

მარტს, ნაძალადევის მუშათა თეატრში. დაპატიმრებულებს ბრალად ედებოდათ მემურანდუმის გაგზავნა, საეკლესიო განძეულობის გადამალვა და სამხედრო ტაძრის კომკავშირისათვის გადაცემაზე უარის თქმა. მამა პავლე ღამის ოთხ საათზე ორჯერ გაიყვანეს დასახვრეტად, რათა ეთქვა, თუ სად იყო გადამალული საეკლესიო განძეულობა, მაგრამ ვერაფერი ათქმევინეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებას ეს განძეულობა უკვე ამოღებული ჰქონდა სამალავიდან. მორჩილი იოანე აფციაური (შემდგომში სვეტიცხოვლის ტაძრის არქიმანდრიტი პართენი) იხსენებდა, რომ დაკითხვაზე მამა პავლეს საშინლად აწამებდნენ, მას დაუმტვრიეს ნეკნები და თითქმის მთელი სხეული დაუსახიჩრეს. ერთ-ერთ დაკითხვაზე კათოლიკოსი და მამა პავლე დააპირისპირეს ერთმანეთს. ყველა შეკითხვაზე, რომელსაც კათოლიკოსი დადებითად პასუხობდა, ჯაფარიძე უარყოფდა. როცა კათოლიკოსმა თავის დაქნევით მისცა თანხმობა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მან შეკითხვებზე სწორი პასუხის გაცემა. ამის გამო, გამომძიებელმა ჰკითხა: კათოლიკოსის ერთი თავის დაქნევა იყო შენთვის საკმარისი სიმართლე რომ გეთქვა? „ფიცით ვიყავი შებოჭილი და სანამ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებდი, უფლება არ მქონდა, სიმართლე მეთქვაო“ — უპასუხა მამა პავლემ. 1924 წელს გაზეთი „კომუნისტი“ ფართოდ აშუქებდა ამ სამარცხვინო პროცესს. აი, რას ვკითხულობთ მამა პავლეს დაკითხვის ოქმში: „სასამართლოს თავჯდომარე: ვინ დაგავალათ თქვენ განძეულობის შენახვა? ბრალდებული ჯაფარიძე: განძეულობის შენახვა დამავალა კათალიკოსმა ლეონიდმა. მე, როგორც ბერობაში აღზრდილსა და სამონასტრო წესების მტკი-ცედ აღმასრულებელს, არ შემეძლო ეკლესიის თავის ბრძანებაზე უარი განმეცხადებინა. კათალიკოსმავე მიბრძანა, რომ განძეულობის დამალვა არ გამეხმაურებინა და თუ ვინმე მკითხავდა რასმე, მეთქვა, რომ იგი საზღვარგარეთ არის გაგზავნილი. ბრალმდებელი: მაგრამ ეს ხომ ტყუილის თქმაა,  რომელიც სასულიერო პირს არ შეშვენის. ბრალდებული ჯაფარიძე: ტყუილის თქმაც არის და ტყუილის თქმაც. ღმერთის განრისხება იმდენად არაფერია, ღმერთი მრავალმოწყალეა. კითხვა: როგორ ჰფიქრობთ, ტყუილის თქმა ღვთის ნების წინააღმდეგია? პასუხი: წინააღმდეგიც არის და არც არის წინააღმდეგი (სიცილი დარბაზში) იმის მიხედვით, თუ რას შეეხება ტყუილი. ზოგ შემთხვევაში ტყუილის თქმა შესაწყნარებელია. ჩვენ საშუალება გვაქვს ჩვენი ცოდვა, ტყუილის თქმა, საიდუმლო აღსარების დროს მოვინანიოთ. პროკურორი ოკუჯავა: როდესაც განძეულობა ნახეს და თბილისში ჩამოხვედით, რათ მოახსენეთ ამბროსის, რომ განძეულობა ნახესო? ჯაფარიძე: თბილისში ვიყავი ჩამოსული ორიდღე და ვალდებულად ვსთვლიდი თავს, მენახულა ამბროსი და ყველაფერი მომეხსენებინა. დამცველი ქავთარაძე: აღსარებაში თქმული საიდუმლოებაა? ჯაფარიძე: საიდუმლოებაა და მისი გამჟღავნება არ შეიძლება. წივწივაძე: რა მიზანი ჰქონდა განძეულობის მიწაში ჩაფლვას? ჯაფარიძე: საშიშროების თავიდან აცილება, მათი გადარჩენა. წივწივაძე: როდის უნდა ყოფილიყო შესაძლებელი განძეულობის მიწიდან ამოღება? ჯაფარიძე: მაშინ, როდესაც მთავრობა მოახდენდა შემოწმებას სიონის და მცხეთის ტაძრების განძეულობისას, მოითხოვდა მათ მოტანას, ან გამოსცემდა რაიმე სათანადო დოკუმენტს. ბრალმდებელი: გაგიგონიათ თუ არა იმის შესახებ, რომ მღვდლები ეწეოდნენ უღირს ცხოვრებას და ჩადიოდნენ ბოროტმოქმედებას. ბრალდებული ჯაფარიძე: კი, ასეთი შემთხვევები გამიგონია“. ამის შემდეგ დამცველი დადიანი იძლევა განმარტებას №21 დეკრეტის შესახებ და აცხადებს, რომ დეკრეტის ძალით სამღვდელოება ვალდებული სულაც არ იყო, მოეხსენებინა ან ჩაებარებინა მთავრობისათვის, სად, რომელი და როგორი განძეულობა ჰქონდა შენახული. 19 მარტს სასამართლომ კა-თოლიკოს-პატრიარქ ამბროსის და საკათოლიკოსო საბჭოს წევრების ნაწილს სხვადასხვა სახის სასჯელი შეუფარდა. უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს მიტროპოლიტი ნაზარი, არქიმან- დრიტი პავლე, დეკანოზი ანტონ თოთიბაძე, დეკანოზი დიმიტრი ლაზარიშვილი და ნიკოლოზ არჯევანიძე. 1924 წლის აპრილში საკათო-


34-2  საპატრიარქოს უწყებანი  N34 21-27 ოქტომბერი 2010წ 27

მარცხნიდან (წილკნელი) ეპისკოპოსი პავლე, მანგლელი მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე) და მარგველი ეპისკოპოსი ვარლამი (მახარაძე)

-ლიკოსო საბჭოს სხდომაზე განი- ხილეს შემდეგი საკითხი: „საქმისათვის საჭიროდ და სასარგებლოდ მიგვაჩნია წილკნის სამწყსოს გამოყოფა მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან. დასახელებული სამწყსო, როგორც სამისიონერო მაზრა, თავისი მდებარეობით წარმოადგენს მივარდნილ ენეკუთხეს. ეს გარემოება კი მოითხოვს განსაკუთრებულ მზრუნველობას მის სარწმუნოებრივზნეობრივი ხელმძღვანელობისათვის. მისი ცალკე ეპარქიად გამოყოფა საშუალებას მისცემს ის მწყემსმთავარს, უფრო ენერგიულად იმოქმედოს და მხურვალე, ცხოველი კავშირი იქონიოს მასთან”. ამასთან დაკავშირებით 18 აპრილს საკათოლიკოსო საბჭომ განაჩინა: „ჩვენ, ქვემორე ამისა ხელის მომწერნი, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთა- ვარნი შევიკრიბეთ ერთად და ვიქონიეთ მსჯელობა სამღვდელმთავრო კანდიდატების შესახებ და ვსცანით მღვდელმთავრის ხარისხის მიღების ღირსად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი პავლე, რომელიც იყო ათონზე და სხვა მონასტრებშიც, არის გამორჩეული სასულიერო პირი“. დადგენილებას ხელს აწერდნენ: საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი), ალავერდელი პისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა). წერილობითი თანხმობა გა- ნაცხადეს ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა ნესტორმა (ყუბანეიშვილი) და ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ჭელიძე). 1924 წლის ივნისში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტ პავლეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და წილკნის ეპარქია ჩააბარეს. ამ დროისათვის ეპარქიაში იყო სამი სამთავარხუცესო, სადაც მოქმედებდა 48 ეკლესია, საეკლესიო წესებს აღასრულებდა 45 მღვდელმსახური, მოქმედებდა 5 მამათა და  დედათა მონასტერი, სადაც მოღვაწეობდა 20-მდე ბერი და ამდენივე მონაზონი. 1925 წლის 23-26 თებერვალს საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით წილკნელ ეპისკოპოს პავლეს დროებით დაევალა მცხეთისა და ურბნისის ეპარქიების მართვა-გამგეობაც. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მეუფე პავლე ხშირად ავადმყოფობდა. ციხეში ყოფნის პერიოდში იგი ღვიძლის ციროზით დაავადდა. 1926 წლის 31 ივლისს შედგა სვეტიცხოვლის რელიგიური საზოგადოების მიერ არჩეულ წევრთა კრება ეპისკოპოს პავლეს თავჯდომარეობით. ყოვლადსამღვდელო პავლემ საბჭოს განუცხადა თავისი უკიდურესი მდგომარეობა, რის შემ-დეგაც კრებაზე მიიღეს ასეთი გადაწყვტილება: „ექიმთა რჩევით, მეუფე პავლეს სასწრაფოდ ესაჭიროება აუცილებელი დასვენება მთაში, რაც გამოწვეულია მისი ერთი წლის მძიმე ავადმყოფობით. ამისთვის კი მას არანაირი ნივთიერი სახსარი არ გააჩნია. გთხოვთ საბჭოს, აღმოუჩინოთ ნივთიერიდახმარება ეკლესიის თანხიდან და ამით ავიცილებთ თავიდან უფრო მძიმე დაავადებას. მიეცეს მას 85 მანეთი ეკლესიის სალაროდან. ვიმედოვნებთ, რომ მეუფე პავლე მალე განიკურნება და უფრო ენერგიულად შეუდგება ჩვენი რელიგიური საზოგადოების საქმიანობას“. ამასთან დაკავშირებით მეუფე პავლე წერილით მიმართავს მიტროპოლიტ კალისტრატეს: „უმორჩილესად გთხოვთ, საავადმყოფოდან განთავისუფლებამდე უპატრონოთ წილკნის ეპარქიას“. 1927 წლის ივნისში მან სამი თვით კვლავ ითხოვა შვებულება, რაზედაც თანხმობა განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი). 1928 წლის 24 მარტს მეუფე პავლე კათოლიკოს- პატრიარქ ქრისტეფორეს ლოცვა-კურთხევით ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. აფხაზეთის ჰავამ უარყოფითად იმოქმედა მის შერყეულ ჯანმრთელობაზე. მან საკათოლიკოსო სინოდს ჯერ ორთვიანი შვებულება სთხოვა, შემდეგ კიდევ ორი თვით გააგრძელებინა. ხოლო ამავე წლის 24 სექტემბერს მან თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს: „რადგან აქაური ჰაერი ჩემს სხეულში დაბუდებულ მა- ლარიას თანდათანობით პროგრესიულ ხასიათს აძლევს, ასეთ მდგომარეობაში, ნათელია, რომ მე ცხუმაფხაზეთის ეპარქიაში ენერგიულ შრომას მოკლებული ვიქნები. ამას ვერ შეურიგდება აღნიშნული ეპარქიის აწინდელი ფრიად რთული მდგომარეობა. უმორჩილესად გთხოვთ წილკნელად დაბრუნებას, თუ ამაზე თანახმა იქნება სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრის მო- ადგილე, ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე)“. საკათოლიკოსმა სინოდმა გაითვალისწინა მეუფე პავლესთხოვნა, ანგარიში გაუწია მის დამსახურებასა და ერთგულებას დედეკლესიის წინაშე და 1928 წლის 29 სექტემბერს ისევ წილკნის ეპარქიაში დააბრუნეს. ეპარქიაში დაბრუნებულმა ეპისკოპოსმა პავლემ ჩვეული გულმოდგინებით გააგრძელა მოღვაწეობა. 1929 წლის 16 მაისს მან წერილი გაუგზავნა სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდს ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესახებ: „მაქვს პატივი, მოვახსენო საკათალიკოსო სინოდს, რომ ჩემდამო რწმუნებულ წილკნის ეპარქიაში ამ ჟამად ირიცხება: სამღვდელო პირი 25, მათში ორი არქიმანდრიტი. მოქმე-

ეპისკოპოსი პავლე მამასთან, ალატონ ჯაფარიძესთან ერთად.

34-3  საპატრიარქოს უწყებანი  N34 21-27 ოქტომბერი 2010წ 28

-დებს 40 ეკლესია. 1929 წლის 15 მაისს დაიკეტა ორი ეკლესია, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით“. 1929 წლის 3 ნოემბერს წილკნელი ეპისკოპოსი პავლე გარდაიცვალა, რაც დიდი დანაკლისი იყო ქართული ეკლესიისათვის. იგი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაკრძალეს. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) წერდა: „ეპისკოპოსი პავლე გამოირჩეოდა ქადაგების ნიჭით მოექცია ხალხი ეკლესიაში, განუსხვავებლად წლოვანებისა, სქესისა, განათლებისა და განუსხვავებლად რჯულის მიმდევრობისა. სულში ჩამწვდომი მქადა-გებელი, შეუბღალავი, სუფთა ცხოვრების მქონე ადამიანი“. გთავაზობთ მეუფე პავლეს ერთ-ერთ ქადაგებას: „კეთილმორწმუნენო, მსმენელნო, ამ ჩვენს დროში მრავალნი გამოჩდნენ ისეთი პირე ბი, რომლებიც არამც თუ ფიქრობენ, არამედ ხმამაღლა აღიარებენ, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ არაფერი არსებობს, არც წარწყმედა და არც ცხოვრება, არც სასუფეველი და არც ჯოჯოხეთი, რომ ამა ქვეყნიური ცხოვრებით თავდება ადამიანის სულისა და ხორცის არსებობაო. დღევანდელ სახარებაში მოყვანილ იგავში ჩვენ დავინახეთ შეუმცდარი ჭეშმარიტება, რომ ადამიანს ამაქვეყნიური ცხოვრების გარდა მოელის მეორე ცხოვრება სიკვდილის შემდეგ, ანუ საუკუნო სანეტარო ცხოვრება ან სატანჯველი, ამ ქვეყანაზე თავისი ნამოქმედარი საქმეების მიხედვით. დღევანდელ მოყვანილ მდიდარსა და ლაზარეს იგავში ვხედავთ, რომ ჩვენი სული სხეულის სიკვდილის შემდეგ არამცთუ ისპობა სამუდამოდ, არამედ, გაეყრება თუ არა სული ხორცს, ის კარგად ხედავს, როგორც თავის მდგომარეობას ახალი ცხოვრებისას, ისე, არ ავიწყდება ქვეყნიური ნამოქმედარი საქმეები, თავისი ნაცნობები და ნათესავები და არ სწყვეტს მათთან კავშირს. მან ისიც კარგად იცის, თუ რა ხდება ქვეყნად მისი გარდაცვალების შემდეგ. თუმცა, მართალია, რომ აბრაამი ცხოვრობდა ქვეყანაზე გაცილებით ადრე, ვიდრე მოსე წინასწარმეტყველი, მაგრამ აბრაამმა ძლიერ კარგად იცოდა, რომ მის შემდეგ ქვეყნად იცხოვრებდნენ მოსე და სხვა წინასწარმეტყველები, რომლებმაც დასტოვეს წიგნები (რომლებიც აბრაამის იმ ქვეყნად ცხოვრების დროს არ არსებობდა), რომ იმ წიგნებით ესარგებლათ და ეცხოვრათ კეთილად. ამისთვის უთხრა საწყალობელ მდიდარს აბრაამმა: ვისაც მოსეს და სხვა წინასწარმეტყველებისა არ ესმით, ისინი არც მკვდრეთით რომ აღსდგეს ლაზარე, მისას არ გაიგონებენო. ზემოთქმულიდანა ჩანს, ძმანო, რომ საწყალობელ მდიდარს კარგად ახსოვს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მისი მამის სახლში მას ხუთი ძმა დარჩა, ამასთანავე, ხედავს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ისინი არ სწორდებიან, არამედ განაგრძობენ თავის ურჯულო ცხოვრებას. აქედან ნათლადა ჩანს, რომ გარდაცვალებულთა სულები კავშირს არ წყვეტენ ამა ქვეყანაზე დარჩენილ ნათესავებთან. აი, იმისათვის, ჩვენ ერთი წუთითაც კი არ ვსწყვიტავთ სულიერ კავშირს ჩვენგან გარდაცვალებულ პირებთან. ზოგიერთი გარდაცვალებული პირნი ეკლესიისაგან წმინდანადაც კი არიან აღიარებულნი და მარადის ვევედრებით მათ, რათა მეოხ გვეყონ წინაშე ზეციური მამისა დანარჩენ გარდაცვალე-ბულთათვის, ვსწირავთ ხოლმე უსისხლო მსხვერპლს და ვლოცულობთ მათი ცხონებისა და ცოდვათა პატიებისათვის. საერთოდ, ცოცხალნი და მიცვალებულნი შეადგენენ ერთ მთლიან ქრისტეს ეკლესიას. აი, რას ამბობს მოციქული პავლე: „გინათუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ“.


ეპისკოპოსი პავლე ჯაფარიძე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.10.2023
ბოლო რედაქტირება 30.09.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0