ჯაფარიძე თენგიზ ივანეს ძე 27 იანვარი 1925 წელი დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობით 1951 წელს.
მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში 1943 წელს. იბრძოდა 52-ე გვარდიული სატანკო ბრიგადის შემადგენლობაში. მონაწილეობდა უკრაინისა და პოლონეთის განთავისუფლებაში. სანდომიეჟის პლაცდარმის დაკავების დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ომის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამშენებლო დაწესებულებებში რუსთავსა და თბილისში. 1967 წლიდან ტრესტ "მექანომონტაჟის" თბილისის სპეცმონტაჟის სამმართველოს უფროსი. ლეიტენანტი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.544; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.745-746; warheroes.ru
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ , წევრი (1953-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1976 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
- 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- ლენინის ორდენი
წყარო- nplg.gov.ge