ვახტანგ ჯაფარიძე 22 სექტემბერი 1901-1986 დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 1924-1929 წლებში. იყო გ. გაბაშვილის მოწაფე. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1931 წელს.
პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1937 წლიდან, 1966 წლიდან - პროფესორი); ნამუშევრები: "თბილისი, ბარათაშვილის აღმართი" (1937, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი), "სანაპირო ქუჩის მშენებლობა" (1937), "ძველი თბილისი" (1941), "თბილისი წვიმიან ღამეს" (1941), აკვარელების სერიისათვის "ძველი და ახალი თბილისი" მიენიჭა საქართველოს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია "ხუთწლედის მატიანე" (1983, ყველა - მხატვრის კუთვნილება); ფერმწერი, გრაფიკოსი.
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1005
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1980 - საქართველოს სახალხო მხატვარი
ბიბლიოგრაფია
- დაზგური და აკვარელით ფერწერის საკითხები : დამხმარე სახელმძღვ. სამხატვრო აკად. სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1975. - 175გვ.
- მხატვრის ჩანაწერები : ფერწერის ზოგიერთი საკითხები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1962. - 77გვ.
- აკვარელით ფერწერა : ზოგადი საფუძვლები (ავტორი). - თბილისი, 1952. - 56გვ.